x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
მსოფლიოს ტოპ 10 უმდიდრესი მამაკაცი მსახიობი
imageჰოლივუდის ვარსკვლავებს რომ კარგად უხდიან, არავისთვის არაა უცხო, თუმცა საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს მათი შემოსავალი და ის მილიონები, რომელთაც მათთვის საყვარელი მსახიობები გამოიმუშავებენ. სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ტოპ 10 უმდიდრესი მამაკაცი მსახიობის სიას.

სიის სათავეში მოექცა ერთადერთი და განუმეორებელი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კომიკოსი საკუთარი სატელევიზიო შოუთი, მსახიობი, რომლის პოპულარობამ პიკს მიაღწია და რომლის კაპიტალი 820 მილიონ დოლარს ითვლის.

image

საკუთარი კაპიტალის სიმდიდრით და " ჰოლივუდის მეფედ" წოდებული შახ რუხ ხანი, რომელსაც 600 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს. ვარსკვლავი დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს ყველა მდიდარ ვარსკვლავად ითვლება. წყაროს ინფორმაციით მას 75 ფილმში საუკეთესო როლები აქვს შესრულებული და დაუთვლელი ჯილდოების მფლობელია. შახ რუხ ხანის დიდი დამსახურებაა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსება, როგორიცაა " იუნესკო".image


მესამე ადგილზე ყველასათვის საყვარელი მსახიობი და ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი მოხვდა თავისი 480 მილიონი დოლარით. ის არა მარტო პოპუარული მსახიობია, არამედ წარმატებული პროდიუსერიცაა.image

მეოთხე ადგილზე დიდი კაპიტალით ექსცენტრიული და მუდამ მაინტრიგებელი როლების შესრულებით ჯონი დეპი, რომლის მილიონებმა 450 მილიონს მიაღწია.imageმეხუთე ადგილი სიის ათეულში წილად ხვდა ტომ ხენქსის - " ადამიანი მრავალი ქუდით" - ის იყო არა მარტო მსახიობი, სცნარისტიც, რეჟისორიც, პროდიუსერიც კი. ტომმა უამრავი ჯილდო მოიპოვა წლების მანძილზე სხვადასხვა ფილმებში შესრულებული როლებით.მსახიობმა დიდძალი კაპიტალი დააგროვა და ამჟამად ის 390 მილიონ დოლარს ფლობს.

image

მეექვსე ადგილზე კანადელი მსახიობი და ჰოლივუდის ბრწყინვალე ვარსკვლავი კიანუ რივზია, რომლის კარიერა კომედიური ჟანრით დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც. ის მალევე შეიყვარა მაყურებელმა და სულ რამდენიმე წელიწადში რივზი სასურველი და საყვარელი მსახიობი გახდა.წყაროს ინფორმაციით კიანუ რივზის კაპიტალი 350 მილიონ დოლარს შეადგენს.image

პოპულარობა ხომ მსახიობის მიერ შესრულებული როლითაა შესაძლებელი. სწორედ პოპულარულმა ფილმებმა, როგორიცაა "Rocky and Rambo"და მის მიერ გამოვლენილმა სამსახიობო ნიჭმა მოუტანა პოპულარობა სილვესტერ სტალონეს. მართალია, ის დღეს სამსახიობო კარიერას ჩამოშორდა, მაგრამ როგორც წყარო წერს, მას ხშირად უწევს კამერებთან პოზირება.მისი კაპიტალი 275 მილიონია.image

მსახიობი, რომელმაც არა ერთი უმშვენიერესი მოდელის გული მოინადირა - ლეონარდო დიკაპრიო, ის ტოპ 10 უმდიდრესი მსახიობი მამაკაცების სიაში მერვე ადგილზეა და მისი კაპიტალი 215 მილიონი დოლარია.image

215 მილიონი დოლარის მფლობელია ასევე უნიკალური მსახიობი უილ სმიტი, რომელმაც კარიერა ტელესერიალით დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც. მან წლების შემდეგ სასწაული შეძლო და დღეს უილ სმიტი ვარსკვლავია. მისი კაპიტალი კი ლეოს მილიონებს უტოლდება.image

სიის ათეულში მოხვდა Salman Khan, რომელმაც ყველაზე ცნობადი და საინტერესო სახე შექმნა - წერს წყარო. მსახიობი 48 წლისაა და მას უდიდესი თაყვანისმცემლების არმია ახვევია თავს საკუთარ სამშობლოში. მისი კაპიტალი 200 მილიონ დოლარს შეადგენს.image

0
866
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
866
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0