x
ბოროტმოქმედებმა 2 თვის ბავშვის გატაცება სცადეს
image














არსებული ინფორმაციით, დავით ქარდავას კუთვნილ სახლში დაუდგენელი პირი ღამის საათებში შეიჭრა და ჩვილის გატაცება სცადა.

ბავშვის დედა, ნინო ჯანიანი მომხდარს მისი მეუღლის, დავით ქარდავას მოსკოვში საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, გამტაცებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ოჯახის უფროსი სამშობლოში წინა ღამეს დაბრუნდა და გარკვეული თანხა ჩამოიტანა.

ადგილობრივების თქმით, პატარა ფანჯრის რაფაზე იპოვეს. მათი ვარაუდით გამტაცებლერბმა ბავშვის დედის ფეხის ხმა გაიგეს, რომელიც ოთახში შედიოდა და ჩვილი რაფაზე დატოვეს.


ორი თვის ჩვილი თავს კარგად გრძნობს. ოჯახის ახლობლის განცხადებით ინციდენტის დროს ბავშვის ეღვიძა, თუმცა არ ტიროდა.

თავად დავით ქარდავას ვარაუდით, დამნაშავეები ოჯახში გაქურდვის მიზნით შევიდნენ.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.



ეს მოხდა წალენჯიხაში.

1
341
8-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
341
  
2015, 17 მაისი, 22:52
ჰაჰაჰაჰ :დდ რაღაცნაირად სასაცილოა :დ
0 1 1