x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134584
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
,,სოფო ნიჟარაძემ ჩემი მუსიკა ვერ აღიქვა'' - ლიკა შუბითიძე პირველ კომენტარს აკეთებს

რუსთავი2-ის ეთერში ამერიკული პროექტის ანალოგის, X ფაქტორის მეორე სეზონი უკვე მეორე ეტაპზეა. გუშინ ეთერში გავიდა ოთხი სკამის კონკურსი. სოფოს გოგონების კატეგორია შეხვდა, გიორგი გაბუნიას კი ბიჭების. გიორგი გაბუნიამ თავის კატეგორიიდან დიმა კობეშავიძე, გურამ საყვარელიძე, გიორგი ნაკაშიძე, რეზი ქარცივაძე შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. სოფო ნიჟარაძემ კი მოულოდნელად ყველასათვის ცნობილი მომღერალი ლიკა შუბითიძე სკამიდამ ააყენა. ამის შემდეგ ლიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო სოფო ნიჟარაძეს მისი მუსიკა ვერ გაეგო. გუშინ კი მან თავის “ფეისბუკ'' გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: როგორც უკვე ყველამ ნახეთ, მე გამოვეთიშე რუსთავი 2-ის X Factor-ის
პროექტს. ამ პროექტზე კომენტარს საჭიროდ არ ჩავთვლიდი, რომ არა ის კითხვა,
რომელიც არაერთ ჩემს მსმენელს გაუჩნდა და რომელზე პასუხის გაცემაც
აუცილებლად მიმაჩნია.
რატომ აღმოვჩნდი ამ პროექტში? მითუმეტეს მაშინ,
როდესაც არც ახალბედა მომღერალი ვარ და ჩემთვის ეს პერიოდი ისეთი იყო,
წესით ამის დრო არც უნდა მქონოდა.
მე დავთანხმდი რუსთავი 2-ის შემოთავაზებას, მონაწილეობა მიმეღო საქართველოს X Factor-ში, რომლისთვისაც, პროექტის წარმომადგენლების თქმით, რეიტინგისა და პოპულარულობის ასამაღლებლად, მეტად სასარგებლო იქნებოდა ჩემი მონაწილეობა.
შესაძლოა, ეს თანხმობა ჩემი შეცდომა იყო. თუმცა, ჩემი ერთადერთი მიზანი
იყო, რომ შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება მიმეტანა ფართო
მსმენელამდე, რის საშუალებაც, სამწუხაროდ, არ მომეცა.
მიუხედავად ამ
ყველაფრისა, უდიდესი სტიმული და მხარდაჭერა მივიღე ჩემი მსმენელებისაგან,
რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას სათითაოდ.
მე დაგიბრუნებთ იმ სიყვარულს, რაც თქვენგან მივიღე! image

2
229
11-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
229
  
2015, 5 მაისი, 22:49
გაიხარე მეგობარო!
2015, 5 მაისი, 18:45
გავაზიარე
0 1 2