x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
უძღები შვილები...

კოჭი როდემდე ვუგოროთ,
გაპანღურების საკადრისთ,
ვდგავართ და ვბზუით უღონოდ,
მე ვარ და ჩემი ნაბადი,


მოხელეს ცენზით შეუცვლელს,
თავი ჰგონია მესია,
ლარად გაჰყიდის ერს უცებ,
კიდეც დააკლებს, ეს კია.

კეთილდღეობის სანაცვლოდ,
არის ყველაფრის დამთმობი,
არვის გარშემო აღარ სცნობს,
ბრძოლის ველს სტოვებს, გამორბის,

მიწას განრთხმულის როდესაც,
სურვილი ცოცხლად დარჩენის,
დასჯაბნის გმირის ორდენსაც,
დარდი არც შენი, არც ჩემი,

არა აქვს, არცა ჰქონია,
ჩვენზედ იფიქრებს ან როდის?
ერთი შეხედვით გოლიათს,
სჯობს, ჭირის ოფლი მხდალთ რომ გვდის?

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0