x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83574
  • ვიდეო:334389
  • სურათი:441503
ყველაზე ძვირადღირებული ძვირფასი ქვები დედამიწაზე

ბევრი ადამიანი შეცდომით თვლის, რომ ყველაზე ძვირადღირებული ძვირფასი ქვა ბრილიანტია, თუმცა ჩვენს პლანეტაზე არსებობს სასარგებლო წიაღისეული, გაცილებით იშვიათი და ძვირადღირებული, ვიდრე ალმასი, საფირონი, ძოწი და ზურმუხტია. საერთოდ, ქვის ფასი განპირობებულია მისი იშვიათობით, მასზე მოთხოვნილებით და რა თქმა უნდა, სილამაზით. ამ პოსტში მინდა გიამბოთ პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ ძვირფას ქვებზე, თუმცა მინდა გითხათ, რომ ქვემოთმოყვანილი ფასები პირობითია და ცალკეულ შეთხვევებში ამა თუ იმ ძვირფასი ქვისაგან დამზადებული სამკაულის ფასი შესაძლებელია გაცილებით მეტი იყოს, მით უმეტეს, თუ საუბარია უნიკალურ, რარიტეტულ ნივთებზე.


image


ერემეევიტი


image

ერემეევიტი - იშვიათი ძვირფასი ქვაა, რომელიც პირველად 1883 წელს აღმოაჩინეს ბაიკალის მხარეში. თავდაპირველად ის აქვამარინი ეგონათ მოლურჯო შეფერილობის გამო, თუმცა ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს სულ სხვა მინერალი იყო. შემდგომ უკვე აღმოჩენილი იქნა მისი მოყვითალო და უფერო ეგზემპლარებიც, თუმცა ლურჯი ერემეევიტი ბაზარზე მაინც ყველაზე ძვირი ღირს. სახელი ამ მინერალს რუსი მინერალოგის პავლე ერემეევის პატივსაცემად უწოდეს. ერთი კარატი ერემეევიტის ფასი 1500 დოლარია.



ცისფერი გრანატი


image


ცისფერი გრანატი-უიშვიათესი მინერალია, რომელიც პირველად 1990 წელს აღმოაჩინეს მადაგასკარზე. ქვის მთავარი ღირსება ისაა, რომ სინათლის შუქზე ლურჯი მინერალი იცვლის ფერს: დღის შუქზე ცისფერი გრანატი ლურჯ, ცისფერ და მწვანე ფერებში გადადის, ხოლო ხელოვნური განათების ფონზე წითელ ან ალისფერ შეფერილობას ღებულობს. დღესდღეობით ამ ძვირფასი ქვის ერთი კარატის ფასი 1500 ევროა.



შავი ოპალი


image

შავი ოპალი-ყველაზე ძვირფასია ოპალის ჯგუფის მინერალებიდან, რომელთაც ძირითადად ავსტრალიაში მოიპოვებენ. ამ ოპალის ფერები ვარირებს ნაცრისფერიდან შავამდე ცისარტყელად გარდამავალი ელფერებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირფასი ქვა დღეს ისე იშვიათად აღარ ითვლება, როგორც უწინ, ის მაინც საკმაოდ ძვირი ღირს. მაღალი ხარისხის ერთი კარატი შავი ოპალის ფასი 2000 დოლარამდეა.



დემანდოიტი


image

დემანდოიტი - მოყვითალო-მომწვანო ფერის ძვირფასი ქვაა გრანატის ჯგუფიდან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ კოლექციონერებისათვის იყო ცნობილი. ამ ძვირფასი ქვის ძირითადი საბადოები არის ირანში, პაკისტანში, რუსეთში, კენიასა და ტანზანიაში. მინერალის პოპულარობა წლითი-წლობით იზრდება, მასთან ერთად იზრდება მისი ფასიც: ერთი კარატი დემანტოიდის ფასი 2000 დოლარს აღწევს.



ტააფეიტი


image

ტააფეიტი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უიშვიათესი ქვაა. მას სახელი პირველაღმომჩენის - გრად ედუარდ ტააფეს გვარის მიხედვით უწოდეს, რომელმაც 1945 წელს მინერალების პარტიის შესყიდვისას მათში უცნაური ქვა აღმოაჩინა, რომელიც წინათ არასოდეს ენახა. ტააფეიტის ფერი შეიძლება იცვლებოდეს მკრთალი ვარდისფერიდან მუქ წითელ ფერამდე. დღეს ეს უნიკალური მინერალი მცირე რაოდენობით მოიპოვება შრი-ლანკასა და სამხრეთ ტანზანიაში. მაღალი ხარისხის ერთი კარატი ტააფეიტის ფასი 2500 დოლარია.



