x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
უცნაური არსებები იაპონური ფოლკლორიდან


imageკაპპა (Kappa 河童) არის პატარა გობლინის მსგავსი არსება, რომელიც ცხოვრობს მდინარეებსა და ტბებში.ამ არსებებს ხელებსა და ფეხებზე აპკები აქვთ, თევზის სუნი სდით და რეპტილიის კანი აქვთ. კაპპას თავზე პატარა ღრმული აქვს სადაც წყალი უსხია, რომელიც ხმელეთზე ამოსვლისას აუცილებლად წყლით უნდა ჰქონდეს სავსე, თუ დაეღვარა ან დაუშრა მოკვდება.არსებობენ კეთილი და ბოროტი კაპპებიც, საერთოდ ამ არსებას უყვარს კიტრი და როდესაც ოჯახს სურს კაპპას კეთილგანწყობა მოიპოვის კიტრზე წერს ოჯახის წევრების სახელებს და იმ მდინარეში აგდებს სადაც ის ბინადრობს . კაპპას უყვარს ოინების მოწყობა და ხალხის მოტყუება მდინარეში დაღუპული ხალხის სიკვდილს სწორედ მას აბრალებენ, თითქოს ის იტყუებს მათ რათა სისხლი გამოსწოვოს დალიოს . რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კაპპა თავაზიანობით გამოირჩევა, ის ასევე კარგად ასრულებს პირობებს, თუ როდესმე ადამიანი კაპპას გადაეყრებოდა და გასაქცევი არსად ექნებოდა, ისინი თავაზიანად თავს უხრიდნენ მას და როდესაც კაპპაც იგივეს გააკეთებდა წყალი გადმოეღვრებოდა თავიდან და მოკვდებოდა. კაპპას შეეძლო ხალხს დახმარებოდა, დაემუშავებინა მათი მიწები და მოეტანა ახლად დაჭერილი თევზი. იაპონურ ფოლკლორში არსებობს ბევრი სახეობის კაპპა მაგალითად : მშიშარა კაპპა, თმიანი კაპპა და ა.შ.

image ნუპპეპპო (Nuppeppō ぬっぺっぽう?) იაპონურ ფოლკლორში არის იოკაი, რომელსაც სქესი არ გააჩნია . ის არის პატარა პუტკუნა არსება რომელსაც ფეხის და ხელის თითებიც აქვს, ტანზე კი სახის ფორმა აქვს გამოსახული. ნუპპეპპო არის წყნარი, მშვიდობიანი არსება, რომელსაც უყვარს უმიზნოდ ხეტიალი სოფლებსში, მიტოვებულ დაძრებში და წყნარ, ცარიელ ადგილებში. გადმოცემის თანახმად თუ ნუპპეპპოს ხორცს შეჭამთ ის სამუდამო ახალგაზრდობას მოგანიჭებთ.






image


აკანამე ( akaname 垢嘗 ) არის ერთ-ერთი უცნაური არსება იაპონურ ფოლკლორში, რომელსაც უწოდებენ ჭუჭყის მლოკავს ან წითელ მლოკავს რადგან აკა იაპონურად წითელსაც ნიშნავს და ჭუჭყიანსაც . ეს არსება ღამე ჩუმად აბაზანაში შედის და იქ დარჩენილ ჭუჭყს თავისი გრძელი ენით ლოკავს, რომლისთვისაც შხამიან ნერწყვს იყენებს.


imageჯოროგუმო( 絡新婦, じょろうぐも) უზარმაზარი ობობა, რომელსაც შუძლია ლამაზი ქალის ფორმა მიიღოს, ამით იტყუებს კაცებს და თავის ქსელში ხლართავს.






ტეკე ტეკე უფრო ქალაქური ლეimageგენდაა ვიდრე მითი, ეს სული იყო თავიდან გოგო,
რომელიც მატარებელის ლიანდაგზე დაეცა და მატარებელმა ორად გახლიჩა, ახლა ის მიწაზე
დახოხავს და ეძებს ადამიანებს, რომელიც თავის ბედს გაიზიარებს . მსხვერპლს ეს არსება
ცელით ორ ნაწილად კვეთს.მეორე ვარიანტი ტეკე ტეკესი არის ერთ გოგო რეიკო კაშიმაზე, რომელიც მატარებელმა ორად გაკვეთა, ახლა ის მიწაზე დახოხავს და შემხვედრთ ეკითხება იციან თუ არა მისი ფეხების ადგილსამყოფელი, თუ კითხვაზე ის არასწორ პასუხს მიიღებს ის მათ ფეხებს აჭრის. სწორი პასუხი კითხვაზე კი არის „მეიშინის რკინიგზა“ .



0
153
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0