x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ორიგინალური მეთოდი ფერადი კვერცხებისთვის- ეფექტი გაგაოცებთ!
imageკვერცხის შეღებვის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. ამჯერად წარმოგიდგენთ ძალიან მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რომლის შედეგად ორიგინალურად შეღებილ, ფერად კვერცხებს მივიღებთ.


დაგჭირდებათ:

1. ქაღალდის ხელსახოცები

2. ძმარი


3. კვერცხები

4. საკვები საღებავები


კვერცხი მოხარშეთ, გარეცხეთ ცივ წყალში და გააშრეთ. შემდეგ კი შეახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში.

image


კარგად დაასველეთ ხელსახოცში შეხვეული კვერცხი ძმრით.


image

ხელსახოცზე ყოველი მხრიდან მოასხურეთ სხვადასხვა ფერის საკვები საღებავები.


image

გააჩერეთ შეღებილ ხელსახოცში კვერცხი 2 საათით, სანამ საღებავი გაშრება. შემდეგ კი მოხსენით ქაღალდი.

image

სულ ესაა, ულამაზესი ფერადი კვერცხები მზადაა!

image

0
305
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0