x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ძლიერი აფეთქება გამთენიისას ოდესის ცენტრში მოხდა

მილიცია


12 ივნისის ღამეს ოდესის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა და ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა «Таймер».წინასწარი ინფორმაციით აფეთქება მოხდა ოდესის მთავარ გადაკვეთაზე .თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ ჩამოვიდა როგორც პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, რადგან შესაძლოა მსხვერპლიც იყოს.

აქამდე თავს იკავებენ სამართალდამცავი ორგანოები და არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას აფეთქების შესახებ.

"ТАСС" მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი წუხელ ოდესაში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც განადგურდა სარეკლამო ბილბორდები "Arnaut Staroportofrankovskoy" და მეორე შემთხვევაში კრასნოვის ქუჩის კუთხეში, რომელსაც " ადმირალის გამზირი" ჰქვია, დაზიანდა ბილბორდები.წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის. ოდესაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ამჟამად განცხადებები გააკეთეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და მომხდარს ტერორისტული აქტებისა და დივერსიის კვალიფიკაცია მიეცა.





0
258
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0