x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
მუტფილმების 7 საიდუმლო წესი ანუ რატომ მოსწონთ ბავშვებს Disney-ს ზღაპრები
image
დაარსებიდან დღემდე Disney-ს სცენარისტები უცვლელად იყენებენ ალფრედ ადლერის ფსიქოანალიზურ კონცეფციას. ამ უკანასკნელის ადაპტირების შედეგად სცენარისტებმა მიიღეს რამდენიმე მარტივი კანონი, რომლებიც გარანტიას იძლევა იმისა, რომ ბავშვისთვის დაწერილ ისტორია წარმატებული იქნება. ეს წესები კომპანიის თითქმის ყველა პროექტში გამოიყენება.


1. აიძულეთ საბავშვო პერსონაჟი გადალახოს არასრულფასოვნებისა და უძლურების კომპლექსი.

ყველა ბავშვი მეტ-ნაკლებად განიცდის არასრულფასოვნების კომპლექსს. ეს აისხნება ბავშვის სიმაღლით (იგი ხომ უფროსებთან შედარებით დაბალია), ძალისა და გამოცდილების ნაკლებობით, უფროსებზე სრული დამოკიდებულებით, და ბავშვობის ყველაზე მთავარი პრობლემებით - უძლურებისა და დაუცველობის განცდით. როგორც წესი, ბავშვს ნაკლებად აქვს არჩევანი იმისა, თუ რა გააკეთოს, ვის შეხვდეს, როგორ გაატაროს დრო.

ბავშვის თითქმის ყველა მოქმედება წარმართულია დომინანტი უფროსის მიერ: "გაიწმინდე კბილები!", "ჭამე ბოსტნეული!", "წადი დასაძინებლად!", "ჩაიცვი ქურთუკი!", "იმეცადინე!", "გამორთე ტელევიზორი!". და ა.შ. ეს ყოველივე ბავშვის ცხოვრებაში ნაკლებ ადგილს უტოვებს დამოუკიდებლობას, ინდივიდუალიზმს, თავგადასავლებს.
image


ამიტომაც მოსწონთ ბავშვებს პატარა სიმბა "მეფე ლომიდან" (1994). ის გააძევა ტომიდან ბოროტმა ბიძამ და ახლა იძულებულია გადალახოს უძლურება, რათა დაამარცხოს ბოროტება.



2. საბავშვო გმირი გახადეთ ობოლი.

საბავშვო გმირი ეს არის ბავშვი, რომელიც მოულოდნელად გათავისუფლდება უფროსის დომინანტობისგან, და დამოუკიდებლად ცხოვრება უწევს. ამბავი იწყება სურვილის ასრულებით: პერსონაჟი-ბავშვი კმაყოფილია და ტკბება მოპოვებული დამოუკიდებლობით. პინოქიო გარბის, რათა გახდეს მსახიობი, დამბოს კი მარტოს უწევს ცირკის ქაოტურ სამყაროში გზის გაკვალვა. მაუგლი არასოდეს იცნობდა თავის მშობლებს და ჯუნგლების ბინადრების მსგავსად მასაც სრულიად დამოუკიდებლად უწევს თავის გატანა. სიმბა ტყეში მარტო მიდის. ჰარი პოტერი, კონკია, ფიფქია - ყველა ობოლია...

დაობლების სურვილი ბავშვში სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდეს. ზოგისთვის ეს ერთგვარად მკაცრი მშობლების დასჯის საშუალებაა. სხვებისთვის დომინანტი და ძალაუფლების მქონე მშობებისგან გათავისუფლება. ზოგი კი ამით ცდილობს ცალკე ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას, რომელსაც არ ექნება არავითარი საერთო რეალურ ოჯახთან. ძალიან ხშირია, როცა ბავშვი თავის წარმოსახვაში გამოგონილ მშობლებთან ცხოვრობს.
image
მულტფილმებში პერსონაჟი-პრინცესები, როგორიცაა კონკია, ფიფქია, ასევე ბოროტ დედინაცვლებთან ცხოვრობენ. მძინარე მზეთუნახავი ნათლია ფერიებმა გაზარდეს. არტური, მოსე, ჰერაკლე - არც ერთი არ იზრდება ნამდვილ მშობლებთან. ბავშვები წარმოიდგენენ მოსაწყენი რეალობისგან განსხვავებულ ცხოვრებას.

