x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ცოდვილი სული

სული ცოდვილი

ცოდვილს სული ამიმაღლდა,
სიზმრად გზა-კვალს საღმრთოს ვხედავ,
იღბალი რაც გაღმით მახლდა,
ივარგებდა სამოთხედაც,

ჭილ-ყვავებმა უღმრთოდ წეწეს,
მძორი, სული ვერ დაფლითეს,
ღრუბლებს შინა ეშმაც სწერს წესს,
ისეთს, გიჟსაც გაგაფითრებს


ყველა ცოდვა სჯობს აქ ითქვას,
სული ხიბლშიდ ძლივს ჩავტიე,
გავიმეტებ მძორს საჯიჯგნად,
ღმერთო სული მიპატიე.


უკუღმართი ბედი

უკუღმართობამ ბედის,
მთლად პირტიტველამ დიახ,
უეცრად დაგიბერდით,
ყმაწვილს იმდენი მდია,

ტვინი წაიღო მართლაც,
გულს შეაჯახა დარდი,
სული მშფოთვარე ახლაც,
ვეღარ პოულობს ადგილს,

წესად შეგნებაც გაცვდა
ძირს დაიჩოქა სულმა,
და უიღბლობის განცდა,
მე იმ თავიდან სულ მაქვს.


ცისქვეშეთის სამართალი

ცისქვეშეთის სამართალი დაიქცა,
რაკი მავანს შევღაღადებთ, როგორც ღმერთს,
თუკი სულის სამყოფელი არის ცა,
მაშინ რაღა მუღამი აქვს ჯოჯოხეთს?

იმ ქვეყანას მეც წავიღებ წერილს და
იმქვეყნიურს ჩავაბარებ ადრესატს,
არ იფიქროთ ვჩქარობ, თითქო წელს მინდა,
მე იქ მინდა, მხნედ ვიყავი ადრეც სად.

არ იფიქროთ გამამწესოს ჯოჯოხეთს,
ავეტუზო მისადგომებს სამოთხის,
არას შევთხოვ აქ ძირს მავანს როგორც ღმერთს,
თუმც ცოდვები იმდენი მაქვს, რა მოსთვლის.



1
7
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
7
  
2015, 28 მაისი, 17:57
ბატონო გუჯა თქვენს გამოქვეყნებულ სტატიებს აუცილებლად დაადეთ სურათი
0 1 1