x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
დეპრესია,დეპრესიის მიზეზები მოზარდებში
image



ძირითადად, 16-დან 19-მდე წლამდე მოზარდებში არსებობს დეპრესიის რისკები.
დეპრესია შეიძლება განპირობებული იყოს სამი ფაქტორით:
1. ფიზიოლოგიური
2. ფსიქოლოგიური
3. სოციალური
გარდატეხის ასაკში გოგონები მეტად მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი, ვიდრე ბიჭები. გოგონებს საშუალო საფეხურზე გადასვლისას მეტად ახასიათებთ თვითშეფასების დაქვეითება, ვიდრე ვაჟებს.ვაჟებთან ეს ხშირად განპირობებულია დაბალი აკადემიური მოსწრებით, ცუდი სწავლით და ცუდი ნიშნებით.
გოგონებთან ვლინდება, რომ ეს განპირობებულია გარეგნული მომხიბვლელობით (იგულისხმება გარეგნული დისკომფორტი საკუთარი თავის მიმართ), სოციალური ურთიერთიბებით. ამერიკის მონაცემებით, დეპრესიისკენ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან თეთრკანიანი აზიელები, ვიდრე შავკანიანები აფრიკული წარმომავლობით. მათთან(დეპრესიული ადამიანები) დადებითი „მე“ კონცეფცია ყალიბდება სკოლაში და სოციალური ურთიერთობებში, ამასთანავე, ეს ადამიანები საკუთარ წარუმატებლობას მიაწერენ უფრო საკუთარ თავს, ვიდრე გარემოს.აფრიკელებს უფრო მეტი შეჭიდულობა აქვთ ოჯახში, როპმლებიც მიიჩნევენ, რომ გარემოა მათი წარუმატებლობის განმაპირობებელი, ამიტომაც არ აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება შავკანიან აფრიკელებს აზიელებთან შედარებით.
საშუალოდან მძიმე დეპრესიამდე პროცენტები ასაკის და სქესის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებ(jonson, brown1993):
ვაჟები:
* 13 წ.- 4%
* 14 წ.- 3%
* 15 წ.- 7%
* 16 წ.- 12%
* 17 წ.- 7%
* 18 წ.- 6%
* 19 წ.- 11%
საშუალო ვაჟებში არის 11%.

გოგონები:


* 13 წ.- 7%
* 14 წ.- 10%
* 15 წ.- 11%
* 16 წ.- 16%
* 17 წ.- 13%
* 18 წ.- 13%
* 19 წ.- 18%
საშუალო გოგონებში არის 12 %.



დეპრესიის გამოხატულება ვაჟებთან და გოგონებთან განსხვავებულია. ვაჟებს უფრო ახასიატებთ დელიქვენტური გამოვლინებები. გოგონებთან კი უმეტესად ხასიათდება : გულჩათხრობილობით, კვებისა და ძილის პრობლემებით, ახასიათებთ მცირე დეტალებზე ფიქსირება, როგორიცაა აგზნებულობა, ტანსაცმელზე ფიქსირება და ასე შემდეგ.
დეპრესიის რისკი იზრდება, თუ მოზარდს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება. გოგონებთან - ნაადრევი ორსულობა და განურჩეველი სექსუალური კავშირების დროს განსაკუთრებით დიდია დეპრესიის რისკი.
რისკ-ფაქტორები:
1. სხეულის ნეგატიური ხატი. ეს ვლინდება კვებითი აშლილობების სახით.
2. გადამეტებული თვითრეფლექსია(ფიქრი) და მომავალზე ფიქრი, მისი აღქმა ნეგატიურად.
3. არახესაყრელი ოჯახური გარემო+მშობლების ჯანმრთელობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც დეპრესია, ასევე ქცევის დარღვევა. ქცევის დარღვევის (DSM IV) ქვეშ იგულისხმება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სხვისი უფლებების დარღვევასთან. მაგ.: მომატებული აგზნება, იმპულსურობა, შურისმაძიებელი ქცევა, ქურდობა, ცეცხლის წაკიდების მცდელობები, ცხოველების წვალება( პატარა ასაკში) ან უმცროსი ბავშვების წვალება და ა. შ.
4. ოჯახის არახესაყრელი სოციოეკონომიკური მდგომარეობა და მშობელთა გაყრა.
5. არაპოპულარობა თანატოლებში და არმიღებულობა, მიკუთვნებულობის არ ქონა. ამ დროს რისკია განსაკუთრებით, რომ ეს დეპრესია გადავა მომდევნო ასაკშიც, აუცილებლად გამოვლინდება მოზარდობაში და შეიძლება მთელი ცხოვრებაც. ამ ადამიანს გაჰყვება სოციალური ურთიერთობების შიში.
6. დაბალი მიღწევები სკოლაში. ამ დროს გასხვევება გოგონებსა და ვაჟებში არ შეინიშნება, რადგან ეს ყველა ბავშვს არ ახასიათებს. ეს აუცილებლად დამოკიდებულია რა სკოლაში სწავლობს და რამდენად ზრუნავენ ბავშვების წარმატებაზე.