პუდრეტიტი


image

პუდრეტიტი - ვარდისფერი შეფერილობის იშვიათი მინერალია, რომელიც პირველად 1987 წელს აღმოაჩინეს კვებეკში (კანადა). სახელწოდება მან მიიღიო Poudrette-ის ოჯახის საპატივცემულოდ, რომელიც დღემდე ფლობს ამ მინერალის საბადოებს Mont Saint-Hilaire-ში, სადაც ის პირველად იქნა ნაპოვნი. ამ საბადომ, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში, სულ 300 სხვადასხვა ხარისხის ეგზემპლარი აჩუქა ძვირფასი ქვების მოყვარულებს. მაღალი ხარისხის პუდრეტიტის ფასი 3-დან 5 ათას დოლარამდე მერყეობს.



მუსგრავიტი


image

მუსგრავიტი - ტააფეიტის ახლო ნათესავია, რომელსაც ის ჰგავს გარეგნულად და ქიმიური აღნაგობით. პირველად ის აღმოჩენილი იქნა 1967 წელს ავსტრალიის ვაკეზე მუსგრეივ ერჯიში. მოგვიანებით მინერალის ნიმუშები იპოვეს გრენლანდიაში, ტანზანიაში, მადაგასკარსა და ასე განსაჯეთ, ყინულოვან ანტარქტიდაზეც კი. არსებობს რამოდენიმე ფერის მუსგრავიტი, თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება იისფერი და მწვანე ეგზემპლარები. იმის გამო, რომ ეს მინერალი საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს, მისი ფასიც შთამბეჭდავია: 3 ათასი დოლარიდან 6 ათას დოლარამდე.



ბენიტონიტი


image

ბენიტონიტი- ლურჯი ფერის ძვირფასი მინერალია, რომლის ერთადერთი საბადო სან ბენიტოს (კალიფორნია) ოლქში მდებარეობს, სადაც ის პირველად 1907 წელს იქნა ნაპოვნი. 1984 წელს ბენიტონიტი ოფიციალურად იქნა მიჩნეული აშშ-ის სახელმწიფო ძვირფას ქვად. მსოფლიო ბაზარზე ერთი კარატი ბენიტონიტის ფასი (სულ დღესდღეობით ნაპოვნია მხოლოდ ათი ასეთი ქვა) 4-6 ათას დოლარს აღწევს.



საფირი


image

საფირი - ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული საიუველირო ქვაა, რომელიც მინერალოგიაში კორუნდის სახელწოდებითაა ცნობილი. ძირითადად გვხვდება გაჯერებული ცისფერი ფერის, იშვიათად ვარდისფერი და ნარინჯისფერი ეგზემპლარები. ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლება ლურჯი ვარსკვლავისებური საფირი და ფადფარაჯა - ნარინჯისფერი და მოწითალო-ყვითელი ფერის ქვა. მაღალი ხარისხის საფირის ერთი კარატი 4-6 ათასი დოლარი ღირს.



ზურმუხტი


image

ზურმუხტი - მუქი-მწვანე ან ღია-მწვანე ფერის ძვირფასი ქვაა. ყველაზე დიდი რაოდენობით ის კოლუმბიაში მოიპოვება. მიუხედავად იმისა, რომ ზურმუხტი იშვიათ მინერალს არ წარმოადგენს, მისი ფასი მაინც კატასტროფულად დიდია და დღეისათვის საშუალოდ 8 ათას დოლარს შეადგენს ერთი კარატისათვის.



ბიქსბიტი


image

ბიქსბიტი - წითელი ფერის ბერილის იშვიათი სახესხვაობაა, რომელიც ბოლო ხანებამდე მხოლოდ კოლექციონერებისათვის იყო ცნობილი. ის მოიპოვება მხოლოდ და მხოლოდ იუტას შტატში და ნიუ-მექსიკოში. წითელი ბერილის შეძენა საკმაოდ ძნელია, რადგან მისი მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარი არსებობს და ისიც კოლექციონერების ხელშია. ერთი კარატი ბიქსბიტის ფასი 10-12 ათასი აშშ დოლარია.



ალექსანდრიტი


image

ალექსანდრიტი - საკმაოდ ცნობილი ძვირფასი ქვაა, რომელიც განთქმულია იმით, რომ შეუძლია ფერის შეცვლა. დღის შუქზე ის მოცისფრო-მომწვანოდან მოლურჯო-მომწვანო შეფერილობამდე გადადის, ხოლო ხელოვნური განათების შუქზე ღებულობს ვარდისფერ-ჟოლოსფერ ან იისფერ-წითელ ფერს. ალექსანდრიტის პირველი კრისტალები ნაპოვნი იქნა 1889 წლს ეკატერინბურგის ზურმუხტის საბადოზე. ამ ძვირფასი ქვის ფასი, მისი ხარისხისაგან დამოკიდებულებით, 10-15 ათას დოლარამდე მერყეობს.



