x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508593
ტორტი ჰალვით "სლავიანკა" - უჩვეულო და გემრიელი დესერტი
image


"სლავიანკა" - ეს არის უგემრიელესი ტორტი, რომლის რეცეპტშიც გამოყენებულია ჰალვა. ეს ერთგვარი უჩვეულო ინგრედიენტია, განსაკუთრებით კრემში, თუმცა სწორედ ის განაპირობებს ამ დესერტის ორიგინალურობას და დაუვიწყარ გემოს.


ინგრედიეტები:



ბისკვიტისთვის:

შაქარი - 150 გ.

ფქვილი - 150 გ.

კვერცხი - 6 ცალი


კრემისთვის:

კარაქი 280 გ.

შესქელებული რძე 170 გ.

ჰალვა - 80 გ.

შაქრის პუდრი - 10 გ.

კვერცხი 1 ცალი

ვანილი - 1 ჩ.კ.


მომზადება:


ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და შაქარი მყარი მასის მიღებამდე, შევათქვიფოთ თითო-თითოთ კვერცხის გულები. დავამატოთ ფქვილი და კოვზით მხოლოდ რამდენჯერმე ამოვურიოთ. გადავიტანოთ პერგამენტიან საცხობ ყალიბში. გამოვაცხოთ 15-20 წთ, 200 გრადუსზე.


გავაგრილოთ და ფრთხილად მოვაშოროთ ქაღალდი. გვერდები ჩამოვაჭრათ, რათა სწორი კუთხეები მივიღოთ. ჩამოჭრილი გვერდები დავფხვნათ.


ბისკვიტი გავჭრათ 3 თანაბარ ნაწილად, რათა მივიღოთ გრძელი და ვიწრო ტორტი.


კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ კვერცხის გული, ჰალვა, შესქელებული რძე, შაქრის პუდრა და ვანილი. ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ.


ავაწყოთ ტორტი ჩვეულებრივი წესით: ბისკვიტი+კრემი+ბისკვიტი და ა.შ. სამივე ფენისთვის. ცოტა კრემი გვერდებისთვისაც მოვიტოვოთ. თავსა და გვერდებზე მოვაყაროთ დაფხვნილი ბისკვიტი.


უმჯობესია ტორტი მეორე დღეს მიირთვათ.


imageimageimageimage

imageimageimageimage







0
312
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0