დეპრესიისგან დამცავი ფაქტორები:
1. კარგი ურთიერთობები ოჯახში და ბავშვის მიღება ოჯახის წევრების მიერ.
2. გატაცების სფეროს არსებობა. ამ დროს მნიშვნელოვანია სკოლაში შეიქმნას ისეთი „თამაშობები“, რომელოც ყველა ბავშვს ერთნაირად ჩართავს თამაშში.
3. ზრუნვა სხვებზე. შინაური ცხოველის ყოლა, და-ძმის ყოლა. საზღვარგარეთ მე-5, მე-6 კლასებში იქმნება სოციალური პროექტები, სადაც უფროსი ბავშვების მოვალეობა არის ზრუნვა პატარებზე.
ამ სამივე ფაქტორის რეგულირება შეუძლია და, პრინციპში, ევალება სკოლას, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ბავშვის შემდგომ განვითარებას.
პრობლემური ქცევები გარდატეხის ასაკში:
1. დელიქვენტური ქცევა (ნორმების დამრღვევი ქცევა), რომელიც შეჭიდულია დეპრესიასთან.
2. ქცევის დარღვევა, რომელიც ცალკეული სიმპტომატიკით ხასიათდება.
3. ნარკოტიკების ზემოქმედება. განსაკუთრებით ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ახორციელებს მოზარდი პრობლემურ თუ ნორმების დამრღვევ ქცევას.
სახლიდან გაქცევის მცდელობები
უმეტესად სახლიდან გაქცევის მცდელობები ახსაითებთ გოგონებს, თეთრკანიანი, საშუალოდ, 16 წლის. არსებობს ორი მიზეზი რატომ გარბიან ბავშვები სახლიდან:
* გავრბივარ რაღაციდან
* გავრბივარ რაღაცისკენ
არსებობს ბავშვთა ტიპები, რომლებიც სახლიდან გარბიან:
1. თავგადასავლების მოყვარული. ასეთი ტიპის ბავშვები, ძირითადად, არიან ქარაფშუტები, ვერ იაზრებენ რა შედეგები შეიძლება მოყვეს მათ გაქცევას ან გაქცევის მცდელობას.
2. შეშფოთებული. გაურბის მძიმე სიტუაციას ან თავს არიდებს პრობლემებს.
3. შეშინებული ტიპი. ის გაურბის ყოველთვის ოჯახში მოძალადეს.
ოჯახში არსებულ მძიმე სიტუაციას გაურბიან ბავშვები, როგორიცაა სახლში მოძალადის არსებობა - მოძალადე მშობლები ან ნათესავები. ასევე განპირობებულია დაძალებით და ოჯახის წევრების მიერ მიუღებლობით.


მოზარდების გარკვეული რაოდენობა მიმართავს სუიციდს. 13 წლამდე სუციდის შემთხვევები არ აღინიშნება. სუიციდი ქალებთან გვხვდება 45-55 წლის ასაკში, საშუალოდ. მამაკაცებთან კი - 85 წ. + .
სუიციდის რისკ-ფაქტორები:
1. სკანდალები, ოჯახის არახესაყრელი მდგომარეობა.
2. ისეთი ადამიანის სიკვდილი, რომელთან იდენტიფიკაცია უნდა მომხდარიყო და არ მოხდა მისი გარდაცვალების გამო.
3. იზოლაცია და მთელი წლის განმავლობაში გადატანილი ძალიან ბევრი სტრესი.
4. ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება. ნარკოტიკებისადმი მიდრეკილია ტიპი, რომელიც ხასიათდება: იმპულსურობით, ემოციების ვერკონტროლით, ფსიქიკური დარღვევების მქონეა, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, კონფორმულობა. ასევე ნარკოტიკებისადმი მიდრეკული ტიპები არიან უკიდურესად მიმბაძველი ტიპები.
5. დანაშაულის გრძნობა, შიში ან მოსალოდნელი სასჯელის სახე. მაგალითად გოგონები, რომლების ფეხმძიმედ არიან ეშინიათ მოსალოდნელი სასჯელის და ისინი უფრო მეტად განახორციელებენ სუიციდს, ვისაც ეს პრობლემები არ აწუხებს.
6. ურთიერთობებში გამოწვეული დარღვევები. ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად ითხოვენ შველას და საჭიროა ყურადღება მივაქციოთ, რათა მისის სუიციდი ავირიდოთ თავიდან.
არსებობს ნდობის ტელეფონები და უფასო ტელეფონები, რომლებითაც ავრცელებენ ინფორმაციას დარღვევების შესახებ და მოუწოდებენ ხალხს, რომ თუ აქვთ რაიმე ასეთი ტიპის დარღვევა მიმართონ შესაბამის ორგანიზაციას. ფაქტობრივად, ნდობის ტელეფონები ინფორმაციის გამავრცელებელნი არიან და ხალხს ასწავლიან ვის და სად უნდა მიმართონ სხვადასხვა ფსიქიკური თუ სხვა დარღვევების დროს.

2
452
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
452
  
2015, 11 ივნისი, 11:55
ძალიან საინტერესოა
0 1 2