x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
სააღდგომო კვერცხების განსაცვიფრებელი დიზაინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
დრო სოაცრად სწრაფად და შეუმჩნევლად მიჰქრის... ცოტაც და ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაული-აღდგომა დადგება. მაინც რატომ ველოდებით ასე მოუთმენლად ამ დღეს?-რაღა თქმა უნდა, სააღდგომო პასქის და წითლად შეღებილი კვერცხების გამო, რომლებიც განსაკუთებით პატარებს ახარებს. მოდით, მცირე ვირტუალური მოგზაურობა ჩავატაროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვნახოთ, თუ როგორ ღებავენ და რთავენ კვერცხებს საააღდგომოდ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში.


image



იაპონია



image


თქვენ რომ იაპონიაში ცხოვრობდეთ, მაშინ სააღდგომო კვერცხებს მორთავდით ნაირფერი ნაყშებით, რომელსაც შემდეგნაირად აკეთებენ: ქაღალდისაგან გამოჭრიან სხვადასხვა ფორმის ნაყშებს, დააწებებენ კვერცხებზე, შემდეგ კვერცხებს ხარშავენ საღებავში და გაციების შემდეგ აცილებენ ქაღალდს.. შედეგი სახეზეა.



აშშ


imageimage
ჩვენი გართობა სააღდგომო კვერცხებით საშუალო სტატისტიკის ამერიკელს ბავშვურ ხუმრობად მოეჩვენებოდა. რას არ ნახავთ იქ: სააღდგომო კურდღელს, შოკოლადის კვერცხებს და მულტფილმების სტილში

გადაწყვეტილ სპეციალურ სასაჩუქრე კალათებსაც კი...

და კიდევ: ამერიკელებს ძალიან უყვართ შეჯიბრება სააღდგომო კვერცხების გაგორებაში; გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც უფრო შორს გააგორებს წითელ კვერცხს დახრილ გაზონზე. ამ გართობაში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტიც კი მონაწილეობს და განსაკუთრებით იღბლიანებს შეიძლება თამაშის დასრულების ბოლოს სპეციალური დიზაინით მოხატული კვერცხიც კი შეხვდეთ საჩუქრად, თავად აშშ-ის პირველი პირის ავტოგრაფით დამშვენებული.


image



საბერძნეთი


image

აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ჩვენთან: კვერცხებს ძირითადად წითლად ღებავენ და ის, ვისი კვერცხიც დიდხანს არ გატყდება, ყველაზე იღბლიანად ითვლება.



უნგრეთი


image

უნგრეთში ყველაფერი ისეა, როგორც ზღაპარში: რა სილამაზეა, არა?



ლატვია


image

ლატვიაში ყველაფერი ძველი ტრადიციების მიხედვით ხდება: კვერცხებს ხახვის ფოჩებში ხარშავენ.



უკრაინა


image

უკრაინული "პისანკები" თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ლამაზად და დახვეწილად. წარმოდგენაც კი მიჭირს, რამდენი დრო წავიდოდა თითოეული ამ სასწაულის შექმნაზე.



საფრანგეთი


image


თუ თქვენ ფრანგი ხართ, მაშინ აღდგომას გლობალური აზროვნებით შეხვდებით: მორთულ-მოკაზმული კვერცხები დაე სხვა ერებს ჰქონდეთ, თქვენ კი უზარმაზარ ომლეტს გააკეთებთ ერთბაშად 4500 კვერცხისაგან.



ჩეხეთი


image

კვერცხების დამუშავების ეს რთული ტექნიკა გამოიხატება იმაში, რომ წვრილი მავთული ოსტატურად დაახვიოთ ცარიელი კვერცხის გაშემო. არც ისე იოლია, არა?



პოლონეთი


image

ამოკაწრო ბასრი დანით შეღებილი კვერცხის ზედაპირზე ასეთი რთული ნაყშები - არც ესაა იოლი და დიდ ოსტატობას მოითხოვს.