ალფრედ ადლერმა, რომელიც თავიდან ზიგმუნდ ფროიდის ისტორიკოსი იყო, დაკარგა ფროიდის კეთილგანწყობა მას შემდეგ, რაც ეჭვის ქვეშ დააყენა დაუკმაყოფილებელი სექსუალური გრძნობების გავლენა ფსიქიკაზე. ადლერმა განაცხადა, რომ არასრულფასოვნების გრძნობა, რომელიც პიროვნების სიღრმეშია დამალული, გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე, მაგალითად ოიდიპოსის კომპლექსი.

ნამდვილი მშობლებისგან გათავისუფლების შემდეგ საბავშვო პერსონაჟები ერთ მნიშვნელოვან რამეს ხვდებიან: მათ უყვართ და ენატრებათ თავისი ოჯახი! ისინი ხვდებიან, რომ სახლი ისევ მათ გულშია, ხოლო დედ-მამის "ტირანული" დამოკიდებულება არაფერია, თუ არა სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა. ამგვარად, ამ ეტაპზე მიზანი ნათელია: პერსონაჟმა უნდა იპოვოს გზა სახლისკენ. მაგრამ შინ დაბრუნება მხოლოდ ნაწილია საბოლოო მიზნისა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სურვილი დაკმაყოფილებულია, ყურადღების ცენტრში ისევ რჩება ძალაუფლებისა და სიძლიერისკენ სწრაფვა.



3. მიეცით საბავშვო პერსონაჟს საშუალება შეასრულოს მშობლების როლი.

რეალურ ცხოვრებაში ბავშვისთვის მშობლები დამცველები არიან, თავად კი - დაუცველი პატარები. ხოლო მათ წარმოსახვაში ყველაფერი პირიქითაა: ისინი თავად ამარცხებენ დრაკონებს, უსწორდებიან ბოროტ ჯადოქრებს, მშობლები კი - დაუცველები და უძლურები არიან. მოლოდ ბავშვს შეუძლია დედ-მამა იხსნას სიკვდილისგან.

თემა გმირი-ბავშვის, რომელიც იხსნის ოჯახს თუ სამყაროს განადგურებისგან, თან სდევს დისნეის მულტფილმებს. პინოქიოს მოგზაურობა სრულდება მაშინ, როცა იგი თავის მამას, ჯეპეტოს გადაარჩენს. სიმბა მთელ ჯუნგლებს იხსნის ბოროტი ბიძისგან.



4. დაეხმარეთ საბავშვო გმირს მშობლების ქორწინების გადარჩენაში.

ბავშვის მთელი სამყარო ეფუძნება მშობლებთან ურთიერთობას. ამიტომ ბევრ მულტფილმში მიზანია არა სამყაროს, არამედ მშობლების გადარჩენა დაშორებისგან, ანუ მათი ქორწინების შენარჩუნება, რაც ბავშვისთვის კაცობრიობის გადარჩენის ტოლფასია.




5. დაამატეთ სიუჟეტში ცხოველები ან საგნები.
image
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ადამიანური თვისებებით აღჭურვილი ცხოველები ან უსულო საგნები. ამიტომ ბევრ მულტფილმში საბავშვო პერსონაჟი ცხოველია: "ბემბი", "დამბო", "ლედი და მაწანწალა", "101 დალმატინელი" და ა.შ.

ბავშვებმა შეიძლება ასევე თავი გააიგივონ უსულო საგნებთან, როგორები გვხვდება "სათამაშოების ისტორიაში ან "მზეთუნახავი და ურჩხულში". როცა ამგვარი საგნები თუ ცხოველები იხსნიან უფროსების სამყაროს, ეს ბავშვში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გამარჯვების გრძნობას ბადებს.



6. მიეცით ბოროტ პერსონაჟებს, დამრიგებლებსა და მეგობრებსაც საშუალება გადალახონ არასრულფასოვნების კომპლექსი.

ბუნებრივია, არასრულფასოვნების ზედმეტი კომპლექსი წარმოშობს უპირატესობისკენ სწრაფვას. ამგვარი "ხელახალი კომპენსაცია" უკვე პათოლოგიაა. "ხელახალი კომპენსაციისადმი" მზარდმა სწრაფვამ შეიძლება მოგვიყვანოს "უპირატესობის კომპლექსამდე", რომლის დროსაც ადამიანი განიცდის პათოლოგიურ აუცილებლობას დაამციროს და იბატონოს გარშემომყოფებზე.

