x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რეზო ხოფერია და ანა მარგველაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

imageრეზო ხოფერია და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი”ფეისბუქზე” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაპირისპირება გამოიწვია რეზო ხოფერიას სტატუსმა ''ფეისბუქზე''. რეზომ გამოაქვეყნა სტატუსი “ატსტუპნიკი მარგველა”. ამან კი ანა მარგველასვილის გაღიზიანება გამოიწვია მათი დიალოგი ასე წარიმართა.


ანა მარგველაშვილი: ”და შენ ვინ ხარ ცხოვრებაში”.
რეზო ხოფერია: ”მე ვაბშე უსახლკარო ვარ… რა გასაკვირია? პრეზიდენტს აგდებენ სახლიდან და მე ვის დავკარგვივარ”.

ანა მარგველაშვილი: ”რამეს მიაღწიე ცხოვრებაში”?
რეზო ხოფერია: ”მოდი, 15 წელიწადში დამისვი იგივე შეკითხვა, როცა 46 წლის ვიქნები. ისე, საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკი ცოტა ტეხავს, არა”?
ანა მარგველაშვილი: ”ესეთი სტატუსების წერაც ტეხავს, არა? როცა არაფრისთვის არ მიგიღწევია და არავინ არ ხარ”.
ანა მარგველაშვილი: ”შენ ცხოვრებას გადახედე და იმდენს იცინებ, მამაჩემზე სტატუსების დასაწერი დრო აღარ გექნება მემგონი. აბა დაიწყე. ჩერესჩუ იცინებ”.
რეზო ხოფერია: ”კი მეცინება. ზოგადად კარგი თვისებაა, როცა შეგიძლია საკუთარ თავზე იცინო… მამაშენი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და სტატუსს იმდენს დავწერ, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლი. ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს, რომლის გარანტიც მამაშენია”.
ანა მარგველაშვილი: ”მაინტერესებს, რომ დასცინი მამაჩემს, ამიტომ გამიჩნდა შეკითხვა შენ თვითონ ვინ ხარ და 31 წლის ასაკში რას მიაღწიე . არ მიპასუხებ ხო ალბათ”?
რეზო ხოფერია: ”არა არ გიპასუხებ. და კიდევ ერთხელ გეუბნები: დასაცინია სიტუაცია, რომელიც ამ ამბის გარშემოა შექმნილი და არა პიროვნულად ვინმე… თუ ოდესმე მოხდა ისე, რომ საქართველოს მთავარსარდალმა თავი დასაცინ სიტუაციაში ჩაიგდო არც მაგას მოვერიდები. ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა მაგისგან. გვყავდა უკვე ერთი დასაცინი და გვეყოფა”…
ანა მარგველაშვილი: ”ააა, კაი რეზიკო გასაგებია”.
რეზო ხოფერია: ”თუ რამე გაწყენინე, ბოდიშს გიხდი”.

4
594
5-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
594
  
2015, 28 აპრილი, 21:56
აქამდე არავინ იცნობდა მაგას და შენ მაგის ადვოკატად ვინ დაგნიშნა?მაგატი სუყველასი დედაც.საქართვლეოსთვის არც ერთი არაა მაინც
2015, 28 აპრილი, 14:34
ბიძინას გასაქაჩი რა ონდა ტვინით გატენილ მარგველაშვილს თუ ისიც ბიძოსავით უტვინო და ლენჩი გგონიათ ფულის კეთების მეტი რომ არაფერი არ იცის?
2015, 25 აპრილი, 14:58
ცუდია... არ უხდება პრეზიდენტის შვილს ასეთი მდაბიოობა
2015, 24 აპრილი, 8:27
ამ "ლაწირაჩკას" უყურე ერთი.დიდი ხანია თვითონ რამე გახდა? :D მამაისი ბიძომ გაქაჩა თორე ვინ იცოდა ან მარგველა და ან მაგის შვილი.ამათი დებილი .....
0 1 4