x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
კამეჩების აგრესიის გამო შიშისაგან "თავზარდაცემულმა მეფემ" თავს ხეზე აძრომით უშველა.

image აფრიკაში კერძოდ კი კენიაში არსებობს ნაკრძალები, სადაც ველურ პირობებში ცხოვრობს სხვადასხვა პოპულაცია. ასეთი ადგილები იზიდავს ტურისტებს და განსაკუთრებით ფოტოგრაფებს, რომლებიც ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას, რათა აღბეჭდონ კურიოზული ან რაიმეთი განსაკუთრებული შემთხვევა.
ერთერთ ასეთ კურიოზზე მინდა მოგითხროთ, რომელიც კენიის ყველაზე ცნობილ ნაკრძალში კერძოდ კი "მასაი–მარას" ნაკრძალში მოხდა.
ცნობილი ფაქტია, რომ ნაკრძალში გარეული ცხოველები ერიდებიან სხვების "საზღვრების" გადალახვას, მაგრამ საკვების საშოვნელად წასულ ცხოველებს ხშირად უწევთ "საზღვრის" გადალახვა და ასეთ დროს ხშირად ხდება კონფლიქტები "აგრესორსა" და ადგილობრივს შორის.
ამ სტატიაში კი საუბარია ცხოველთა "მეფეზე"–ლომზე, რომელსაც ძალზე სახალისო კურიოზი შეემთხვა.
ცნობილი ფაქტია, ლომი და გარეული კამეჩი ასე ვთქვათ "დაუძინებელი" მტრებია. ამ შემთხვევაშიც ლომმა საკვების ძიებაში გადალახა გარეული კამეჩების "საზღვარი", რასაც კამეჩების მხრიდან მყისიერი აგრესიული რეაქცია მოჰყვა და " მეფე" იძულებული გახდა ალყიდან გასასვლელად და სიცოცხლის გადასარჩენად, არც მეტი და არც ნაკლები ხეზე ამძვრალიყო.
მოგეხსენებათ ლომი კატისებრთა ოჯახის წევრია და შიშით "თავზარდაცემულმა" ლომმაც არ დააყოვნა და პატარა "მოძმის" მსგავსად სწრაფად აძვრა ხეზე. აძვრა და ისე ჩაეფხაუჭა ხეს ვფიქრობ მის დანახვაზე ბევრსაც იმხიარულებთ.
გარეული კამეჩების წასვლამდე "ნირწამხდარ მეფეს" ხიდან ფეხი არ მოუცვლია. როგორც კი მოშორდნენ ხეს კამეჩები, ლომი ჩამოხტა, მაგრამ "მტრები" დაედევნენ და საბრალო"მეფემ" თავს გაქცევით უშველა, თუმცა ამჯერად ხეზე არ ამძვრალა არამედ საკუთარი ტერიტორიისაკენ "მოკურცხლა".
გთავაზობთ სურათების კოლაჟს აღნიშნული შემთხვევის ადგილიდან.
imageimageimageimageimage



3
446
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
446
  
2015, 27 მაისი, 20:33
"შეულახეს იმიკჯი". :)))
2015, 27 მაისი, 20:22
ჰჰაჰაჰ რა კაცია :დ
0 1 3