x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქართული მითიური არსებები
ბავშობაში ალბათ ყველას გაგვიგონია ამბები საშინელ არსებებზე, როგორებიც არიან ჭინკები და სხვა ავსულები.უფროსების ფანტაზიის ნაყოფი, პატარების შესაშინებლად, თუ საზარელი რეალობა, ეს თქვენი გადასაწყვეტია ხოლო ახლა განვიხილოთ 3 მათგანი, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ ქართულ მითოლოგიაში.


1.ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაებაა.ზემო სამეგრელოსა და სვანეთის ტყეებში ადგილობრივი მცხოვრებლები ხშირად ხვდებიან მას.სიტყვა ოჩოკოჩი იშიფრება, როგორც ოჩო - საზარელი შესახედავი და კოჩი - კაცი.მას გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან. ოჩოკოჩს სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), ხოლო მეორე კი ადამიანის მსგავსი აქვს. მკერდზე ძალზე გრძელი თმები, თავზე ხუჭუჭა, გრუზა, შავი ფერის, აქა-იქ შეჭაღარავებული თმა, რომელიც ქმნის უჩვეულოდ დიდ, ბუნებრივი ქუდის ფორმას. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც მოწინააღმდეგეებს ამარცხებს. ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია ის მხოლოდ ბურტყუნებს, წკმუტუნებს, ან იცინის.თუ ვინმე დაუძახებს, ან ლაპარაკს დაუწყებს, ეცემა და ჩხუბს დაუწყებს.ის უზარმაზარი ძალის პატრონია და უჩვეულოდ ჩხუბობს. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.


image


2.ტყაშმაფა — ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი.მისი სახელი გაიშიფრება, როგორც ტყის დედოფალი, მეფე.ავ სულთა სამეფოში, ოჩოკოჩის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს. ტანით ჩვეულებრივი ქალის ოდენაა და ფიზიკური ღონით ოჩოკოჩს, რა თქმა უნდა, ვერ დაუტოლდება. არაჩვეულებრივი სილამაზისაა, უმტვერო თოვლის მსგავსი თეთრი ტანი აქვს.შავი და გრძელი თმა კოჭებამდე სცემს. დედიშობილა დადის.ჩვეულებრივ ტყაშმაფა ადამიანს ტყეში მიმავალ გზაზე ხვდება, ბნელ ღამეში. პირველი ნიშანი მისი გამოჩენისა არის მგზავრის მიერ ორიენტაციის დაკარგვა. მგზავრს გზა ვერ გაუგნია, იწყებს ტყეში უგზო-უკვლო ხეტიალს, თანდათან შეიპყრობს შიში უბედურების მოლოდინში. ბოლოს, მის წინაშე გამოჩნდება ტყაშმაფა, რომელიც ელვასებრ ანათებს ღამის წყვდიადს თავისი სხეულის შუქმფენარობით, თუ გზადაკარგული ახალგაზრდა კაცია, ტყაშმაფა დროებით თვს შეიკავებს თავისი ავი განზრახვები გამოაჩინოს. ცდილობს შემაცდენელი
ტანის მიმოხვრა გამოიჩინოს, თავის მსხვერპლს ვნება აუღელვოს და ზევით იშვერს ორივე ხელს გამართული თითებით: დამთანმხდი ჩემთან ცოლ-ქმრული კავშირი დაიჭირო იმდენ წელიწადს, რამდენი თითიც ორივე ხელზე მაქვს, ე. ი. 10 წელიწადსო. კაცმა ტყაშმაფას პასუხი მიმიკით უნდა გასცეს, ხმის ამოუღებლად, რადგან ტყის მეფესთნ დალაპარაკებას ჭკუაზე შეშლა მოჰყვება. ამიტომ მამაკაცმა ასეთ მომხიბვლელ წინადადებას პასუხად უნდა აჩვენოს მხოლოდ ერთი თითი და ამით გააგებინოს, რომ შენთან მხოლოდ ერთ წელიწადს ვიცხოვრებ ცოლ-ქმრული დაკავშირებითო.
სულ უარის თქმას მოჰყვება ლამაზი არსების წყრომა, რაც გამოიხატება იმით, რომ მგზავრს ტყაშმაფა უღმერთოდ სცემს და ჭკუაზეც შეშლის. ის ერთ წელიწადს უკლებს და ათი თითის მაგიერ უჩვენებს ცხრას, მამაკაცმა ფეხი არ უნდა მოიცვალოს. ტყაშმაფა რომ დაატყობს ვერ შევაცდენო, თანდათან უკლებს და ჩამოდის ერთ წლამდე.
ამგვარად, ტყის მეფე და მამაკაცი პირობას დასდებენ, რომ ერთმანეთთან ერთის წყლის განმავლობაში იცხოვრონ. თუ მამაკაცი ცოლიანია, ერთი წლის განმავლობაში ცოლთან ცოლ-ქმრულ კავშირზე ხელი უნდა აიღოს. საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში ტყაშმაფა მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს.


image



3.ჭინკა — ხალხის წარმოდგენაში ბავშვის ტანისაა.ის დაახლოებით სკანდინავიური ტროლების, გერმანული გნომების, ასევე მორმოლიკების და ემპუსას რანგის მაცდურებია, საშიშნი სიმრავლითა და სიავით. ჭინკები ტყეში ცხოვრობენ. ადამიანს გზის პირას დახვდებიან და სახელს დაუძეხებენ.
ჭინკა ადამიანს იმასაც ეტყვის თუ სად მიდის იგი, გულში რას ფიქრობს და ჯიბეში რა უდევს. თუ ადამიანი სახლში მარტოხელა დაიგულა, ჭინკა სახლშიაც შევა, მიუჯდება კერას და ადამიანს ესაუბრება. მაგრამ მას ცეცხლის ეშინია და თუ ვინმემ მუგუზალი მოუქნია, მაშინვე გაიქცევა. ხალხის რწმენით, მას ხშირ შემთხვევაში არც ვნება შეუძლია და არც სარგებლობის მოტანა მაგრამ იშვიათად ისინი ის მშვენივრად მიბაძავენ ბავშვის ტირილს, ტყეში მიმავალ კაცს ეგონება, რომ ბავშვი დაკარგულა და როდეასც ძებნას დაუწყებს წააწყდება ჭინკების მთელ გროვას, რომლებიც მისცვივდებიან და მოუნდომებენ ცემას და ჭკუაზე შეშლას. მაგრამ იმასაც გვიამბობენ, რომ ერთ ასეთ ბრძოლაში, გამარჯვებული ადამიანი გამოსულა, ერთი მათგანი დაუჭერია, შინ წამოუყვანია, მოუშინაურებია და მოსამსახურედ გაუხდია.


imageimage
გაგრძელება იქნება...






5
1148
9-ს მოსწონს
ავტორი:სოსო გურგენიძე
სოსო გურგენიძე
1148
  
2016, 17 ნოემბერი, 13:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 27 აგვისტო, 19:34
ოჩო კოჩი თხა-კაცს ნიშნავს საზარელ კაცს არა, საინტერესოა! მოვიწონებ.
2015, 7 მაისი, 15:25
როდის იქნება გაგრძელება?:D
2015, 5 მაისი, 20:45
საინტერესოა 33
0 1 5