x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
მარიამ როინიშვილის მორიგი დიდი წარმატება
image
მარიამ როინიშვილი პოპულარული ქართველი მომღერალი გახლავთ. ცნობადი ოჯახის შვილია, დედამისი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გახლავთ, მამა კი მსახიობი გია როინიშვილი. შვილებმაც მშობლების პროფესია აირჩიეს, მარიამის უმცროსი ძმა კოკო მსახიობია, თავად მარიმი კი ოპერის მომღერალი. გოგონა შოუბიზნესის წარმომადგენლებისგან განსხვავებით საოცარი მოზომილობით გამოირჩევა, შესაბამისად სკანდალებშიც არ ეხვევა.

მარიამის პროფესიულ ცხოვებაში ახლი ეტაპი დაიწყო. ის უკვე სანტა ჩეჩილიას აკდემიის სტუდენტია. მომღერალი იტალიაში სასწავლებლად წასვლას კარგა ხანია გეგმავს. გამგზავრება პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო ერთხელ უკვე გადადო. დღეს მომღერალი უკვე იტალიაში იმყოფება და მეგობრეისა, თუ გულშემატკივრებისაგან მილოცვებსაც იღებს. image

"რომში ვართ ერთი თვით. უკვე ყველაფრის თქმის მეშინია... მეშინია ვინმე არ გავაღიზიანო ამ ინფორმაციით, (ჩვენ ხომ აღარაფერი გვახარებს, რაც ერთმანეთის წარმატებას ეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ვისაც აქ გხედავთ დარწმუნებული ვარ გაგახარებთ ქართველების წარმატება) მაგრამ მაინც უნდა გაგიზიაროთ ჩემი განწყობა. რთული დღე იყო: მარიამმა სანტა ჩეცილიას აკადემიაში ძალიან დაძაბულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, 13 სტუდენტი აიყვანეს და ორი მათ შორის ქართველია. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი სალომე ჯიქია და მარიამი"-წერდა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მარიამ როინიშვილი დაქორწინებული გახლდათ მსახიობ გიორგი მახარაძეზე. სამწუხაროდ ურთიერთობამ მხოლოდ რამდენიმე წელს გასტანა, წყვილი დაშორდა. მათ ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, პატარა ელენე ჰყავთ.


ვუსურვოთ მარიამს წარმატებები...imageimage

1
668
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
668
  
2015, 6 მაისი, 17:50
წარმატებები ჩემო უსაყვარლესო
0 1 1