x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ვინ არის და რას საქმიანობს მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმრის ახალი რჩეული? (+ფოტოები)
image
მარიამ როინიშვილი პოპულარული ქართველი მომღერლის, თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი გახლავთ. გოგონამ დედის გზა, სიმღერა აირჩია, თუმცა ქართულ შოუბიზნესს გაერიდა და საოპერო მომღერალი გახლავთ. ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლისამ შექმნა. მარიამის რჩეული
მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. დაშორების მიზეზებზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მეტიც დაშორების ამბავსაც დიდხანს მალავდნენ. "ჩვენს შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ განსხვავებული ხასიათი გვაქვს. ჩვენს შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და ამასაც აქვს თავისი მიზეზი"-განმარტა გიორგიმ. წყვილის ერთი ქალიშვილი, პტარა ელენე ჰყავს. გოგონა დედასთან იზრდება და ცხადია მამასაც ხშირდ სტუმრობს. წყვილმა ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნა.

image

გიორგი მახარაძე უკვე შეყვარებულია. მისი რჩეული მსახიობი მარიამ ნადირაძეა. ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე იცნობდნენ, ჯგუფელები და ახლო მეგობრები გახლდნენ. ერთ დღესაც ერთმანეთს სხვანაირად შეხედეს და მეგობრობაც სიყვარულში გადაიზარდა. წყვილი ამჟამად ერთად ცხოვრობს, თვლიან, რომ სანამ დაქორწინდებიან ერთმნეთი კარგად უნდა გაიცნონ. დაოჯახებას ჯერ არ ჩქარობენ, ბედნიერებით ტკბებიან. მარიამის მტკიცებით, გიორგის ოჯახი მის გამო არ დანგრეულა. "ჩვენი სიყვარული მათი დაშორების შემდეგ დაიწყო. გიორგი ძალიან ერთგული ადამიანი და არსდროს არავის უღალატებს. მე კი სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არსდროს ავაგებ"-ამტკიცებს მარიამი. წყვილი ერთმანეთზე ზრუნავს, საოჯახო საქმეებს ინაწილებენ და იმედოვნებენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე გასტანს.

ვუსურვოთ გიორგის და მარიამს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


imageimageimageimageimageimage





1
1833
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1833
  
0 1 1