x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
კლუბი 27 (ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც სწორედ ამ ასაკში გადაიცვალნენ)
ოცდაშვიდი. ეს რიცხვი ნებისმიერი მელომანისათვის ნაცნობია, რადგან სტატისტიკურად, ყველაზე მეტი ხელოვანი სწორედ ამ ასაკში დაიღუპა. კურტ კობეინის და ჰენდრიქსის

ბიოგრაფმა აღნიშნა, რომ ადამიანები ყოველდღიურად გვტოვებენ, მაგრამ ეს პიკი, რომელიც რიცხვი "27"-ის გარშემო ტრიალებს მისტიური და აღსანიშნავია.


კლუბი 27

მის ჩამოყალიბებას საფუძვლად ედო ცნობილი მუსიკოსების, ჯენის ჯოპლინის, ჯიმი ჰენდრიქსის და ჯიმ მორისონის უეცარი გარდაცვალება ერთი და იგივე ასაკში. ამ მოვლენამ ბევრი მელომანის ყურადღება მიიქცია, მაგრამ მხოლოდ მას შემედეგ ჩამოყალიბდა "კლუბი 27", რაც კურტ კობეინმა (ოფიციალური ცნობით) თავი მოიკლა 27 წლის ასაკში.


ქვემოთ ჩამოთვლილია მხოლოდ რამოდენიმე მუსიკოსი, რომელიც გააწევრიანეს ამ კლუბში.


1) ჯიმი ჰენრიქსი მისი სიკვდილის მიზეზი ჯერ კიდევ კამათის მიზეზია. ოფიციალური ცნობით გიტარისტი და ლეგენდარული ხელოვანი საძილე წამლების გადაჭარბებით გარდაიცვალა. მან დანიშნულ დოზას 18-ჯერ გადააჭარბა.

2) ჯენის ჯოპლინი ნარკოტიკების სასიკვდილო რაოდენობის მიღებით გარდაცვლილი მომღერალი, რომლიც უნიკალური ვოკალური მონაცემები დღემდე აქტუალურია.

3) ჯიმ მორისონი. The Doors-ის სოლისტი გარდაიცვალა ჰეროინის მაღალი დოზით, მაგრამ მისი გარდაცვალების გარემო იდუმალებითაა მოცული.

4) კურტ კობეინი. ნირვანას სოლისტი და გიტარისტი, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობით გარდაიცვალა, მან მის მეუღლეს, კორტნის და პატარა შვილს წერილის დაუტოვა.

5) ემი უაინჰაუსი. ცნობილი მომღერალი, რომელიც შედარებით უფრო თანამედროვე ეპოქაში მოღვაწეობდა გარდაიცვალა 2011 წელს, მას ჰქონდა პრობლემები ალკოჰოლთან და ებრძოდა ბულიმიას.

კლუბი 27

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:არლინი
არლინი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0