რუმინეთი


image

ეს სააღდგომო კვერცხები ძალიან ჰგავს უკრაინულ პისანკებს, მაგრამ რუმინულმა კულტურამ მათ დეკორზე მაინც თავისებურად იმოქმედა.



შვეიცარია


image


აქ სჯერავთ, რომ ჭა-სიცოცხლის დასაწყისია და რადგან აღდგომა-ახალი სიცოცხლის დღესასწაულად ითვლება, ადგილობრივები არამარტო კვერცხებს ალამაზებენ, არამედ ჭებსაც რთავენ ნაირფრად შეღებილი კვერცხებით.



ეგვიპტე


image

ფარაონების დროიდან მოყოლებული (ჯერ კიდევ აღდგომის დღესასწაულის დაარსებამდე) ეგვიპტელები კვერცხებს აი ასეთ ფერად ღებავდნენ სხვადასხვა მცენარეების დახმარებით.



იტალია


image

წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რომ ეს სულ შოკოლადია?



მექსიკა


image

სააღდგომო კანფეტები გგონიათ?- სულაც არა, ეს მექსიკური სააღდგომო კვერცხებია, რომელსაც ადგილობრივები კასკარონეს ეძახიან.



ბულგარეთი


image


აი, ასეთ სილამაზეს ნახავთ ბულგარულ ოჯახებში სააღდგომოდ.



გერმანია


image

გერმანიის ზოგიერთ კუთხეში არამარტო სააღგდომოდ ნაირფრად შეღებილ კვერცხებს შეხვდებით, არამედ ამ კვერცხებით მორთულ-მოკაზმულ ხეებსაც.



სამხრეთ აფრიკა


image


ცოტა უკან დავიხიოთ დროში: რა თქმა უნდა, აღდგომაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია, მაგრამ სწორედ ასე გამოიყურებოდა შეღებილი კვერცხი არც მეტი, არც ნაკლები, 60 ათასი წლის წინ. დიახ, დიახ, ეს საოცრება ზუსტად ამდენი ხნისაა.



კანადა


image

კანადელებს არ უყვართ დაწვრილმანება: მხოლოდ მათ აქვთ უზარმაზარი სააღდგომო კვერცხი ქალაქ ალბერტაში



სლოვენია


image

სლოვენიელი ოსტატები ნამდვილ საოცრებებს სჩადიან, გამოჰყავთ რა სააღდგომო კვერცხებზე საოცარი სილამაზის დახვეწილი ნაყშები.



P.S. პოსტის დასასრულს მინდა წარმოგიდგინოთ უნიკალური, გასაოცარი სილამაზის ფაბერჟეს კვერცხი. გისურვებდით, რომ ყველას ოჯახში ყოფილიყოს სააღდგომოდ ეს სილამაზე.


image

6
168
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
168
  
2015, 28 მარტი, 18:29
მეც ეგრე ვთვლი.... არ მომწონს ჭრელაჭრულად შეღებილი კვერცხი..ნუუ ფაბერჟე სხვა თემაა:)
2015, 28 მარტი, 18:11
საინტერესო სტატიაა.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ მე ვთვლი სააღდგომო კვერცხი წითელი უნდა იყოს.
2015, 28 მარტი, 17:59
კი ერმიტაჟშია ფაბერჟეს კვერცხები...კაი, ნუ ხარ მთლად ღორი, ნახევარი დამითმე, რაააა:)
2015, 28 მარტი, 17:51
ეგრე პერეტბურღის მუზუმშია დაცული მგონი ეკატერინეს ნაქონი ძვირფასი ქვებით მნოოჭვილი კვერცხი მაშინ მამცა და მთელი ცხოვრება ხელს არ გავანძრევ
2015, 28 მარტი, 17:47
ფაბერჟე მირჩევნია:)
2015, 28 მარტი, 17:45
სლოვენიის კვერცხი მამეწონა
0 1 6