x
image
beko777
დიზაინერ მანანა მანიას ჩვენება ლისის ტბაზე (+VIDEO) (+ფოტოები)
image8 ივნისის საღამო, თბილისელი კოღოებისთვის და ქინქლებისთვის ალბათ ყველაზე ნოყიერი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ დღის საღამოს ლისის ტბაზე ქართული ბომონდის ის ნაწილი შეიკრიბა, რომელთა სისხლის წოვაზე ლისის ტბელი კოღოები და ქინქლები უარს ნადვილად არ იტყოდნენ :) - ხუმრობა იქით იყოს და საღამოს 20:30 საათზე ლისის ტბაზე დიზაინერ მანანა მანაის ულამაზეს კოლექციას და ნამუშევრებს ასევე ულამაზესი ქალბატონები წარდაგენდნენ, რომელთა უმეტესობაც თეატრალური სფეროს პოპულარული წარმომადგენლებ იყვნენ.


imageდიდი ხნის, ერთმანეთზე მონატრებული საზოგადოება ჩვენების დაწყებამდე ერთმანეთთან ჭორაობით ირთობდა თავს, აკვირდებოდა - ვინ ვისთან ერთად იყო მოსული, ვის როგორი მამაკაცური კავალერი ყავდა, ვის როგორი ქალბატონი და როგორც წესი ასეთი შეკრებებისას: - ჭიქა ღვინო (თუნდაც პიტნა გარეული ჩვეულებრივი წყალი), კარგი განწყობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე.
ჩვენება ზუზუს მიყავდა და ის წარადგნედა იმპროვიზირებულ პოდიუმზე ერთმანეთის მიყოლებით ქართველ ქალბატონებს - თამამებს, მშვენიერებს, კარგ მსახიობებს (სხვადასხვა დარგის)... აღსანიშნავი და აშკარად თვალშისაცემი იყო - ერთ-ერთი პირველი (თუ არა პირველი) სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელის ლიკა ყაზბეგის პოდიუმზე გამოსვლა, რადგან მას თავად გამოყავს ხოლმე სხვადასხვა პროექტებში პოდიუმზე ქალბატონები.


imageშემაწუხებელ კოღოებს და ქინქლებს თუ არ ჩავთვლით, საათნახევრის განმავლობაში დამსწრე საზოგადოება - გაერთო, იჭორავა, გული მოიოხა, ენები დაიფხანა... კოლექციაც შეაფასა (ასეთუისე), მოდელებიც და ღვინოც... თუმცა, ზოგიერთმა ქართველმა ფოტოგრაფმა (!) როდის უნდა ისწავლოს ჩვენებების დროს გადაღება და მოქცევის წესები - არავინ იცის, რადგან... ჩაკუზულ-წაკუზული „სვარშიკის“ ან არმენას პროფილაკტიკის „მატარისტის“ ტიპაჟები, ჩამჯდარი, ჯისებიდან ტრაკ-გადმოვარდნილი ტიპები, საიდან ხვდებიან ასეთი ფორმატის საღამოზე, კაცი ვერ გაიგებს, - რადგან სხვა თუ არაფერი ჩვენების ცქერაშიც ხელს გიშლიან და ზურგსუკან დამსწრე ქალბატონების საზოგადოებაში უხერხულიცა....


(ფოტოები არნო ხიდირბეგიშვილის "ფეისბუქ" გვერდიდან)




image

imageimageimageimage



0
335
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0