x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"გუგლის" ხელმძღვანელმა ინტერნეტის შესაძლო გარდაცვალება გააახმაურა

კომპანია "გუგლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ერიკ შმიდტმა ინტერნეტის შესაძლო გარდაცვალება გაახმაურა. როგორც მან განაცხადა უახლოეს მომავალში ინტერნეტი არსებობას შეწყვეტს და სხვა ახალი ინტერაქტიული სამყარო ჩაანაცვლებს."ახალი ინტერნეტი" იქნება უფრო მაღალ დონეზე პერსონალიზირებული. ინტერნეტის ეპოქა თავისი თანამედროვე სახით ძალიან მოკლე დროში დასრულდება. ეს განცხადება "გუგლის" ერთ-ერთმა უმდიდრესმა მფლობელმა ერიკ შმიდტმა დავოსის ეკონომიკურ სამიტზე გააკეთა. "მე უბრალოდ გიპასუხებთ- ინტერნეტი გაქრება. იქნება იმდენი აიპი მისამართი, იმდენი მოწყობილობა და ნივთებიბი რომლებსაც ადამიანები მოიხმარენ, ეს იქნება თქვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც დომინანტი გახდება და ადამიანები დაკარგავენ შეგრძნებას ყოველივე ამისა. თქვენ ხედავთ როგორ სწრაფად ვითარდება მობილური ტექნოლოგიები, მაგალითაისთვის სმარტფონისახალი ფუნქციები ავიღოთ. ამ ფონზე კი ირღვევა დომინირების ბალანსი, წარმოუდგენელია იმის პროგნოზირება, თუ რა დონის ინფრასტრუქტურა შეიძლება შეიქმნას მომავალში.

კომპანია "გუგლი" პირობას დებს, რომ ახალი ინტერნეტსივრცე უფრო საინტერესო და ქტიური იქნება, თან მეტად დაცული და მისი დაარსებით შეიქმნება ოთხი მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, ამავდროულად სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ ამ სფეროში უკვე დასაქმებულ ადამიანებს.





image

0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0