x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
მეგრული ხალხური მუსიკა მრავალხმიანია

imageმეგრული ხალხური მუსიკა მრავალხმიანია, ხოლო მისი სიტყვები მეგრულ ენაზე ჟღერს. სიმღერებს მელანქოლიური ტემპი და სევდა ახასიათებს; მეგრელებს მიაჩნიათ, რომ მათი მუსიკა გამუდმებული ომებით აკლებული და გაღატაკებული სამეგრელოს ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. მეგრული რომანტიკული სიმღერები ხშირად ჩონგურის (ხის ოთხსიმიანი საკრავის) აკომპანიმენტით სრულდება.
ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა იავნანა ანუ „მეგრული ნანა“. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ იდუმალი სიტყვები „ნანა ნანინა“, რომლებიც სიმღერის ტექსტს რეფრენად გასდევს, წინაქრისტიანული ხანის ზაფხულის ქალღმერთის სახელს წარმოადგენს. „მეგრული ნანას“ ერთ–ერთი ჰანგი რუსმა კომპოზიტორმა, პეტრე ჩაიკოვსკიმ თავის ცნობილ საშობაო ბალეტში - „მაკნატუნა“ - გამოიყენა. კიდევ ერთი ცნობილი მეგრული სიმღერა -„დადიანის მოძახილი“ დადიანების საგვარეულოს ეძღვნება.

0
435
1-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0