x
პირველი ავღანელი ქალი ტაქსის მძღოლი.

სარა 38 წლისაა, დაუქორწინებელი, დარწმუნებულია, რომ ერთადერთი ქალი ტაქსის მძღოლია, ქვეყანაში, სადაც მძლავრი პატრიარქალური საზოგადოებაა და სადაც ქალები მიჩნეულნი არიან მეორეხარისხოვან მოქალაქეებად და ხშირად ძალადობენ მათზე. ის ჯერჯერობით 10დოლარიდან 20 დოლარამდე გამოიმუშავებს დღეში, რაც საკმარისია მისი 15 წევრისგან შემდგარი ოჯახისათვის. სარა თავისი საქმიანობით მესიჯს უგზავნის ავღანელ ქალებს: გამოდით სახლებიდან, გახდით დამოუკიდებლები. მისი თქმით, ავღანეთის კონსტიტუცია ცნობს ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობას, თუმცა არქაული ტრადიციები და რელიგიური სტრუქტურა ქალის მორჩილებას ითვალისწინებს. არსებობენ ქალი კანონმდებლები და მინისტრები, თუმცა მხოლოდ პრივილეგირებულ და ძლევამოსილ ოჯახებში დაბადებული ქალები ინარჩუნებენ უფლებებსა და თანასწორობას. ესენი ერთეული არიან. მართვის მოწმობა ორი წლის წინ აიღო, გამოცდაზე 30 კაცი იყო, ერთ-ერთი მივიდა სარასთან და უთხრა: '' მე მრცხვენია შენს მაგივრად''. მათგან მხოლოდ ცხრამ შეძლო გამოცდის ჩაბარება, და სარამ... თალიბანმა დის ქმარი მოუკლა და მას შემდეგ თავის დასა და მის შვიდ შვილზე ის ზრუნავს. კაცები მის მანქანაში ჩაჯდომას ერიდებიან, ხოლო ტაქსის მძღოლები ცდილობენ ხელი შეუშალონ მუშაობაში, კლიენტები წაართვან და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფეხს უდებენ. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც სარას საქმიანობაში დასაძრახს ვერაფერს ხედავენ, მუჰამედი, სარას მეზობელი, რომელიც ამბობს, რომ ქალს ისევე შეუძლია მძღოლობა, როგორც ექიმობა, და ქალ ტაქსისტთან მგზავრები თავს უფრო დაცულად გრძნობენ. დაბოლოს, სარა დასძენს, რომ ქმარი რომ ჰყოლოდა, არ მისცემდა მუშაობის უფლებას, სწორედ ამიტომაც არის მარტოხელა ქალი.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0