x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134583
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
სამდურავი წუთისოფელს

ცხოვრება სხვისთვის რაკი დუღს,
არ მოვიტყუებ თავს მაშინ,
ეშმაკზე ჯერ არ გაყიდულს,
სულს გავწვრთნი თამაშ-თამაშში

თუ მაინც სხვისთვის გადმოდუღს,
რა თავში ვიხლი ამ სოფელს,
იღბალო გარდი-გარდმო თუ,
ყელში გაგედე, დამცოფე,

წუთისოფელო სახიჩარს,
ჩემით გამხდარხარ ავად რომ,
მინდა ულმობელს სახიდან,
ქველის ნიღაბი აგაძრო.

ცხვირი

ცხვირმა ერთიც შეისუნთქა,
ფილტვმა განშიდ გაიწია,
და რაც პატრონს შვებით უთქვამს,
გარეშეთა რა იციან?


სრულ სიმართლეს მოგახსენებთ,
იმიტომ რომ პატრონი ვარ,
ვგმობ იმას რაც, მოჰყვა ენებს
და დასკვნამდეც მარტო მივალ,

სიზარმაცეც ჭკუის მორჩა,
ამუშავდა და ეჭვი მაქვს,
ცხვირი მაშინ, უნდა როცა,
შეისუნთქოს, დაეჩვია.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0