x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
8 საშიში ნივთი რომელიც სახლში გაქვთ

1-ჩრჩილის საწინააღმდეგო წამლები არის სახიფათო ქიმიური საშუალება, რომელიც თქვენ სახლში ინახება.
ნაფტალინი რამდენიმე წელია მთელს მსოფლიოში აიკრძალა, თუმცა ხანდახან მაინც გამოჩნდება ხოლმე გაყიდვაში და ხალხიც ხარბად ეწაფება მისს შეძენას.
ნაფტალინით მოწამვლა სავსებით რეალურია.მისი მტვერის ერთხელ შესუნთქვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და დიარეა.

image

2-დაპრესილი ნახერხის ფიცარი-ძალიან გავრცელებული საყოფაცხოვრებო ავეჯი, რომელიც დსპ-სგან მზადდება. იგი შეიცავს ფოლმალდეგიდს.რომელიც უარყოფითან მოქმედებს თვალებზე და კანზე.

image
3-სინთეტიკური ხალიჩები-ერთი შეხედვით ეფექტური, ნაირფერი ხასხასა ფერებით დამზადებული ხალიჩა გაჯერებულია უამრავი ქიმიური საღებავებით, რაც უძილობას და ალერგიულ რეაქციებს იწვევს.

image

4-ლაზერული პრინტერები-უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს თქვენი ფილტვებისთვის ვიდრე პასიური მოწევა.
საქმე იმაშია, რომ საბეჭდი პრინტერი ჰაერში ფანტავს საბეჭდი ფხვნილის ნაწილაკებს. შედეგი გაძნელებული სუნთქვა და ფილტვების ქრონიკული დაავადება.


image


5-პლასტიკური ბოთლები-მისი დამზადებისთვის გამოიყენება ბიფენოლი-ა, მეცნიერები უკვე დიდი ხანია ეჭვის თვალით უყურებენ მას, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ სტრუქტურით იგი ძალიან წააგავს ქალის სქესობრივ ჰორმონს-ესტროგენს.
არავითარ შემთხვევაში პლასტიკურ ბოთლში ან ჭიქაში არ ჩაასახათ ცხელი სასმელი ან არ გაათბოთ, ამ დროს ბიფენოლის შემცველობა 55-ჯერ იზრდება.

image

6-პესტიციდები-ხშირია ოჯახებში ან დაწესებულებებში, როდესაც ამ ქიმიური ნივთიერებით გვიწევს ბრძოლა ტარაკანების, ვირთხების, კოღოების, კალიების სხვა მავნებლების წინააღმდეგ.


image

7-ტყვიის შემცველი საღებავი-მრავალ ბინაში კედლები და კარი შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით.თუ საღებავი არ იქერცლება, კიდევ არაფერი, მაგრამ თუ დაიწყო საღებავმა დასკდომა, აქერცვლა, უკვე სახიფათოა ბინაში მაცხოვრებელთათვის.
შხამის მცირე დოზაც კი იწვევს ცენტრალური ნერვიული სისტემის დაზიანებას. პრობლემები შეგექმნებათ ტვინზე და თირკმელებზე.

image



8-ჰაერის გამწმენდი და საწმენდი საშუალებები-ხშირად ვიყენებთ სააბაზანოში ან ტუალეტში ჰაერის გამწმენდ აეროზოლებს. ტოქსინების შემცველობა მასში უზომოდ დიდია.ესაა ორი ქიმიური ნივთიერების ნაზავი:ეთილენგლიკოლი და ტერპენი.

image




2
1610
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
1610
  
2015, 4 ივნისი, 14:30
ძალიან საინტერესოა, არ მეგონა ამდენად სახიფათო თუ იყო
0 1 2