x
image
Lady in blue
ზურაბ ჯაფარიძე ენმ-დან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

image"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე, პარტიიდან მისი და მისი კოლეგების წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას

მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ
პოლიტიკური გაერთიანება 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა', საპარლამენტო
ფრაქცია ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ და ყველა თანამდებობა, რომელიც
გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის
ფორმალურად გაფორმება
ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც
ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც
პოლიტიკური მოწინააღმდეგე
მეტიც,
თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით
გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის
მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და
ეკონომიკურ წინსვლას
მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი
გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად
უადგილო განცხადებები ‘უპასუხისმგებლობასა’ და ‘წნეხის ვერ გაძლებასთან’
დაკავშირებით
ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით" - წერს ჯაფარიძე


1
197
5-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
197
  
2015, 27 მაისი, 12:57
როდის მოგვსორდებიან ესენი,სისხლის მწოველები...ოცნებას რა უთხრა ამატ რო კიდე ალაპარაკებს....ხალხს არ გვისმენენ,ამერიკელებს უფრო უსმენს ჩვენი მთავრობა...ამერიკელები კი მათ უფლებას არ ადზლევს რო ნაცები დაიჩირონ...
0 1 1