x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნანატრი წარმატება-ნინა სუბლატი "ევროვიზია 2015"-ის ფინალში გადავიდა (+ვიდეო)

image
მომღერალი ნინა სუბლატი საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო. ნინამ პროექტიც მოიგო და ხალხის სიყვარულიც დაიმსახურა.

ნინა წელს საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს. დღეს ნახევარფინალი გახლდათ, რომელიც ნინამ წარმატებით დასძლია. უკვე რამდენიმე წელია საქართველო კონკურსის ფინალს მიღმა რჩებოდა, წელს კი ყველაფერი შეიცვალა. ნინა ბევრ გამოკითხვაში ლიდერობდა და კონკურსანტებიც მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ, რაც წარმატების იმედებს გვინერგავს. მომღერალი კონკურსის ყველაზე ლამაზ მონაწილედაც დასახელდა. ნინა კონკურსზე საკუთარი სიმღერით "Warrior" წარსდგა. კაბის დიზანიც თავად შექმნა, რაშიც დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე დაეხმარა. "ჩემთვის ევროვიზია მხოლოდ საქართველოს წარდგენა არ არის. ეს არის ჩემი, როგორც არტისტის, კომპოზიტორის და მომღერლის წარდგენა. ამიტომ ის ფაქტი, რომ საკუთარი სიმღერით გავდივარ ბევრად მნიშვნელოვანია"-ამტკიცებდა ნინა.

"ვალდებულებაა, რომ ეს პოსტი ყველამ დააშეაროს ვისაც საქართველო ოდნავ მაინც უყვარს და თუ საქართველო არა მაშინ მე და აი! მოგვიახლოვდა ეს დღე, რომელსაც ასე ელოდით და მეც გელოდებით თქვენ, იმიტომ რომ, თუ არ იქნება თქვენი მხარდაჭერა, არ იქნება საქართველო ევროვიზიაზე! დღეს იმართება პირველი ნახევარფინალი, რომელსაც მე, ნინა სუბლატი, მე-16 ნომრით დავხურავ. ვეცდები მარტივად აგიხსნათ ის წესები, რომლებიც დაგეხმარებათ ხმის მიცემის ინფორმაციის გაგებაში. მოკლედ: ქართველო ემიგრანტებო!!! ევროვიზიის კონკურსს აუცილებლად უნდა უყუროთ იმ ქვეყნის სამაუწყებლოზე, რომელშიც იმყოფებით!!! დაივიწყეთ პირველი არხი, რადგან ყველა ქვეყანაში ცხადდება სხვა და სხვა ხმის მისაცემი კოდი და თუ მაგალითად მე ვარ საბერძნეთში, ვუყურებ პირველ არხს და პირველი არხის ნაჩვენები კოდით ვამესიჯებ, ჩემი ხმა გაბათილებულია! ასე რომ, იყავით ყურადღებით! როგორც ვთქვით: უყურეთ იმ ქვეყნის არზს, რომელშიც იმყოფებით და ისარგებლეთ მათ მიერ ნაჩვენები კოდით! კოდი ანუ ხმის მისაცო ნომერი ჯერ ცნობილი არ არის და ის მხოლოდ კონცერტის მსვლელობის დროს გამოცხადდება! კონცერტის დაწყების დრო ყველგან სხვა და სხვაა დროის სარტყელის გამო თორე კონცერტი პირდაპირი ჩვენებაა! საქართველოში საღამოს თერთმერზეა, ავსრტიაში საღამოს 8 ზე, მოკლედ ეგეც იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომელშიც იმყოფებით. ახლა უშუალოდ ხმის მიცემა: დღევანდელ კონცერტზე, ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ 20 ქვეყანას! ეს ინფორმაცია მოცემულია ფოტოზე და გთხოვთ კარგად გადახედეთ. ფინალში გადასვლის შემთხვევაში ხმის მიცემას შეძლებს 40ვე მონაწილე ქვეყანა. თითო ნომრიდან ანუ თითო სიმ ბარათიდან შეგიძლიათ გააგზავნოთ 20 ესემესი ან 20 ზარი! ანუ სულ ერთ ნომერს 20 ხმის მიცემა შეუძლია! ხმის მისაცემად მოცემულია კონცერტის, ანუ ჩემი გამოსვლის დასრულების შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 15 წუთი და პირადი გამოცდილებით გირჩევთ: ვინც ხმის მოცემას აპირებს, რეკვა ან დამესიჯება დაიწყეთ დროის ათვლისთანავე! არ დაელოდოთ ბოლო წამებს!!! მგონი სულ ეს არის. თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, კითხვა დასვით კომენტარებში და ვეცდები გიპასუხოთ. იმედია ყველა მზადყოფნაშია და იმედია, რომ ის დიდი შრომა, რაც ჩავდე ამ ნომრის მომზადებაში და საქართველოს ღირსსეულად წარსდგენაში, წყალში არ ჩამეყრება და მართლა მისცემთ ხმას თქვენს ქვეყანას smile emoticon გელოდებით დღეს საღამოს! საქართველოში გადართეთ პირველ არხზე!23:00 საათზე დაიწყება შოუ, რომლითაც ყველა იამაყებთ! არ დაგავიწყდეთ და სვეწკობა და კაი ტიპობა არ დაიწყოთ არავინ: წაიკითხე - დააშეარე ეგრევე! სიყვარულით ნინა"-წერდა მომღერალი კონკურსამდე რამდენიმე საათით ადრე.

საქართველო ფინალშია, იმედია კონკურსის ფინალი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. imageimage

0
59
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0