x
image
ნოდარ ხვედელიძე
პარიზის ღირსშესანიშნაობების მიმოხილვა
პარიზი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში, აქ თავს იყრის უამრავი ღირსშესანიშნავი ისტორიული ძეგლი, არქიტექტურისა და ხელოვნების უნიკალური ექსპონატები და სხვა.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთი საუკეთესო შედევრია საფრანგეთის ისტორიაში, ერთი შეხედვაც საკმარისია იმისთვის რომ დავრწმუნდეთ აქ ყველა დეტალი დიდი პროფესიონალიზმითაა შექმნილი, ეს უაზარმაზარი ტაძარი სიგრძით 130 მეტრია, სიგანით 50, ხოლო სიმაღლით 34 მეტრი.


ფასადი



image

image

უკანა ხედი

imageინტერიერი

image


ეიფელი


ეიფელი რომ პარიზის სიმბოლოა ამაზე აღარავინ დაობს, იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა მსოფლიოში, 1887-1889 წლებში შენდებოდა მისი პირველი ნაწილი რომელიც დანიშნულებით გამოფენის შესასვლელი იყო რომელიც ეძღვნებოდა საფრანგეთის რევოლუციის 100 წლის თავს.

დღესდღეობით ეიფელი არის 300 მეტრიანი რკინის კოშკი რომელიც წელიწადში 5, 5 მილიონ ტურისტს იზიდავს.


ფასადი

image


მშენებლობის პროცესი

image


რესტორანი კოშკში

image


ვერსალის სასახლე


ვერსალი პარიზის გარეუბანია, დაახლოვებით 20 კილომეტრში, სასახლის აგების დროს ვერსალი იყო სოფელი .

სასახლე აგებულია ( გოთურ, რენესანსულ, ბაროკოს) სტილში, სასახლეში ვხვდებით ხელოვნების ყველა ეპოქის ელემენტებს, გამოყენებულია ასევე სხვადასხვა ქვეყნის სტილებიც.

მნიშვნელოვანი ღირსშენასიშნაობაა სასახლის ბაღი რომელიც 800 ჰექტარზეა გადაჭიმული და ევროპაში საუკეთესოდ ითვლება, ბაღში ხარობს უიშვიათესი მცენარეულობა, აქ ვხვდებით 50-მდე სადრევანს და 2000-ზე მეტ ქანდაკებას.


ფასადი


image


image


სასახლის ბაღიimage


ინტერიერიimageimage


ლუვრის მუზეუმი


ლუვრი არის ყველაზე განთქმული და დიდი მუზეუმი მსოფლიოში, აქ დაცულმა უმნიშვნელოვანესმა ექსპონატებმა განაპირობა ის რომ ამ ადგილს წლიურად 8 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს.

ლუვრის მუზეუმი განთავსებულია პარიზის ყოფილ სამეფო სასახლეში, მის წინ მოედანზე ამჟამად აღმართულია ლუვრის შუშის პირამიდა რომელიც ტურისტებს განსაკუთრებით უყვართ, ასევე ტურისტებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატი ლეონარდო და ვინჩის- “მონა ლიზაა'' რომელიც აქ ინახება.


ფასადი

image

image


ინტერიერი


image



image


პერ-ლაშეზის სააფლაო


ამ სასაფლაოს წლიურად უამრავი მნახველი ყავს, მათ სურთ თავიანთი თვალით ნახონ იმ ადამიანების საფლავები რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის აღორძინებაში, აქ არის დასაფლავებული ისეთი ადამიანები როგორებიცაა: შოპენი, ანრი ბარბიუსიი, ამადეო მოდილიანი და სხვანი.


შესასვლელი


image


მოდილიანის საფლავი

image


ტრიუმფალური თაღი


ტრიუმფალური თაღი საუკეთესო შედევრია და გამორჩეულია სხვა ქალაქების ტრიუმფალური თაღებისგან, იგი უდიდესია ევროპაში, სიმაღლეში კი 50 მეტრს აღწევს.


ფასადი


image


ხედი ზემოდან


image

















3
1864
9-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
1864
  
2015, 7 ივნისი, 18:02
კარგი სტატიაა ძალიან
0 1 3