x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
იდენტობის ჩამოყალიბება ფილმ "თეთრი ოლეანდრის" მიხედვით

image


თეთრი ოლეანდრი_ პიტერ კოსმინსკის დრამაა, რომელიც ერთი თინეიჯერი გოგონას_ ასტრიდის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. ასტრიდი მოზარდია, რომელსაც რთული ცხოვრება აქვს, რომელსაც სურს სხვებივით ბედნიერი იყოს, მუდმივად ისწრაფვის საკუთარი თავის დამკვიდრებისკენ, საკუთარ თავში გარკვევისკენ და ბედნიერებისკენ, თუმცა რაც არ უნდა საკვირველად ჟღერდეს მთავარ ხელისსემშლელად ფილმში ასტრიდის დედა ინგრიდი გვევლინება.
როგორც ვთქვი ასტრიდს სულაც არ ჰქონია მარტივი ცხოვრება, ასეთ ასაკში რომელშიც ფილმის მთავარი გმირი იმყოფება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების თანადგომა, მათი ზრუნვა და სიყვარული, თუმცა ასტრიდის მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა ასტრიდი 2 წლის იყო, მას შემდეგ მამაზე არაფერი სმენია და დედისთვის არც ზედმეტი კითხვები დაუსვამს, ასტრიდის დედა მხატვარია, კარიერისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე და გამოფენის მოწყობაზე ფიქრობს, ასტრიდი მძიმედ განიცდის, როდესაც დედა მის გამოსაშვებ საღამოზე არ მიდის, რადგან მას სხვა გეგმები ჰქონდა. ასტრიდს ახასიათებს ტიპური მოზარდი გოგონების სენი, მას არ მოსწონს საკუთარი თავი, სხეულის ნეგატიური ხატი აქვს, ერთ-ერთ სცენაში იგი მანქანის სარკეში იხედება და საკუთარ თავს მიმართავს სიტყვებით: „თქვენ მე არ მომწონხართ, არ მომწონხართ“.
ასტრიდის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი ზუსტად შეესაბამება მარშისეულ განმარტებებს, რადგან ამ გოგონას ცხოვრება სავსეა სტრესული სიტუაციებიტა და შეხედულებების ფორმირებით.
დიფუზური იდენტობის ჩამოყალიბების პერიოდად ასტრიდის შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ მისი დედასთან თანაცხოვრების პერიოდი, სანამ დედა მკვლელობას ჩაიდენდა. ასტრდის ასე თუ ისე მოწონდა დედასთან ცხოვრება, არ უწევდა გადაწყვეტილებების მიღება, არ ჰქონდა ჩამოყალიბებული რელიგიური შეხედულებები, თუმცა ესეც დედის გავლენით რადგან დედა თვლიდა რომ ღმერთი და ბიბლია უბრალოდ დროის კარგვაა. ასტრიდი სულიერ დისკომფორტს განიცდიდა, რადგან დედასთან არ ჰქონდა ისეთი ურთიერთობა როგორიც მას სურდა, ამ პერიოდში არამარტო დიფუზური არამედ წინასწარი იდენტობაც შესაძლებელია ჩამოყალიბებოდა, რადგან ავღნიშნე ზემოთ ავტორიტეტზე დამოკიდებულება, ავტორიტეტი ამ შემთხვევაში დედაა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, კარნახობს ასტრიდს როგორ იცხოვროს, რა გააკეთოს, რა არის მისთვის უკეთესი და სასურველი, ასტრიდს დედის ამგვარი ჩართულობის გამო მის ცხოვრებაში უჭირს გამიჯვნა რა სურს მას და რა სურს დედას, უჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ის ძლიერ იდენტიფიკაციას განიცდის მისსავე სქესის მშობელთან, ეს გრძელდება მას შემდეგაც რაც დედა მოკლავს მის საყვარელს და მას 35 წლით პატიმრობას მიუსჯიან. ასტრიდს სამჯერ გააშვილებენ, პირველ ოჯახში პრობლემები ექმნება, მას ესვრიან და დაჭრიან კიდეც, შემდეგ საერთო საცხოვრებელში დააბრუნებენ, სადაც უკვე თავდაცვის ინსტიქტები ამუშავდება, კეთილი და თბილი ასტრიდი, სულ სხვა გოგონად გვევლინება, რომელიც არაკომუნიკაბელური, ცივი და უხეშია, ცდილობს თავი არავის დააჩაგვრინოს, აქვე გაიცნობს პოლს რომელთანაც გამონახავს საერთო