x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კატებთან დაკავშირებული ცრურწმენები და ნიშნები
ცტურწმენა შავ კატაზეატები ადამიანებთან უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ. ზოგიერთ ქვეყანაში მათ

განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ და აღმერთებდნენ კიდეც. მაგ., ძველ ეგვიპტეში,

როდესაც საყვარელ კატას კარგავდნენ, მწუხარების გამოსახატავად, წარბებს

იპარსავდნენ.


არდინალ რიშელიეს, სასახლეში თორმეტი კატა ჰყავდა, რომლებიც მასთან ერთად

ცხოვრობდნენ და ის კატებისადმი უფრო მეტ სითბოს იჩენდა, ვიდრე ადამიანებისადმი.

ევრი მეცნიერი თვლის, რომ კატები პარანორმანული თვისებების მატარებლები

არიან და ისინი უბედურების მოახლოვებას გრძნობენ.

ოგიერთ ქვეყანაში, დღესაც სჯერათ, რომ ქორწილის წინ, ზღურბზე გამოჩენილი

თეთრი კატა, იღბლის მომტანია, ხოლო შავი - უიღბლობის.

აფრანგეთში, ბულგარეთში და ინგლისში, შავი კატის ჩუქება განსაკუთრებული

პატივისცემის ნიშნად ითვლება.

ატებთან ბევრი ცრურწმენა და ნიშანი არის დაკავშირებული. თუ აღმოსავლეთის

ქვეყნებში კატებს ყოველთვის გულისხმიერებით ეპყრობოდნენ, ევროპაში,

შუა საუკუნეებში, მათ სასტიკად დევნიდნენ, ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ და

ცეცხლზე წვავდნენ. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევროპაში, შავი ჭირის

ეპიდემია, კატების მასობრივმა ამოწყვეტამ გამოიწვია, რომლებიც დაავადების

მატარებელი თაგვებისა და ვირთხების ძირითადი მტრები იყვნენ.

ცრურწმენები:

1. თუ გზას შავი კატა გადაგიჭრით, უსიამოვნებას ელოდეთ, თუ თეთრი - პრობლემა

არ შეგხვდებათ, ხოლო სამფერიანი - იღბალს მოგიტანთ და სურვილებს აგისრულებთ.

2. კატა სახლში კეთილდღეობის და სიმშვიდის გარანტიაა: სამფერიანს იღბალი მოაქვს,

ზოლიანს და ხალებიანს - ფული, შავი ბოროტებისგან იცავს ოჯახს, შავ-თეთრი

უბედურებისგან. ძუ კატა ოჯახს ააყვავებს, ხვადი კი, ყველანაირად დაიცავს.

3. თუ იღბალმა და ფულმა დატოვა თქვენი სახლი, აიყვანეთ უაახლკარო კატა ან კნუტი

და ყველაფერი ძველებურად იქნება.

4. როდესაც უსახლკარო კატებს და კნუტებს აჭმევთ, ამით გარდაცვლილი ნათესავების

სულებზე ზრუნავთ.

5. თუ თქვენს კარებთან უსახლკარო კნუტი მოვა, ის აუცილებლად უნდა აიყვანოთ.

მისი გადაგდების შემთხვევაში, სახლში მაცხოვრებლები, 7 წლის მანძილზე

იღბალს ვერ ეღირსებიან.

6. დიდი კატის მოკვლა, ხანგრძლივი დროის მანძილზე, უიღბლობით ისჯება.

7. კნუტების წყალში ჩახრჩობის ან მიწაში ჩამარხვის შემთხვევაში, 7 თაობაში,

წყალში დამხრჩვალი ან ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანი იქნება.

8. თუ ოჯახში გასათხოვარი ან დასაქორწინებელი არის ვინმე და ისინი ოჯახის შექმნას

ვერ ახერხებენ, მათმა დედამ 7 უპატრონო კნუტი უნდა გააშვილოს მოსიყვარულე

და კეთილ ადამიანებზე.

9. თუ თქვენთან მოვიდა სტუმარი და კატა დაიმალა ე.ი. სტუმარი ბოროტი

განზრახვით არის მოსული ან ბოროტი ადამიანია და პირიქით თუ კატა სტუმარს

შეეგება და ფეხზე გაეხახუნა - ადამიანი თქვენთან კეთილი მიზნით არის მოსული.

10. თუ კატა გორგალივით დამრგვალდა და კუდი ცხვირზე მიიფარა, ცუდი ამინდი

არის მოსალოდნელი.

11. თუ კატა გამუდმებით ერთიდაიგივე ადგილზე აწვება ადამიანს და იმ ადგილზე

თათებით მასაჟის გაკეთებას ცდილობ, ე.ი. იმ ადგილზე ჯანმრთელობის პრობლრმა

არსებობს და კატა ისე მკურნალობს, როგორც შეუძლია.

13. ადგილი რომელიც კატას ძილისთვის აქვს ამოჩემებული, სასარგებლო არ არის

ადამიანისთვის.

14. ახალ სახლში გადასვლისას, სახლიდან ბოროტების განდევნის მიზნით, პირველად

კატას ან კნუტს უშვებენ, თუ კატა სახლში არ შევა ე.ი. სახლი იღბალს და ბედნიერებას

არ მოუტანს იქ მაცხოვრებლებს.

15. იმისათვის, რომ დღეგრძელი იყოთ, გქონდეთ ჯანმრთელი გული და ნერვები,

თქვენთან ერთად ყოველთვის უნდა ცხოვრობდეს კატა.


3
292
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
292
  
2017, 10 აგვისტო, 12:54
ჩემი ფისო ბევრ ადამიანზე მოსიყვარულე და თბილია, წესიერია და საოცრად თბილი და ლამაზი თვალები აქვს
2015, 27 აპრილი, 16:35
სინამდვილეში, კატები ძალიან საყვარელი არსებები არია. თუ ფეიზბუკის ფისომოყვარულების ჯგუფში გაერთიანდები, თქვენი შეხედულებები ამ ცხოველებზე, რადიკალურად შეიცვლება.
2015, 26 აპრილი, 23:13
დასანახად ვერ ვიტან ამ ცხოველს... ცრურწმენების გამო არა, უბრალოდ თვალები აქვს რაღაცნაირი, ბოროტი...
0 1 3