x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რამდენად სჯერათ ზოდიაქოს ნიშნებს ასტროლოგიური პროგნოზების?

imageვერძი - საკმაოდ თავშეკავებულად გადაავლებს თვალს ყოველდღიურ ჰოროსკოპს, რადგან ასტროლოგების წინასწარმეტყველებები მის ტემპერამენტზე ამახვილებენ ყურადღებას, თან კაცმა რომ თქვას ტყუილს არ წერენ. მოკლედ, წაიკითხავს ჰოროსკოპს, მაგრამ მოიქცევა ისე, როგორც უნდა.


კურო ყველას, მათ შორის საკუთარ თავსაც უმალავს, რომ სჯერა ჰოროსკოპის. მისი ყველასთან ჩხუბის და შეწინააღმდეგების თვისება არ აძლევ სუფლებას, აღიაროს, რომ სჯერა ჰოროსკოპის.

ტყუპები: კითხულობს ყველა პროგნოზს, რაც კი ხელთ ჩაუვარდება, მაგრამ თავს არ იკლავს მათი დამახსოვრებით. საერთოდ, მათთვის სულერთია რას წაიკითხავენ - ანეკდოტებს, პროგნოზებს თუ კროსვორდებს ამოხსნიან.

კირჩხიბი დაინტერესებულია იმ ზომამდე, რომ მას ყველა პროგნოზი უხდება.

ლომი - თუ მას მოსწონს პროგნოზი - ის მას ეთანხმება. თუ არ მოსწონს - მიწასთან გაასწორებს ასტროლოგებს და მიაყოლებს გაზეთს, რომელშიც ეს სისულელე იყო გამოქვეყნებული.

ქალწული - თუ ის ინტერესდება ასტროლოგიით, აუცილებლად იცის რას დაუჯეროს და რას არა... უფრო ხშირად განწყობილია სკეპტიკურად და სჯერა იმის, რისი დაჯერებაც თავად სურს და ამავდროულად უფრო ლოგიკურია.

სასწორი - ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის არა წინასწარმეტყველებას, არამედ რჩევებს აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ პროგნოზი რჩევებს არ მოიცავს, სასწორისთვის ცუდი პროგნოზია.

მორიელი - სულის შეძვრამდე აღშფოთებულია, რომ ვიღაცას, მის გარდა, შეუძლია ეჭიროს სიტუაცია კონტროლის ქვეშ, მაგრამ ამ აღშფოთებას კარგად მალავს. შეუძლია გამოიყენოს ასტროლოგიური წინასწარმეტყველებები, როგორც იარაღი.

მშვილდოსანი - ასტროლოგიამ შეიძლება ჩაითრიოს იმდენად, რომ არაერთ საღამოს გაატარებს ამ მეცნიერების შესასწავლად. როდესაც მას მოეჩვენება რომ ყველაფერი გაიგო, უკვე ექნება უფლება გადაწყვიტოს დაიჯეროს თუ არა.

თხის რქა - მას არ აინტერესებს რუბრიკები, რომელიც სათაურდება "რას გვიქადიან ვარსკვლავები?". ის თავადაც შეიძლება გახდეს შესანიშნავი ასტროლოგი.

მერწყული - "არ მჯერა ასტროლოგიის" - ამბობს ის და მაშინვე იწყებს პირველივე პროგნოზის კითხვას, რომელიც ხელში მოხვდება.

თევზები - ასტროლოგიური პროგნოზების კითხვის დროს, მათ შეუძლიათ წამოიყვირონ: "ეს ხომ პროგნოზების გარეშეც ნათელია!" რა თქმა უნდა ნაცნობია, მათ ხომ აქვთ უნარი წინასწარ გაანალიზონ სიტუაცია და მიხვდნენ რა მოხდება ამა თუ იმ საქციელის შედეგად.

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0