x
image
ათასი
ევროვიზია 2015-ის შედეგები: გაგარინას ცრემლები და ''რრა-პა-პა'' ბელგიისგან.
imageევროვიზიამ თავისი 60 წლის იუბილე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში აღნიშნა.

ევროვიზიის გამარჯვებული შვედი მონს ზელმერლევი გახდა, რომელმაც სიმღერა "Heroes" იმღერა. შვედმა მომღერალმა თავისი გამარჯვების შესახებ იცოდა, რადგანაც გაგარინას გაასწრო ხმების რაოდენობაში.

რუსი მომღერალი პოლინა გაგარინა წარსდგა "A Million Voices" სიმღერით. პრესაში მან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კაბასთან დაკავშირებით, რომლითაც მან თითქოს ჯენოფერ ლოპესს მიბაძა.
აჟიოტაჟის ჩახშობის შემდეგ, პოლინამ კვლავ გააოცა პუბლიკა, რადგანაც გაეცნო ევროვიზიის 2014 წლის სეზონის გამაჯვებულ კონჩიტა ვურსტს და კოლეგას აკოცა კიდეც. ამ საქციელმა გამოიწვია რუსების აგრესია, რომლებიც ''წვერებიან ქალის'' წინააღმდეგ არიან განწყობილნი. მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქიც კი წარსდგა პოლინას გამარჯვების წინააღმდეგ.


"ბრინჯაო" კი მიიღო იტალიის გამოჩენილმა და ახალგაზრდა მომღერლების ტრიომ. ბიჭებმა გვიმღერეს "Grande Amore".



მეოთხე ადგილი დაიკავა მომღერალმა ბელგიიდან, ლოიკ ნოტეტმა შეგვისრულა შემდეგი კომპოზიცია"Rhythm inside", თავისი ''რრრა-პა-პა''-თი კი რუსულენოვანი ინტერნეტი '' ააფეთქა''.




მეხუთე ადგილი კი ერგო ავსტრალიელ შემსრულებელ გაი სებასტიანს, რომელმაც შეგვისტულა "Tonight Again". ავსტრალია, რომელიც არ ეკუთვნის ევროპის ნაწილს, პირველად იღებდა მონაწილეობას ევროვიზიაში. ამის მიუხედავად, სებასტიანმა ევროპელებისგან სითბო დაინახა.



ფინალში 27 ქვეყანა იყო წარდგენილი. აქედან 10 ქვეყანა პირველ ნახევარფინალიდან გავიდა, და კიდევ 10 მეორე ნახევარფინალიდან. რაც შეეხება დანარჩენ 7 ქვეყანას, ისინი არჩევის გარეშე გაიყვანეს ფინალში. მათ შორის, ავსტრია, როგორც წინა წლის გამარჯვებული არჩევის გარეშე გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ნინა სუბლატი იყო ევროვიზიის ერთ-ერთი ფავორიტი, მაგრამ, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს პრობლემა, რომელის გამო ის 10-ში ვერ შევიდა, ალბათ გეცოდინებათ. არ დაწყდეს გული ნინას, ის მაინც ჩვენი გამარჯვებულია და ყველა ვუჭერთ მხარს!

ნინა ევროპის წინ წარსდგა სიმღერით ''Warrior'', რომელიც ყველა მებრძოლ ქალს ეძღვნება!



0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:ათასი
ათასი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0