x
image
გვანცა1234
შეარჩიეთ ვარცხნილობა სწორად

თუ ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტეთ და არ იცით როგორი სტილი მოგიხდებათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია. ის კი, თუ როგორი თმის ვარცხნილობა მოგიხდებათ დამოკიდებულია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორზე. მაგალითად მის ფერზე, ტექსტურაზე, თვისებებზე, სახის ფორმაზე და ასე შემდგეგ. ამიტომ ის ვარცხნილობა, რომელიც შეიძლება მოუხდეს ერთს, შესაძლოა სულაც არ უხდებოდეს მეორეს. ამრიგად გულდასმით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ სტატიაში მოცემული რამდენიმე რჩევა, რადგან სწორად შეარჩიოთ შესაფერისი თმის ვარცხნილობა.

imageრჩევა პირველი: აირჩიეთ ვარცხნილობა საკუთარი სახის ფორმის მიხედვით
ვარცხნილობის და ზოგადად იმიჯის შეცვლისას დიდი ყურადღება ექცევა სახის ფორმას და მოყვანილობას. მაგალითად:
მრგვალ სახეს უხდება ვარცხნილობები, რომელთა კონტური ყურებიდან ზემოთ
ფართოვდება. მისი მიზანია სახის "დაგრძელება". უკეთესია, imageასიმეტრიული სილუეტის შექმნა: ირიბი ჩოლკა, გვერდზე ირიბად გაყოფილი თმა. ნუ გადაივარცხნით თმას სწორად. ასეთი ვარცხნილობა არ მოგიხდებათ.
კვადრატული ტიპის სახეს მოუხდება ასიმეტრიული ვარცხნილობები (მათი პრობლემები მრგვალი სახის პრობლემების მსგავსია). ვარცხნილობით ზემოთ უნდა "ავწიოთ" ნიკაპის ხაზი. თქვენ მოგიხდებათ ირიბად გაყოფილი, ყურებზე ნახევრად გადაწეული, ტალღოვანი თმა. ნუ გაიკეთებთ ხშირსა და გრძელ "ჩოლკას", უარი თქვით სიმეტრიულ ვარცხნილობებსა და თმის უკან გადავარცხნაზე.
სამკუთხედი სახის მქონე ქალბატონებმა უნდა დამალოთ განიერი ყვრიმალები, ნუ შეიჭრით მოკლე ჩოლკას და ნუ გადაიწევთ თმებს გვერდებიდან. მოგიხდებათ გრძელი, სწორი ან ირიბი "ჩოლკა", კეფაზე დახვეული თმით.
რჩევა მეორე: გაითვალისწინეთ თქვენი თმის ტექსტურა
ეს რჩევა ნამდვილად ყურადსაღებია, რადგან სქელ და უხეშ თმას სხვა სტილი უხდება, თხელ და რბილ თმას კი განსხვავებული. მაგალითად:
თუ თქვენ თხელი თმა გაქვთ გრძელი თმის მოცულობის გაზრდა უფრო ძნელია, მისი სიგრძიდან გამომდინარე, ამიტომ მოგიხდებათ ძალიან მოკლე “კარე''. ასევე, უმჯობესია, თუ თმას აიკრეფავთ და ლამაზი სამაგრით დააფიქსირებთ უკან, კეფაზე ან ოდნავ გვერდზე. imageხოლო თუ სქელი, უხეში და დაუმორჩილებელი თმა გაქვთ, უმჯობესია მოკლე ვარცხნილობა, ან უბრალო ნაწნავი. ასე მისი მოვლაც გაადვილდება და თანაც სქელ თმას ყველა ვარცხნილობა არ უხდება. imageრჩევა მესამე: შეადარეთ სელებრითების სახის ფორმა თვქენსას და გადაიღეთ მათგან მსგავსი სტილები
ხშირად ათვალიერეთ ვარსკვლავების ფოტოები, იქნებ რომელიმეს მსგავსი სახის ფორმა და მოყვანილობა ჰქონდეს. და თუ იპოვით ასეთ ადამიანს აუცილებლად შეარჩიეთ მისი რომელიმე ვარცხნილობა. ეს ფოტო კი უთუოდ აჩვენეთ თქვენს სტილისტს. აი მაგალითად თუ თქვენც სელენა გომეზის მსგავსად მრგვალი სახე გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ მისი რომელიმე ვარცხნილობა. image

რჩევა მეოთხე: კარგად დაფიქრდით სანამ ვარცხნილობას შეიცვლიდეთ
გაითვალისწინეთ, რომ გრძელ და მოკლე თმასაც საკუტარი თავისებურებები აქვსთ. მაგალითად:
მოკლე თმით თქვენ ვერ შეძლებთ ლამაზი და მრავალფეროვანი, სადღესასწაულო ვარცხნილობების გაკეთებას. თუმცა დადებითი მხარე ისაა, რომ ადვილად მოუვლით მას. imageგრძელი თმით თქვენ ნამდილად შეძლებთ ზღაპრული ვარცხნილობების შექმნას და წვეულებებზე თავის მოწონებას. მაგრამ იცოდეთ, რომ ასეთ თმას განსკუთრებული მოვლა სჭირდება. ასევე საჭიროა გაფრთხილდეთ, რომ არ გაგიჩნდეთ გაყოფილი ბოლოები.imageბოლოს კი უბრალო რჩევა ავტორისგან. თუ მოგბეზრდათ ერთფეროვნება და სიახლის შეტანა გადაწყვიტეთ გარეგნობაში, შეგიძლიათ შეიცვალოთ ვარცხნილობა, იმიჯი. თუმცა ამას სხვის მოსახიბლად ნურასოდეს გააკეთებთ, რადგან როგორც ოდრი ჰეპბერნი იტყოდა: “ქალის სილამაზე არ განისაზღვრება მისი სამოსით, ფიგურით ან ვარცხნილობით. ქალის სილამაზე მის თვალებში ჩანს, ეს ხომ მისი გულისკენ მიმავალი გზაა, სადაც სიყვარული ბინადრობს''. image

8
1458
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1458
  
2015, 15 აპრილი, 23:54
საინტერესო რჩევებია ♥
2015, 14 აპრილი, 22:29
ყველას ძალიან დიდი მადლობა
2015, 14 აპრილი, 21:57
აბა რა ბრავო
2015, 14 აპრილი, 21:56
დიდი მადლობა გავივალისწინებ
2015, 14 აპრილი, 17:12
კარგი რჩევებია ძა;ლიან :* მადლობთ
2015, 14 აპრილი, 14:55
დიდი მადლობა ♥
2015, 14 აპრილი, 14:41
მართლა ძალიან კარგი რჩევებია, ბრავო. მომეწონა :)
2015, 14 აპრილი, 14:30
მაგარია
0 1 8