ბოროტი პერსონაჟები ხშირად დეფორმირებული არიან, განიცდიან ქმედუუნარობას და ამოძრავებთ დომინირების სურვილი. მათი ფიზიკური ნაკლი არასრულფასოვნების განცდას ბადებს, კომპენსაციისადმი სწრაფვა კი წარმოშობს უპირატესობის კომპლექსს. სხვების დამცირებითა და ტანჯვით, ბოროტი პერსონაჟი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამო სირცხვილისა და ზიზღის გრძნობას ახშობს.

ამგვარი მოტივები შეინიშნება არა მხოლოდ ბოროტი პერსონაჟების, არამედ პროტაგონისტების, მეორეხარისხოვანი გმირებისა და დამრიგებლების შემთხვევაშიც. ტრენერი, რომელიც თავის გუნდს დაჟინებით უბიძგებს გამარჯვებისკენ, ცდილობს ამით საკუთარი წარუმატებელი კარიერის კომპენსირება მოახდინოს - ეს არის პერსონაჟი-დამრიგებლის უპირატესობის კომპლექსის კლასიკური მაგალითი.
image
შვიდმა ჯუჯამ უნდა გადალახოს თავისი დაბალი აღნაგობის კომპლექსი და შიში, რათა იხსნას ფიფქია ბოროტი ჯადოქრისგან. თაგუნიებმა უნდა დაივიწყონ კატის მიმართ შიში, რათა უშველონ კონკიას. "მზეთუნახავი და ურჩხულში" შანდალმა და სხვა საოჯახო საგნებმა საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დასძლიონ, რათა დაიცვან კოშკი გააფთრებული ბრბოსგან.



7. ფინალში დაუბრუნეთ საბავშვო პერსონაჟს ოჯახი.

საბავშვო პერსონაჟები, როგორც წესი, თავგადასავალს ამთავრებენ ოჯახთან დაბრუნებით.
image
"პინოქიო" განსაკუთრებით კარგად ჯდება საბავშვო პერსონაჟის ფორმულაში. ნებისმიერ ბავშვს შეუძლია თავი გააიგივოს მთავარ პერსონაჟთან. ბავშვური სურვილი - გაიზარდოს და გათავისუფლდეს, გამოხატვას პოულობს პინოქიოს ოცნებაში - იქცეს ნამდვილ ბიჭად. ამბის დასაწყისში მას დააშორებენ მამას და, შესაბამისად ჩნდება პირველადი მიზანი: დაბრუნდეს სახლში. მაგრამ ამის მისაღწევად პინოქიო უნდა შეხვდეს ასევე თავის სულიერ დედას - ცისფერ ფერიას, რომელმაც ხის ბიჭუნას სიცოცხლე აჩუქა.

საბოლოოდ, პინოქიო და ჯიმინი გადაარჩენენ მამას- ჯეპეტოს. ცისფერი ფერია კი ხის ბიჭუნას დაასაჩუქრებს გამბედაობისა და ერთგულებისთვის და აქცევს მას ნამდვილ ბიჭად. თუმცა მაყურებელი ხვდება, რომ პინოქიოს გამარჯვება შედგა მაშინ, როცა მან მამა იპოვა.


image


ბავშვის ფანტაზიის დაპყრობით მის გულსაც იპყრობთ. დისნეის გმირების თავგადასავლები განასახიერებს იმ სირთულეებსა და გამოცდას, რომელსაც ჩვეულებრივი ბავშვები განიცდიან. ამგვარად, ამ კომპანიის ნამუშევრები ერთგულ თაყვანისმცემლებს პოულობს სწორედ იმ ასაკში, როცა განსაკუთრებით ადვილად ექცევა ადამიანი გავლენის ქვეშ. მულტფილმი მაყურებელი ბავშვის თვითიდენტიფიკაციის განუყოფელ ელემენტად იქცევა. სტუდიის ლოგოტიპი, რომელიც ბავშვურ მოგონებებთან არის დაკავშირებული, ზრდასრულ ადამიანებსაც კი აღუძრავს სურვილს, ცოტა ხნით დაუბრუნდეს ოდესღაც განცდილ უცოდველ ბავშვურ განცდებს...

0
337
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0