x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
უბრალო საუბრები

image ღამის ორის ნახევარია გაურკვეველ ხასიათზე ვარ არვიცი რა მინდა ვფურცლავ ქართველ პოეტებს, მწერლებს ვიღებ თაბახებს ვიწყებ წერას ვწყვეტ ვიღებ ტელეფონს და გწერ გეფერები როგორც შემიძლია აქ, რომ მყავდე არცერთი წიგნი არ გამახსენდებოდა არცერთი ლექსი მხოლოდ შენი წაკითხვა დაზეპირება და მოყოლა მომინდებოდა, ორ დღეში შუალედური გამოცდები მეწყება ფილოსოფიას ვაკონსპექტებდი ეგეც შევწყვიტე, ვუმზერ არარსებულ დღეებს ვფიქრობ იმაზე რაც ჯერ არყოფილა და შესაძლოა არც იყოს რა ამაოდ ვკარგავ დროს არაფრის ხალისი არმაქვს ცარიელ ქვაბს ვგავარ ფერგაცლილი ვარ წარსულიც უინტერესოა აწყმოც და მომავალიც ცხოვრებას ავცდი, სხვანაირად მაქვს გოგრა მოწყობილი . მე და ჩემი რეალობა ურთიერთ შეუთავსებელნი გამოვდექით . აქ რამინდა რატომ არ მაქვს ძალა განვუდგე ყველას და ჩემი თავი ვიპოვო რატომ ვითვალისწინებ ყოველთვის ყველას აზრს ხოლო ჩემსას მტვვრიან თაროზე ვაგდებ .მსოფლიო სისტემის მონა ვარ, სტერეოტიპების, კანონების იდიოტობა ეს ყველაფერი . როგორც იკა იტყოდა ამათი ზედამხედველი დედა ვატირე, წურვილიც ვერ მომიკლავს ამათი ნებართვის გარეშე, ყველაფერი სისტემისგანა სისტემისთვის და სისტემის ნებაზე .მონობა არგაუქმებულა იმ შავკანიანებს ვგავართ მონებად, რომ იბადებოდნენ და პროტესტის გრძნობაც არგააჩნდათ . მე ყელში მაქვს ეს ყველაფერი , ამათი გემოვნებით ჩაცმა, ჭამა, სწავლა, წერა და სიარული, გავარტყი ასეთ მსოფლიოს, ამათ მსოფლიოს ამათ მილიონებს, ერთი დაყუდებული მძოვარი დევრი სჯობს მთელ ამათ ცხოვრებას, მისი ერთი საათი მირჩევნია . არშემიძლია მსოფლიოს სულის მიღება, მეკითხებიან გაოცებულები რატომ ან როგორ ვარ ასეთ ძველმოდური ხან ახალმოდურიც, როგორ შემიძლია ყველაფერზე უარის თქმა რატომ მკიდია ცალფეხზე კარიერა და პოპულარობა, ვერაფერს ვპასუხობ ალბათ იმიტომ, რომ სხვანაირად არგამომდის ლექსებსაც ამიტომ ვწერ, სამშობლოც ამიტომ მტკივა . ზის ეშმაკი გასუსული ჩემს მაგდასთან და ზიზღნარევ მზერას მილაწუნებს ორთავ ყვრიმალში სხვა რა საქმე აქვს ამასაც შუალედურები არქონდეს დასაწერი . მიმიფურთხებია ყველა კანონისთვის რომელიც სიყვარულს მაშორებს ყველანაირი წეს წყობილებისთის და მსოფ მხედველობისთვის თავად სიყვარულისთვისაც მიმიფურთხებია რომელმაც უმთავრესი უანგარობა დაკარგა და თავგანწირვა დაკარგა . ამ საუკუნის პრაგმატული დედა ვატირე თოვლიც კი აღარავის უხარია თოვლჭყაპტებაო, გათხოვება კარიერის მოწყობაში მიშლის ხელსო, გრძელი ლექსები მოსაბეზრებელიაო, წვიმა ატალახიანებსო . ეჰ ყველაზე მეტად ოჯახში გამიმართლა ისინი რომ არიყვნენ ასეთები აქამდე ათასჯერ მოვიკლავდი თავს, მიუხედავად იმისა რომ ისნიც პრაგმატულები და რაღაც თვალსაზრისით სისტემის მონები არიან საშჭირო მომენტში ყოელთვის სწორად იქცევიან . დედაჩემს უკეთ ესმის ჩემი ისიც ხვდება რომ გოგრა სხვანაირად მაქვს მოწყობილი, მაგრამ მამაჩემი ყოველთვის მეტად მიდგას გვერში კაცია მაინც, შეიძლება არესმოდეს რას რატომ ვაკეთებ მაგრამ არასდროს მღალატობს, როცა მჭირდება ჩემი ოჯახი კლდეა რომელზეც ვდგავარ . ჩემი ოჯახი არვიცი ღირს თუ არა დავწერო მასზე ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ, ყველაზე მეტად ესმის ჩემი . მტკივარ და ვახარებ ვინც საკუთარი ხორციც და სულიც გაწირა ჩემს გადასარჩენად, ვინც ჩემთვის მოკვდა და აღსდგა, ვინც მიყვარს, ვინც მიყვარ, ვინც მიყვარს... შენზე მეუბებიან, რომ არარსებობ უკვირთ როდესაც ვამბობ, რომ გიცნობ, რომ გგრძნობ, რომ გესაუბრები ეშინიათ შენი არსებობის შენი სიწმინდის და სიყვარულის ეშინიათ . ეს ღამეც შენია ჩემი სიცოცხლეც და ცხოვრებაც არაფერი მინდა შენს გარეშე არავინ მიყვარხარ იესო !

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანო ჯაიანი
ნანო ჯაიანი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0