x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რამდენად ტოლერანტულები არიან ზოდიაქოს ნიშნები?

imageტოლერანტულობა, ანუ მოთმინების უნარი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ცხოვრებას უადვილებს მათ, ვისაც ეს უნარი გააჩნია.


ოდესღაც, როცა ეს უნარი "გამოიგონეს" და სურვილისამებრ გადაანაწილეს, პირველი მივიდა მორიელი, იკითხა თუ რა იყო ტოლერანტობა და შეიძლებოდა თუ არა მისი საწამებლად გამოყენება. როდესაც გაიგო პასუხი, უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და ჩაიწერა რაღაც თავის შავ ბლოკნოტში. მერე კი უსიტყვოდ, კუდის მოქნევით გაეცალა იქაურობას.


თხის რქამ ჩათვალა, რომ დროს კარგვდა რიგში დგომით და მისი სახელითაც გაუშვა მშვილდოსანი.

მშვილდოსანმა გაავსო მთელი ზურგჩანტა ტოლერანტობით, მაგრამ უკანა გზაზე გაერთო, წავიდა სხვა ქვეყანაში, იქ დაკარგა ზურგჩანთა, მისწერა თხის რქას, რომ ასეთ დავალებებს თავს ართმევენ მხოლოდ რქიანი თხები და განაგრძო მხიარულება.

მშვილდოსნის მიერ დაკარგული ტოლერანტულობა, თავისთვის წაიღო წინდახედულმა კირჩხიბმა და სადღაც გადამალა. ხანდახან ის მას პოულობს, მერე ეშინია, რომ მოიპარავენ და ისევ მალავს. როდესაც კირჩხიბი ყვირის, რომ ყველა მის გარშემო არ არიან ნამდვილი მეგობრები, არამედ მგლები არიან - ეს ნიშნავს, რომ მან ისევ დაკარგა გადამალული ტოლერანტობა.

სასწორები დროზე მივიდნენ, თავაზიანად ითხოვეს ორიოდე წყვილი ტოლერანტულობისა და მას შემდეგ ისინი ამით ფაქტობრივად არც სარგებლობენ... რადგან ვერ გადაწყვიტეს ამ ორიდან რომელია უკეთესი.

მერწყული მივიდა ერთ-ერთი პირველი, მაგრამ ის გამოაგდეს რიგიდან. ამის მერე მან დაიწყო ლაპარაკი, რომ ის, ვინც შექმნა ტოლერანტულობა, სინამდვილეში შექმნა იდიოტობა!!! და მერწყული ოდესმე თავად შექმნის უკეთესს, როდესაც დრო ექნება.

ქალწული დიდხანს ფიქრობდა, რომ მოთმენის უნარი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, ამიტომაც გამოტოვა თავისი ადგილი რიგში. ამიტომაც მას დარჩა მხოლოდ პატარა ნაწილი მოთმინებისა...მაგრამ ყველაზე გამძლე და ხარისხიანი! ამის შემდეგ ქალწული დადის და ცდის სხვის მოთმინებას... ფიქრობს ვის აქვს მასზე უკეთესი?

ვერძს უნდოდა მისულიყო პირველი, მაგრამ გზაში შეხვდა თევზებს, რომლებსაც უკვე მომარაგებული ჰქონდათ მოთმინების უნარი. ვერძმა ეს მოთმინება ფაქტობრივად იმ დღესვე დაახარჯვინა საწყალ თევზებს. შემდეგ კი დაბრუნდა სახლში.. რადგან ის სულელი კი არაა... ის უნდა ყოფილიყო პირველი, ვინც ამ უნარს მიიღებდა და არა მეორე და მით უმეტეს არა თევზების მერე!თუმცა, მას ეს სიტყვა -ტოლერანტულობა- ისე მოეწონა, რომ ბეისბოლის ჯოხზეც კი დაიწერა... რომელსაც ხშირად იყენებს, როცა აბრაზებენ.

ლომი საერთოდ არ მივიდა, რადგან არ იცოდა თუ რა იყო მოთმინების უნარი. და თუ ლომმა რაღაც არ იცის, ესე იგი, ეს რაღაც უსარგებლო და არა საჭიროა!

კურო მივიდა და დამაჯერებლად აუხსნა გამომგონებლებს, რომ ტოლერანტულობა მას უკვე აქვს, "the best", უკეთესი არც შეიძლება ვინმემ გამოიგონოს... და თუ ვინმე არ ეთანხმება, შეუძლია ჯანდაბაში წავიდეს. მაშინ რისთვის მოვიდა? იმისთვის, რომ აეხსნა, რომ მას "the best" მოთმინების უნარი აქვს და უკეთესის გამოგონებას ვერავინ შეძლებს და ვინც არ ეთანხმება, ჯანდაბაშიც წასულა! :D

გვიან ღამე, როდესაც ყველა თავის გზას გაუდგა და დარჩა მხოლოდ ნარჩენები მოთმინებისა, მოვიდა "ცოტათი" დაგვიანებული ტყუპი. მიმოიხედა და აიღო ყველაფერი, რაც დარჩენილი იყო. სწორედ ამიტომ, ტყუპებს უამრავი ტოლერანტულობა აქვთ... უბრალოდ ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ ტყუპებმა ის სანაგვეზე იპოვეს.

0
246
4-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0