პარაიბა- ცისფერი ტურმალინი


image


პარაიბა ანუ ცისფერი ტურმალინი - მოცისფერო-ზურმუხტისფერი ფერის ძალიან იშვიათი ულამაზესი კრისტალია, რომელიც პირველად 1987 წელს იპოვეს პარაიბას შტატში (ბრაზილია). ამ ძვირფას ქვას დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ერთ ადგილზე მოიპოვებდნენ, მაგრამ სულ ახლახან მინერალი მადაგასკარზე და მოზამბიკშიც იქნა ნაპოვნი. ბრაზილიური ტურმალინი ყველაზე ძვირფასად ითვლება და მისი ერთი კარატის ფასი 12-15 ათასი დოლარია.



ძოწი


image

ძოწი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვაა მსოფლიოში, რომელიც ცნობილია წითელი ფერის უამრავი ელფერის სახით: მუქი წითელი, იისფერი-წითელი, ღია-წითელი. გვხვდება ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. მისი იმპორტიორი ძირითადი ქვეყნებია: მიანმა, ტაილანდი, შრი-ლანკა. შეზღუდული რაოდენობა და არნახული პოპულარობა მას ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ქვად ხდის: ერთი კარატი ძოწის ფასი 15 ათას დოლარამდეა.



ალმასი


image

ალმასი - გავრცელებული მინერალია, რომელიც უკვე დიდი ხანია რჩება ყველაზე ძვირფას და სასურველ ქვად. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა ბრილიანტების (დაწახნაგებული ალმასი ) არაჩვეულებრივი პოპულარობაა. ყოველწლიურად იზრდება ამ ძვირფასი ქვისაგან დამზადებული ნაკეთობების რაოდენობა. მისი საბადოები ყველა კონტინენტზეა ანტარქტიდის გარდა. დღეისათვის იდეალურად დაწახნაგებული ბრილიანტის ერთი კარატი საშუალოდ იყიდება 15 ათას დოლარად.



ჟადეიტი (იმპერიალი)


image


ჟადეიტი - მწვანე ფერის მინერალია, რომელიც დიდ ხნის განმავლობაში ატარებდა პლანეტის ყველაზე იდუმალი ქვის სტატუსს. მისი ძირითადი საბადოები მდებარეობს ჩინეთში, იაპონიაში, მექსიკაში, გვატემალაში, მოზამბიკსა და აშშ-ში. ერთი კარატი ჟადეიტის ფასი მსოფლიო ბაზარზე 20 ათასი დოლარია.



ფადფარაჯა


image

ფადფარაჯა (თარგმანში ნიშნავს "ამომავალი მზის ფერს") - ეს მოვარდისფრო-ნარინჯისფერი საფირია, რომელსაც ისტორიულად მოიპოვებენ შრი-ლანკაზე, ინდონეზიაში, ტანზანიაში და მადაგასკარზე. დღისათვის შრი-ლანკაზე ეს მინერალი ფაქტიურად აღარ დარჩა და მას ღებულობენ მინერალ კორუნდის გახურებით საჭირო ტემპერატურამდე. უკანასკნელი კლასიკური (ბუნებრივი ) ფადფარაჯა გაყიდული იქნა შრი-ლანკაზე 20 წლის წინ 18 ათას დოლარად. ამჟამად ეს ქვა საკოლექციოდ ითვლება და მის ფასი 30 ათას დოლარამდე აღწევს.



წითელი ალმასი


image

წითელი ალმასი - ყველაზე ძვირადღირებული ძვირფასი ქვაა მსოფლიოში. კაცობრიობის ისტორიაში მისი მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარი იქნა ნაპოვნი და მათ უმეტესობას ძალიან მცირე წონა აქვს-საშუალოდ 0.5 კარატი. ნატურალური წითელი ალმასის ფერს მინერალოგები უწოდებენ ალისფერ-წითელს. ფერადი ალმასების ერთადერთი წარმოშობის ადგილი ავსტრალიაში მდებარე არგალისის საბადოა, სადაც ყოველწლიურად მხოლოდ რამოდენიმე ფერად ალმასს პოულობენ. 0, 1 კარატზე მეტი წონის მინერალი, როგორც წესი, მხოლოდ აუქციონზე იყიდება და მისი ერთი კარატის ფასი მილიონი დოლარია.


6
10794
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
10794
  
6 ივლისი, 14:51
Xametvisto stapilosferi sheileba iyosss
2015, 13 მაისი, 14:46
მადლობა:)
2015, 13 მაისი, 1:29
Am statiamde da kidev discaverize gadacema "game of stone"-is naxvamde warmodgena ar mqonda tu dzvirfasi qvebi amdeni saxis tu arsebobda. Kargi statiaa
2015, 11 მაისი, 15:47
ალმასი ხომ მომწონს და მომწონს, კიდევ ამ ქვებიდან ალექსანდრიტი მომწონს ძალიან.
2015, 11 მაისი, 15:44
ალმასი საოცრად ლამაზი და მბზინვარეა და აი ოპალი კი საკმაოდ უცნაური სილამაზის ქვაა
2015, 4 მაისი, 17:29
კარგია.....
0 1 6