x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
3 რამ, რასაც უკან ვეღარ დააბრუნებთ...
image


ერთი ქალი, რომელიც უცხო ქვეყანაში მიფრინავდა, აეროპორტში იდგა და თავის რეისს ელოდებოდა. რაკი რამოდენიმე საათი მოუწევდა ლოდინი, ქალმა გადაწყვიტა გაზეთი ეყიდა და დროის გასაყვანად ტკბილეულით გაერთო თავი. ჟურნალი და პატარა ნამცხვრების შეკვრა იყიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დაჯდა სკამზე, ჟურნალი გადაშალა და კითხვა დაიწყო. ცოტახანში მის გვერდით ერთი მამაკაცი დაჯდა, ჟურნალი გადაშალა და მანაც კითხვა დაიწყო. რამოდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ ქალს თავისი ნამცხვრები გაახსენდა. ნაცხვრების შეკვრა მასსა და მის გვერდით მჯდომ მამაკაცს შორის იდო. ქალმა ვერ გაიხსენა, თუ როდის ამოიღო ის ხელჩანთიდან ჟურნალის კითხვით გართულმა. ”თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს”– გაიფიქრა მან და პაკეტი გახსნა და პირველი ნამცხვარი ამოიღო. მისდა გასაოცრად კაცმაც ამოიღო პაკეტიდან ერთი ნამცხვარი.


– არ მაქვს ამის ნერვები – გაიფიქრა ქალმა. ცუდ ხასიათზე, რომ ვიყო ვაჩვენებდი ამას სეირს. და ამის შემდეგ, როცა ქალი შეკვრიდან ნამცხვარს ამოიღებდა, კაციც იგივეს აკეთებდა. ქალი საშინლად ბრაზობდა, თუმცა ნამცხვრის გამო სცენების მოწყობა არ სურდა. ბოლოს მათ თითო–თითო ცალიც ამოიღეს და შეკვრაში მხოლოდ ერთი ნამცხვარი დარჩა.


– ნეტა ახლა რას იზამს ეს აუტანელი კაცი?! – გაიფიქრა ქალმა და დაელოდა რას გააკეთებდა კაცი. კაცმა ბოლო ნამცხვარიც ამოიღო შეკვრიდან, შუაზე გატეხა და ნახევარი თავისთვის დაიტოვა და ნახევარი კი ქალს გაუწოდა.



– ეს უკვე მეტისმეტია! – წამოიძახა ქალმა, ხელი უკრა კაცს გამოწოდებულ ნამცხვარზე და სასწრაფოდ დატოვა მოსაცდელი ოთახი.


image

ქალი უკვე თვითმფრინავში იჯდა და მიფრინავდა. ცოტა ხანი ფიქრობდა გადამხდარ ამბავზე, შემდეგ სიბრაზემაც გადაუარა, გაიფიქრა, რომ საინტერესო და სახალისო ამბავი იქნებოდა მეგობრებისათვის მოსაყოლად და გაეღიმა.


– ნეტა როგორ გამოვიყურები? – და ხელჩანთა გახსნა, რათა თავისი პატარა სარკე ამოეღო და ჩაეხედა. გაოცებისაგან ხმა ჩაუვარდა. ხელჩანთაში მისი ნამცხვრების შეკვრა იდო, გაუხსნელი და ხელშეუხებელი. ქალს სირცხვილის გრძნობა დაეუფლა, რადგან გააანალიზა, რომ კაცმა მას თავისი წილი ნამცხვარი ისე გაუნაწილა, რომ მისგან განსხვავებით ოდნავაც კი არ გაბრაზებულა.


– მე კი ვფიქრობდი, რომ ის ჩემს ნამცხვარს ჭამდა, არადა თურმე მე ვჭამდი მისას. გასაოცარია, ნეტა შემეძლოს, რომ ავუხსნა და ბოდიში მოვუხადო – ფიქრობდა ქალი და დარცხვენით თავი ჩაღუნა.


მაშასადამე, არსებობს 3 რამ, რასაც უკან ვეღარ დააბრუნებთ:


1. დრო, რომელიც გავიდა.
2. სიტყვა, რომელიც თქვით.
3. შემთხვევა, რომელიც ხელიდან გაუშვით.

2
275
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
275
  
2015, 25 მარტი, 22:57
ნამდვილად მაკუშ
2015, 21 მარტი, 13:10
ცნობილი და ძალიან დასაფიქრებელი ამბავია...
0 1 2