x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
6 ყველაზე შემზარავი წყალდიდობა მსოფლიოს ისტორიაში
image

13-14 ივნისის ღამით თბილისში ღვარცოფისგან და წყალდიდობისგან გამოწვეულმა უბედურებამ გვაიძულა გაგვეხედა წარსულში და შეგახსენოთ 6 ყველაზე საშინელი წყალდიდობა მსოფლიო ისტორიაში.


image

1-წყალდიდობა პეტერბურგში-1824 წლის 19 ნოემბერს საღამოს დაიწყო ძლიერი კოკისპირული წვიმა, მას დაემატა ქარიშხალი, მდინარე ნევას წყლის დონემ 4, 2 მეტრით აიწია და დატბორა თითქმის მთელი ქალაქი.განადგურდა ასეულობით საცხოვრებელი ბინა.დაიღუპა 600-მდე ადამიანი.ზარალმა 15-20 მილიონი მანეთი შეადგინა.


საერთოდ პატერბურგში წყალდიდობა დაახლოებით 300-ჯერ იყო.თუმცა ყველაზე საშინელი 1824 წელს დატრიალებული ტრაგედია გამოდგა. პეტერბურგში ახლაც ნახავთ კედელზე გაკრულ ხსოვნის დაფებს, რომელიც მაშინდელ ტრაგედიას შეგვახსენებს.

image



2-წყალდიდობა ჩინეთში 1931 წელს-1928-30 წლებში ჩინეთში ხანგრძლივი გვალვები იყო, რითაც ქვეყანა ძლიერ დაზარალდა.1930 წლის დასასრულს დაიწყო ძლიერი ქარები, ხოლო 1931 წლის გაზაფხულზე გადაუღებელი წვიმები.შედეგად მდინარე იანძი და ხუანზე ადიდდა . მდინარე იანძის წყლის დონემ 70 სანტიმეტრით აიწია, გადმოვიდა კალაპოტიდან და ქალაქ ნანკინში მიაღწია, ჩინეთის მაშინდელ დედაქალაქში.

imageჩინური ოფიციალური წყაროების მიხედვით დაიღუპა 145 000 ადამიანი, თუმცა დასავლური პრესა ამტკიცებდა, რომ მსხვერპლი 3-იდან 4 მილიონამდე იყო.

დახრჩობის გარდა მრავალი ადამიანი ტიფისგან და ქოლერისგან დაიღუპა, რომლის ინფექციის გადამტანი, ადიდებული მდინარეები აღმოჩნდნენ.


მდინარე იანძის ადიდების შედეგად სხვა დროსაც მსხვერპლი სოლიდური იყო.მაგ 1911 წელს-მსხვერპლი 100 000 ადამიანი იყო, 1935 წელს 142 000, 1954 წელს 30 000, ხოლო1998 წელს 3656.

image



3-ადიდებული ხუანხე-ისევ ჩინეთი.1887 წელს პროვინცია ხენანში რამდენიმე დღე გადაუღებლად, კოკისპირულად წვიმდა.28 სექტემბერს მდინარე ხუანხე ადიდდა, დატოვა კალაპოტი, გაარღვია ჯებირი და ქალაქი ჩჟენჩჟოუ დატბორა, შემდეგ კი მთელ ჩრდილოეთ ჩინეთში გავრცელდა.დაიტბორა დაახლოებით 130 000 კვ².შედეგად 2 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 900 000 შეადგინა.

image

4-წმინდა ფელიქსის წყალდიდობა-1530 წლის 5 ნოემბერს შაბათს, წმ ფელიქსის დღეს აღიგავა მიწისგან პირისა დე ვალუა და განადგურდა ფლარნდია, ნიდერლანდების ისტორიული ნაწილი.მკვლევარების მტკიცებით დაიღუპა დაახლოებით 100 000 ადამიანი.დღესაც ამ დღეს ჰოლანდიაში "ბოროტ შაბათს" უწოდებენ.

image

5-ბურჰარდის წყალდიდობა-1634 წელს 11-12 ოქტომბერს ღამით, ძლიერი ქარიშხალმა გამოიწვია წყალდიდობა, ამავე ღამით ჩრდილოეთის ზღვამ რამდენიმე ადგილას გაარღვია ჯებირები და შედეგად გერმანიის და დანიის ჩრდილოეთ ნაწილი დაიტბორა.


დაღუპულთა რაოდენობა 8-იდან 15 ათასამდე იყო.

image



6-წმინდა მარია მაგდალინელის წყალდიდობა-1342 წელს, ივლისში წმ. მარია მაგდალინელის ხსენების დღეს(კათოლიკური ეკლესია 22 ივლისს აღნიშნავს) მოხდა ყველაზე დიდი წყალდიდობა ცენტრალური ევროპის ისტორიაში.ამ დღეს ერთბაშად ადიდდა რამდენიმე მდინარე, მათ შორის:რეინი, რეზელი, მაინი, დუნაი, ვეზერი, ვერა, უნსტრუტი, ელბა და ვლტავა.

უამრავი ქალაქი დაიტბორა:კიოლნი, მაინცი, მაინის ფრანკფურტი, ვენა, რეგენსბურგი, პასაუ და სხვა.


ზაფხულის დასაწყისიდანვე იყო ხანგრძლივი გვალევები, ხოლო ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო გადაუღებელი კოკისპირული წვიმები, შედეგად რამდენიმე დღეში წლიური ნალექების საერთო რაოდენობამ 6 თვიანი ნორმა შეადგინა.


დაზიანდა უამრავი საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი.ზუსტი რაოდენობა დღესაც უცნობია, თუმცა მარტო მდინარე დუნაიში 6 000 ადამიანი დაიხრჩო.


მალე ერთ უბედურებას მეორეც დაემატა. განადგურებული მოსავლის შედეგად დაიწყო შიმშილობა, მას მოჰყვა შავი ჭირის გავრცელება.

საბოლოოდ შავმა ჭირმა 1348—1350 ცენტრალური ევროპის მოსახლეობის ერთი მესამედი შეიწირა.

image

2
2084
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2084
  
2015, 15 ივნისი, 12:08
ძალიან საინტერესო სტატიაა.
მეამეასთან და სულ რამდენიმე მომხმარებელთან ერთად იმ კატეგორიას ეკუთვნი, ვისი მასალებიც მუდამ საინტერესოა.
0 1 2