x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134583
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია დაქორწინდა?! მომღერლის კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით

image
თიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას "წყვილი" მუდამ ყურადღების ცენტრშია. სულ პატარებმა იქორწინეს, სამწუხაროდ მალევე დაშორდნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, მომღერალმა მეუღლეს ღალატი არ აპატია. მათ ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავთ. ყვითელი პრესა აქტიურად წერს მათ შესახებ, ყველა ფიქრობს, რომ წყვილი ადრე, თუ გვიან მაინც შერიგდება. თიკას მტკიცებით, ყოფილი მეუღლე შერიგებას სთხოვდა, მან კი უარით გაისტუმრა.
მას შემდეგ ბექამ არაერთი შეყვარებული გამოიცვალა, თუმცა რომანები იმაზე ხანმოკლე გამოდგა ვიდრე ვინმე მოელოდა. გეგმავს თუ არა წყვილი შერიგებას ეს ჟურნალისტების საყვარელი კითხვაა. მომღერალი ყოფილ ქმართან შერიგებას გამორიცხავდა, თუმცა ბოლო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ შერიგება გამორიცხული არ არის. "მე და ბექამ ყველანაირი სიყვარული გამოვცადეთ, ბიჭისა და გოგოს სიყვარული, და-ძმური, მეგობრული. ახლა ვხუმრობთ ხოლმე, ბოლოს მაინც ერთად ვიქნებითო"-აღნიშნავდა მომღერალი.

ბექა ხოფერია ამჟამად რუსეთში იმყოფება, სადაც სწავლობს და დასაქმებულია. ცხადია ქალიშვილის ნახვას ხშირად ვეღარ ახერხებს, თუმცა დანაკლისს თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ივსებს. სულ ცოტა ხნის წინ ბექამ სოციალურ ქსელში ლამაზ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა. ყვითელი პრესის ინფორმაციით სანდო წყაროს მტკიცებით ბექა ხოფერია დაქორწინდა და მისი რჩეული ვინმე ანა ოსიპოვაა. მომღერალ თიკა ჯამბურიას მტკიცებით კი ბექა ამჟამად მოსკოვშია, რის გამოც იშვიათად ეკონტაქტება, ყოფილი მეუღლის დაქორწინების თაობაზე კი ჯერ არც არაფერი სმენია. როგორც წესი, სიმართლე დიდხანს არ დაიმალება. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimage

0
1095
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1095
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0