x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ვარსკვლავები, რომელთა კარიერაც დასრულდა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ

პლასტიკური ოპერაცია დღეს საკმაოდ გავრცელებულ პროცედურას წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ ცნობილი ადამიანები, უმეტესად გაახალგაზრდავების მიზნით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ყოველთვის შედეგიანი არ აღმოჩნდება ხოლმე, რისი დასტურიც არის კინოვარსკვლავები, რომლებმაც ქირურგიული ჩარების შედეგად ფაქტიურად გაინადგურეს კარიერა.


1. მელანი გრიფიტი
image

მელანი გრიფიტი 90-იან წლებში კინოს სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა და ამის მიზეზიც არსებობდა: ბუნებრივად ქერა თმა, სახის სასიამოვნო ნაკვთები, დასამახსოვრებელი გარეგნობა და მშვენიერი ფიგურა - ყველაფერი ეს ერთმანეთს ერწყმოდა და პოპულარულ მსახიობს ჰოლივუდის პროდიუსერებისგან მიწვევა არ აკლდა. "ლოლიტა", "საქმიანი ქალი", "გოგონა ველური დასავლეთიდან" და კიდევ უამრავი ფილმი ამ მშვენიერი ქალბატონის მონაწილეობით. მაგრამ მსახიობმა გადაწყვიტა არ დამორჩილებოდა წლებს და შეიძლება ითქვას, ნარკოტიკივით მიეძალა ბოტოქსს. შედეგად კი მიიღო შეცვლილი სახე, რომელსაც თითქმის აღარ აქვს მიმიკის უნარი და რაც მთავარია, შეწყდა პროდიუსერებისგან მთავარ როლებზე მიპატიჟება. დღეს მას მხოლოდ ეპიზოდურ როლებში იღებენ.


2. მეგ რაიანი
image
ოდესღაც მშვენიერმა მეგ რაიანმაც ("კეიტი და ლეო, "ანგელოზთა ქალაქი") ასევე პლასტიკური ქირურგიის საშუალებით ბრძლა გამოუცხადა ასაკს. მაგრამ ამ ბრძოლაში თვითონვე დამარცხდა და დარჩა მხოლოდ არაბუნებრივად გაბერილი ლოყები, ბოტოქსით გადატკეცილი ტუჩები და...აღარავითარი შეთავაზება კინოში გადაღებაზე.


3. ჯენიფერ გრეი
image
"ბინძური ცეკვების" ცარსკვლავმა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ უშნო ცხვირი ჰქონდა და რინოპლასტიკას მიმართა. ვერ ვიტყვით, რომ ამან მსახიობის გარეგნობა დააუშნოვა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამის შემდეგ რეჟისორებმა და სცენარისტებმა უკვე გაკეთებული შეთავაზებებიც კი უკან წაიღეს.


4. ემანუელ ბეარი
image
ემანუელ ბეარი, რომელიც ცნობილი გახდა ფილმიდან "ფრანგი ქალი". ახალგაზრდობაში დასტური იყო იმისა, რომ არასწორი სახის ნაკვთების მქონე გოგოც კი შეიძლება იყოს ლამაზი, მომხიბვლელი და კარგად გამოიყურებოდეს ეკრანზე. მაგრამ, როგორც ჩანს, თავად მსახიობი ამაში ვერ დარწმუბდა და ამიტომ გადაწყვიტა პლასტიკური ქირურგიისთვის მიემართა. თუმცა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო: მისი გარეგნობა ისეთი ჩვეულებრივი გახდა, რომ პროდიუსერებსა და რეჟისორებს აღარ დააინტერესა.


5. რენე ზელვეგერი
image
ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც პუბლიკამ სასიამოვო შესახედაობის სავსე ფორმებიან ქალბატონად გაიცნო, დღეს შეიძლება ითქვას "ძვალი და ტყავიღაა დარჩენილი". მართალია, თავად მსახიობი პლასტიკური ოპერაციის ჩატარებას არ ნანობს და თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მისი კინოკარიერა უკვე ეჭვქვეშ დგას. ამის მიზეზი კი ძალიან ბანალურია: მისი გარეგნობა ახლა უკვე ზედმეტად სტანდარტული გახდა.


6. ლარა ფლინ ბოილი
image

ვარსკვლავი, რომელიც ფართო პუბლიკამ სერიალ "ტვინ პიკსიდან" გაიცნო, ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ გოგონად ითვლებოდა. დღეს კი, სამწუხაროდ, ახალგაზრდობის დასაბრუნებლად ჩატარებული პლასტიკური ოპერაციებისა და ალკოჰოლისადმი მისწრაფების გამო, იგი პაპარაცებისგანაც კი მალავს სახეს, რომ აღარაფერი ვთქვათ კინოში მოღვაწეობაზე.


2
706
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
706
  
2015, 28 მაისი, 18:28
გმადლობ:)
2015, 28 მაისი, 17:38
გავაზიარე
0 1 2