x
image
natia.a
კროკემბუში - ულამაზესი ფრანგული საქორწილო ნამცხვარი (რეცეპტი)
imageკროკემბუში ტრადიციული ფრანგული საქორწილო დესერტია. ის როგორც წესი, მცირე ზომის კრემიანი პროფიტროლებისგან შექმნილი კონუსია, რომელსაც კარამელის ძაფებით და სხვა მოსართავებით რთავენ. ქორწილის გარდა კროკემბუშს შეიძლება შეხვდეთ საშობაო და ნათლობის საზეიმო სუფრებზე.


ახლა კი მომზადება:


პირველ რიგში ვამზადებთ ჩვეულებრივ მოხარშულ, ანუ შუს ცომს.


500 მლ. წყალი
200 გ. ფქვილი
200 გ. კარაქი
6 ცალი კვერცხი
მწიკვი მარილი



ქვაბში ვათავსებთ წყალს, კარაქს და მარილს. მივიყვანთ ადუღებამდე და კარაქის გალღობამდე. ვამატებთ ცხელშივე ფქვილს და სწრაფად ავურევთ. გადმოვდგამთ ცეცხლიდან და ოდნავ შევაგრილებთ. შემდეგ თითო-თითოდ ვამატებთ კვერცხებს და მიქსერით კარგად ვთქვიფავთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მივიღებთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომს.


გამოსაცხობ ფორმაზე დავაფენთ პერგამენტს და საკონდიტრო ტომრით დავსვამთ ცომისგან 2, 5–3 სმ-ის დიამეტრის ბურთულებს. ერთმანეთს უნდა დავაშოროთ დაახლოებით 3-3, 5 სმ-ით. გამოდის 30 ცალი ბურთულა. ვაცხობთ 200 გრადუსზე, 25 წთ.


imageimageimageimage





ვამზადებთ კრემს:


1 ცალი კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
4 ს.კ. ფქვილი
1 ლ. რძე
300 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
2 ს.კ. კონიაკი
ვანილი


ნახევარი ჩ.ჭ. რძე, ფქვილი და კვერცხი ავთქვიფოთ. ცალკე გავაცხელოთ დარჩენილი რძე და შაქარი, შევურიოთ ფქვილიანი ნარევი და მივიყვანოთ ადუღებამდე. კრემი უნდა შესქელდეს. გავაგრილოთ. შევურიოთ კონიაკი და ოთახის ტემპერატურის კარაქი.

ან კიდევ შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენს მიერ უკვე გამოცდილი რეცეპტით, ჩვეულებრივი მოხარშული კრემი.


image
გადაიტანეთ კრემი საკონდიტრო ტომარაში და ამოავსეთ მისით პროფიტროლები.


А1 ფორმატის მუყაოზე დავხაზოთ ღია კონუსი (როგორც ნაჩვენებია ფოტოზე), გამოვჭრათ და წებოვანი ლენტით შევკრათ კონუსის ფორმა. მუყაოს კონუსზე შემოვაკრათ ფოლგა, რომელიც ასევე კონუსის ფორმას მიიღებს. შემდეგ ფრთხილად მოვხსნათ ფოლგა და მოვათავსოთ მუყაოს შიგნით.


imageimage





400 გ. შოკოლადი გავალღოთ ორთქლის აბაზანაზე. ამოვავლოთ ერთი პროფიტროლი შოკოლადში და ჩავდოთ კონუსის წვერში, შემდეგ სამი პროფიტროლი ამოვავლოთ შოკოლადში და მოვათავსოთ ზემოდან და ა.შ. სანამ კონუსი მთლიანად შეივსება.


imageimage


მიღებული კონუსი შევდოთ მთელი ღამით მაცივარში. მეორე დღეს გადმოვაბრუნოთ და დავდგათ ლანგარზე. მოვხსნათ მუყაოც და ფოლგაც. მიღებული კროკემბუში შეგვიძლია მოვრთოთ ფიგურული მოსართავებით, თხილით და ა.შ. ტრადიციულად კი მას კარამელით ან კარამელის ძაფებით რთავენ.



image

image






1
208
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
208
  
2015, 10 მარტი, 23:58
G–G
0 1 1