x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მოხერხებულმა ცოლმა ქმრის ანდერძი გენიალურად შეასრულა
სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი და ყოველი ღვთიური კანონის არსია.


სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან, დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით. რამდენი რამ გსმენიათ სიყვარულის შესახებ? ის, რომ ანგარებას არ მოითხოვს; ის, რომ აგვამაღლებს; ის, რომ სიცოცხლით გვავსებს და გვასულდგმულებს; ის, რომ ორი სულის განუყოფელი ზრუნვაა ერთმანეთზე და რა ვიცი, რა აღარ კიდევ... თუმცაღა, ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში ხშირად ვეყრებით წყვილებს, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ თურმე ეს სიყვარული არ ყოფილა, ან ღალატის გამო დაანგრიეს ოჯახი, ან თუნდაც სიდუხჭირეს ვერ გაუძლეს და ა.შ. საკმაოდ მრავლადაა ასევე რეალური, ასე რომ ვთქვა ტრაგიკომედიური შემთხვევებიც, როდესაც ცოლები საყვარლებთან მოღალატე ქმრებს აშოშმინებენ და ასწავლიან ჭკუას. ასეთი ერთი შემთხვევა მახსენდება სათაურით "განვადებით გაშიფრული მოღალატე", (რომელიც ამასწინათ სტატიად შემოგთავაზეთ, თუმცა თქვენში არსებულმა ბოროტმა მომხმარებელმა დაბლოკა) სადაც მოღალატე ქმარი საყვარლისთვის განვადებით გამოტანილი მაცივრის გამო გაიშიფრა, მაშინ როცა სახლშიც არ ჰქონდა ნორმალური მაცივარი და რა ვიცი კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა. დღესაც სწორედ რომ მოღალატე ქმარსა და მისი სიკვდილის წინ დანატოვარ ანდერძზე მინდა მოგითხროდ, რომელიც გონება გამჭრიახმა ცოლმა გენიალურად შეასრულა.


image

ნახე, სახლს ყიდიან ერთ დოლარად- უთხრა ერთმა მათხოვარმა მეორეს და რომელიღაც გაზეთის ნაგლეჯი მიაწოდა. მეორემ დახედა, უცბად წაიკითხა რაც ეწერა და თქვა:– სისულელეა! ალბათ დაბეჭვდის დროს გაეპარათ შეცდომა. მისამართს შეხედე, ეს ხომ მდიდრების უბანია. აქ ალბათ დაწერილი უნდა ყოფილიყო „1 მლნ დოლარი“.

– ხო, მართალი ხარ, – უთხრა პირველმა დანანებით, გაზეთის ნაგლეჯი გაბრაზებულმა გადააგდო და დილის საუზმისთვის ქექვა განაგრძეს. მათ საუბარს ისმენდა ერთი კაცი, რომელიც იქვე ახლოს ძაღლს ასეირნებდა. როცა მათხოვრები წავიდნენ, მან აიღო გაზეთის ნაგლეჯი, რომელზეც ამოიკითხა: „იყიდება სახლი, ფასი 1 დოლარი. მისამართი…“ – რა სისულელეა? ასეთ სასაცილო ფასად სახლი? – ჩაილაპარაკა მან, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მაინც წასძლია და გადაწყვიტა მისულიყო და ადგილზე ენახა, „რას ვკარგავ, იქნება და…“ – ფიქრობდა გზაში. ის მივიდა განცხადებაში მითითებულ მისამართზე. გარედან შესანიშნავი სახლი ჩანდა. კარი ქალმა გააღო– მე განცხადების თაობაზე ვარ. თქვენ მართლა ყიდით სახლს ერთ დოლარად?– დიახ, – უპასუხა ქალმა, – შემობრძანდით, დაათვალიერეთ და თუ მოგეწონებათ, დღესვე შეგვიძლია გავაფორმოთ ნასყიდობის ხელშეკრულება. კაცი შევიდა სახლში, დაათვალიერა და აღტაცებული დარჩა, არაჩვეულებრივი სახლი იყო. – კი მაგრამ, ასეთ არაჩვეულებრივ სახლს 1 დოლარად რატომ ყიდით? – ჰკითხა მან სახლის პატრონს.– მე უბრალოდ ვასრულებ ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ანდერძს – უპასუხა ქალმა.– თქვენმა ქმარმა გიანდერძათ, რომ სახლი 1 დოლარად გაგეყიდათ? – იკითხა კვლავ გაოცებულმა კაცმა.– არა, ჩემმა მეუღლემ მიანდერძა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი გამეყიდა და მასში აღებული თანხა მთლიანად მისი საყვარლის ანგარიშზე გადამერიცხა.




P.S. მოღალატე ქმრების ცოლებისთვის სამაგალითო შემთხვევაა და ჩემი რჩევაა, დეპრესიითა და საკუთარ თავთან ჩაკეტვით არ დალაგდება სიტუაცია, მხნეობა და გამჭრეახობა კი უპერველესია, რომელიც შესაძლოა ქმრისთვის ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდეს, ბოლოსდაბოლოს ქალის განსაზღვრული ნაწილი ღალატს მამაკაცის პოლიგამიურობით ხსნის, ხოდა თქვენც აცადეთ, ან ითამაშეთ...

4
663
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
663
  
2015, 2 მაისი, 1:21
:D ბარემ თვითონ ეყიდა
2015, 27 აპრილი, 13:52
ესეც მაგას :)
2015, 26 აპრილი, 13:45
გავაზიარე
0 1 4