x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორი არამზადები არიან ზოდიაქოს ნიშნები?

image
ვერძი:

იმპულსური არამზადა. ამით ყველაფერი ნათქვამია. თუ რაიმეს დააშავებს, პატიებას ითხოვს ხმაურით, თავის დაკვრით და სხვა თეატრალური ეფექტებით(რათა მეორე დღეს ისევ გაიმეოროს რაც დღეს დააშავა). ან სულაცარ ითხოვს პატიებას. ვერძული სიამაყე არ აძლევს ამის უფლებას.
თავის გამართლება: "ნახე რა რაზეც გამიბრაზდე...", "ჩემი ბრალი არაა, ემოციების ბრალია" და ასე შემდეგ.
კურო: წინდახედული არამზადა. ვერძისგან სრულიად განსხვავებულია.
ნუ გაირჯებით, არც კი ჰკითხოთ: "აზრზე ხარ საერთოდ რას აკეთებ?"... რა თქმა უნდა მან იცის რასაც აკეთებს. წინასწარ გააკეთა გათვლები, სად უნდა დაგარტყათ, რომ უფრო გეტკინოთ.
გამართლება: "შენ ეს დაიმსახურე".

ტყუპები:
სულელი არამზადაა. ნაწილობრივ ვერც კი ხვდება, რომ ისე იქცევა, როგორც არამზადა.
ცუდი საქციელის შესახებ ავიწყდება 5წუთში.
თავს იმართლებს შემდეგი ფრაზით: "რაა, შენ გაბრაზდი? კი მაგრამ, რატომ??"

კირჩხიბი:
არა, ეს თქვენ ხართ არამზადა! ის კი მსხვერპლია. და ასე იქნება სულ, მაშინაც კი თუ უამრავი ფაქტი მეტყველებს მის დანაშაულზე. ის ასევე იზრუნებს იმაზე, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს, როგორი ცუდიც ხათ და თვითონ როგორი პატარა, საწყალი და მიუსაფარია.
თავის გამართლება: "შენ მე მაიძულე!"

ლომი:
საკუთარ თავზე შეყვარებული არამზადა. ის დიადია...
მაშასადამე ყველაფერი ეპატიება.
თავს... ჰმ.. ის თავს არ იმართლებს. უბრალოდ ამბობს : "მე ასე მომინდა".

ქალწული:
ღვარძლიანი არამზადა. სადღაც, ოდესღაც, თქვენ მისი გზა გადაკვეთეთ(ან უბრალოდ შეეწინააღმდეგეთ)... ჰოდა მიიღეთ, რაც დათესეთ! მთელი ეს წლები ქალწული ელოდებოდა შესაბამის დროს.
თავის გამართლება: ან შეშფოთდება : "მე? როგორ იფიქრე?!" ან ფიქრებში წასული გკითხავთ: "გახსოვს, 1989 წელი, ბაგა ბაღიდან რომ გამოვყავდით მშობლებს..."

სასწორი:
მშიშარა არამზადა. მას დამსახურებულად ეკუთვნის პირველი ადგილი არამზადების რეიტინგში. აქ მოიტყუა, იქ გაგჭორა, იქით გიღალატათ - ეს მისი ცხოვრების წესია. ყველაფერი ეს კი შიშის გამო მოსდით.
თავს არაფრით იმართლებენ. უბრალოდ გემალებიან.

მორიელი:
პრინციპული არამზადა. პრინციპი შეიძლება ნებისმიერი იყოს..არსი ამაში სულაც არ მდგომარეობს. მისი არაორდინალური და აბსურდული მსოფლ. მხედველობით, თქვენ დაარღვიეთ რაღაც კანონი, რის გამოც უნდა დაისაჯოთ. ის საკუთარ თავს სამართლიანობის იარაღად მიიჩნევს.
გამართლება? ეგ რაღაა. ამაყად ასწევს თავს და თქვენს ბოდიშს დაელოდება.

მშვილდოსანი:
სკანდალური არამზადა. იღებს უდიდეს სიამოვნებას კონფლიქტებისგან.
თავს იმართლებს იმით, რომ უბრალოდ ასეთია და რა ქნას?

თხის რქა:
თავშეკავებული არამზადა. კუროს უდარდელობა + ლომის ეგოიზმი + საკუთარი განუმეორებელი სისულელე + ასევე საკუთარი ხელმოჭერილობა ქმნის მას საშინელ არამზადად.
თავის გამართლება: "რა გაეწყობა, ასე გამოვიდა.."

მერწყული:
ცინიკური არამზადა. არამზადების რეაიტინგში დამსახურებულ მეორე ადგილზეა! გააკეთებს ბოროტებას მხოლოდ იმიტომ, რომ გაიცინოს თქვენს განცდებზე.
თავს იმართლებს: აბა კი.. "ჰა-ჰა-ჰა".

თევზები:
უდარდელი არამზადა. თუ გაიგებს განწირულ ხმას, რომელიც დახმარებას ითხოვს, მოიხურავს ფანჯარას და მოიკუნტება პლედში. არ მოვა თქვენთან საავადმყოფოში, სადაც თქვენ იტანჯებით ბოლო რამდენიმე დღეა.
თავის იმართლებს შემდეგი ფრაზით: "ყველა თავისი თავისთვის ცხოვრობს, მაპატიე"

1
1010
6-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
1010
  
2015, 30 მარტი, 14:06
"ყველა თავისი თავისთვის ცხოვრობს, მაპატიე" - ასეთი არამზადა ვყოფილვარ:)))
0 1 1