x
image
worldsport.ge
ბათუმის სტადიონის პროექტი ოფიციალურად გაფორმდა

imageბათუმის სტადიონის პროექტი ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აჭარის ავტონიომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნოე წითელაძემ და საქართველოში კომპანია “იბერპროქსის” წარმომადგენელმა მამუკა ლობჟანიძემ მოაწერეს.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონს ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით ააშენებენ. ახალი მე-4 კატეგორიის სტადიონი ოლიმპიური იქნება სარბენი ბილიკებით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსში, რომელშიც 11 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებული 17 მარტს ბათუმის ყინულის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გამოავლინა.
სტადიონი 20000 ადამიანზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ახალი არენის ასაშენებლად 36 მილიონ ლარად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის გამო, შესაძლოა თანხა 4-5 მილიონი ლარით გაიზარდოს. პროექტის მოსამზადებლად 650000 ლარია გათვალისწინებული.
ხსენებული სამინისტრო სტადიონის აშენებაზე ტენდერს პროექტის ყველა დეტალის საბოლოო დამუშავების შემდეგ გამოცხადდება.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0