ენას და სულიერ საზრდოს, ისინი ორივენი კარგად ხატავენ, თუმცა მოხდება ისე რომ ასტრიდს მეორედ გააშვილებენ, ამჯერად მსახიობ კლერის ოჯახში, სადაც გაიგებს რას ნიშნავს ზრუნვა და დედის სითბო, სიყვარული, კლერს პრობლემები აქვს ოჯახში, ასტრიდი მისი სუიციდის მომსწრე ხდება, შემდეგ თვითონვე ირჩევს „მომავალ დედას“, რომელიც წინა ორისგან განსხვავებულ ცხოვრების წესს მისდევს, ამ პერიოდში იგი სხვადასხვა როლებს ირგებს, იწყება მორატორიუმის ფორმირება, წინასწარი იდენტობიდან მორატორიუმზე გადასვლას საფეხურობრივი შეიზლება ეწოდოს, რადგან ავტორიტეტისადმი მორჩილება და მისი გავლენა იჩენს თავს, იმოსება ისე, როგორც მისი დედობილები, მათსავით იწყებს ფიქრს, უყალიბდება რელიგიური შეხედულებები, ინათლება ქრისტიანად, თუმცა ეს ყველაფერი თანდათან იქითკენ მიდის, რომ ასტრიდი კრიზისის, ძიების პერიოდშია, მან უამრავი რამ ნახა ცხოვრებაში, ძლიერი შფოთვა აქვს, სურს რომ სხვაზე აღარ იყოს დამოკიდებული, უჩნდება პროტესტის გრძნობა, იჭრის თმას, იცვლის თმის ფერს, ჩაცმულობას, მაკიაჟს იკეთებს, ნეგატიური მეს ხატი აღარ აწუხებს, მისგან ასეთ სიტყვებს ვისმენთ „გარეგნობა სულაც არ არის მთავარი“, იწყებს ფიქრს მის ცხოვრებაზე, დედაზე და მის განუსაზღვრელად დიდ როლზე შვილის ცხოვრებაში, დედას ასტრიდი კლერის მკვლელობაში ადანაშაულებს, მეამბოხეა, აღარ ემორჩილება ციხეში მყოფი დედის შეხედულებებს, მტკივნეულად განიცდის იმას, რომ დედა დამოუკიდებლად ფიქრს კი არ ასწავლიდა, როგორც ამას თვითონ ამტკიცებს, არამედ ისე ფიქრს, როგორაც თვითონ ფიქრობდა, ასტრიდი აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება სულაც არ იყო აქამდე მისი და მთელი ეს ექსპერიმენტები საკუთარ თავზე (თმის შეღებვა, მძიმე მაკიაჟი, სიგარეტის მოწევა, ლუდის სმა) უნდა მორჩეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა იპოვოს საკუთარი თავი. „უნდა გახდეს საკუთარი თავი“ და ერთადერთი გამოსავალია „დედამ იგი გაუშვას“. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ხატავს, ხატავს რასაც ხედავს, გრძნობს, ეს ეხმარება კრიზისის დაძლევაში.
მიღწეული იდენტობა მას შემდეგ ყალიბდება, რაც დედა გაათავისუფლებს ასტრიდს თავისი ავტორიტარიზმისგან, ცრუ ჩვენებას არ მიაცემინებს, სიმართლეს უამბობს, გულწრფელად ესაუბრება რომ მას არ უნდოდა შვილი იმ ასაკში, როცა ასტრიდი დაიბადა, რომ ძალიან უყვარდა ასტრიდის მამა და მამას უნდოდა რომ ასტრიდი ენახა, მაგრამ მან არ მისცა შვილის ნახვის უფლება და რომ შეეძლოს ყველაფერს შეცვლიდა. ეს იყო ავტორიტარული დედა, რომელიც თითქოს შვილს ყველა ოცნებას, ყველა დადებით სხივს უკლავდა, თითქოს ძლიერი და მკაცრი ქალი ამ გზით ცდილობდა შვილის გამოწრთობას და მის სწორ გზაზე დაყენებას, დაცვას, მაგრამ ამან გამოიწვია ის რომ ასტრიდი ვერ გაერკვა თავის პიროვნებაში, ვერ შეძლო საკუთარი თავის სწორი იდენტიფიკაცია, იყო კონფორმული, მაგრამ საბოლოოდ მან მიაღწია იმას, რომ იპოვა საკუთარი თავი, პოლთან ერთად ნიუორკში გადავიდა საცხოვრებლად და დარჩა რამდენიმე ჩემოდანი, რომელიც ინახავდა მთელ მის ტკივილით და სტრესით სავსე ცხოვრებას, ასტრიდმა გააცნობიერა თავისი დანიშნულება, იგრძნო დამოუკიდებლოდა, შეიცნო საკუთარი მე და მიუხედავად იმისა, რომ დედამ ამდენი ტკივილი მიაყენა, დარწმუნდა რომ დედას ის უყვარს, რადგან მან ის გაათავისუფლა.

0
230
შეფასება არ არის
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0