x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბავშვთა თამაშები,რომლებიც აკრძალულია ამერიკაში და ევროპაში
ყველას მოგეხსენებათ, რომ ბავშვის გონებრივი თუ ფიზიკური განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა თამაში.

ბავშვების უმეტესობა საბავშვო ბაღში თუ ეზოში სწავლობს თამაშების უმეტესობას.თუმცა არის საბავშვო თამაშები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.

ქვემოთ გაეცნობით თამაშებს, რომლებიც აკრძალულია მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში.



1"იხვი, იხვი ბატი"-ამერიკაში შესაძლოა აკრძალონ თამაში "იხვი, იხვი ბატი", რამდენიმე წლის წინ შევიდა ანონიმური პეტიცია, სადაც აღნიშნულია, რომ თამაში იწვევს ბავშვთა ტრამვებს. საქმე იმაშია, რომ თამაში ძალზე მოძრავია, ბავშვები ერთმანეთს დასდევენ, ხშირია ძირს დაცემის შემთხვევებიც.


image


2-Tag-( დაჭერობანა-გაშეშობანას ერთ-ერთი ვარიანტი)-აშშ-ს რამდენიმე შტატში ეს თამაში აიკრძალა.(ვაიმონგი, ვაშინგტონი, სამხრეთ კაროლინა, ორეგონი)უცნაური ტენდეცია, რადგან ამერიკაში ბავშვების 20%-ს სიმსუქნე აწუხებს.როგორც ჩანს ამ ქვეყნის საბავშვო ბაღებში და სკოლებში მალე აღარ იქნება მოძრავი თამაშები.

image


3-თამაში «Red Rover»-სტენფორდში (შტატი კალიფორნია)აიკრძალა ეს თამაში(ესეც
tag-ის ერთ ერთი ვარიანტი, ექიმები ამტკიცებენ, რომ ყოველწლიურად ამ თამაშისგან 3, 5 მილიონი ბავშვი ზარალდება.

image


4-თამაში "ცოცხალი სამიზანე"-2013 წლის მარტში ნიუ -გემშირში(აშშ) აკრძალეს ყველა თამაში სადაც სამიზნე ადამიანია.პრობლემა იგივეა, გახშირებული ტრავმები.

image


5-«Slip ‘n Slide»-1961 წელს ფირმა Wham-O-მ გასაყიდად გამოუშვა სპეციალური მოწყობილობა, სადაც მოხერხებულად ისრიალებთ, 1973 - 1991 წლებში თამაშისგან ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ტრავმა, ამიტომ აიკრძალა.

image


6-გუნდაობა-2013 წლიდან ბელგიაში აიკრძალა გუნდაობა, კანონის დამრღვევს ჯარიმა 100 ევროს გადახდა მოუწევს.

image


7-თამაში "პოლიციელები და ქურდები"-დაჭერობანას ერთ-ერთი ვარიანტი(ჩვენში დაახლოებით იგივე რაც"კაზაკი რაზბოინიკი" ან "ბანდიტი მილიციონერი" იყო).2013 წელს ლონდონის ზოგიერთ სკოლაში ეს თამაში აიკრძალა გახშირებული ტრავმების გამო.

image


8-თამაში სუპერგმირების განსახიერება-ამერიკაში აპირებენ აკრძალონ თამაში სუპერგმირების განსახიერება.პირველი განაცხადი 2013 წლის მაისში ფილადლეფიაში შეიტანეს.ავტორები ამტკიცებენ:"ბავშვების ფანტაზია ძალზედ ჰიპერაქტიურია, ისინი შეიძლება ძალზე აგრესიულები გახდნენ და ერთმანეთი დააზიანონ."

image


9-მუსიკალური სკამები-გაზეთ "Washington Times"-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ თამაში "მუსიკალური სკამები" უნდა აიკრძალოს.რატომ? იმიტომ, რომ ის ნერგავს დაშინებას, აგრესიას და კონკურენციას.ეს როგორ იმოქმედებს მოზარდ თაობაზე?როგორც ამ თამაშში, რეალური ცხოვრებაც ასეთი სასტიკია.
image

1
173
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
2015, 14 მაისი, 17:52
სულ გაგიჟდნენ, ამ თამშების უმეტესობამ გამიხალისა ბავშვობა და ამის აკრძალვა იქნება?! მერე ბავშვებს ნამდვილად ექნებათ მიზეზი კომპიტერს მიეჯაჭვონ!
0 1 1