x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
პაპილომის საწინააღმდეგო ვირუსის ვაქცინაცია – ეფექტურია თუ არა?

რამდენიმე წლის წინ ფარმაცევტულმა მაფიამ მოიგონა ბავშვების
ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგოდ. ჩვენმა მმართველებმა, თავიანთი
პატრონების სასიამოვნებლად, მაშინვე დაიწყეს ამ საწამლავის საქართველოში დანერგვა ისე, რომ სულაც არ უდარდიათ შედეგებზე. . .

არც თუ დიდი ხანია, ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიკლინიკაში, სკოლასა და კერძო დაწესებულებაში დაიწყეს საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის – ადამიანის პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო აცრის შეთავაზება.
ადამიანის კანსა და ლორწოვანზე პაპილომების წარმონაქმნების გამომწვევი ვირუსები როგორც მეჭეჭის ვირუსები დიდი ხანია ცნობილი. არსებობს დაახლოებით 100(!) სხვადასხვა ტიპის ვირუსი, რომლებიც იწვევენ კანის მეჭეჭებს და ლორწოვანის წყლულებს. ისინი კონტაქტური გზით გადაეცემიან და ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ამ ინფექციის მტარებელია. ითვლება, რომ, იმისათვის, რათა მტარებლობა დაავადებაში გადავიდეს, საჭიროა ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტება, სტრესი და სხვ. არსებობს აგრეთვე აზრი, რომ ადამიანის პაპილომის ვირუსის მხოლოდ ზოგიერთი სახესხვაობა ახდენს კიბოს პროვოცირებას, უმეტეს შემთხვევაში კი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და, ხშირად, სამედიცინო ჩარევის გარეშე გაივლის. ამის მიუხედავად ვირუსის საშიში ფორმებით გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებების მსხვერპლი მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ხდება 270000 ქალი. ხოლო იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა პროფილაქტიკური აცრა: არ არის ვირუსი, არ არის კიბო!
ჩემი აზრით, სატელევიზიო არხით გასული რეკლამა, რომელიც თვლის რომ ვაქცინა მყარ იმუნიტეტს აყალიბებს გენიტალური მეჭეჭების და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი უფრო მეტად გავრცელებული ოთხი ვირუსის მიმართ – ყველაზე დაუფარავი და ღია დივერსიაა, რომლის მიზანიც საქართველოს მოსახლეობის გენოციდია.ლოზუნგი იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია რაღაცისგან იცავს – სრული სისულელეა.
განვმარტავ, თუ რატომ.
თქვენი არჩევანის მიხედვით პროგრამაში წარმოდგენილია ერთი ტიპის მოქმედების, მაგრამ სხვადასხვა უცხოური დასახელების ორი ვაქცინა – გარდასილი “Gardasil” (მწარმოებელი: Merk Sharp&Dohme, ნიდერლანდები) და ცერვარიკსი “Cervarix” (მწარმოებელი: GlaxoSmithKline Biologicals, დიდი ბრიტანეთი).
რეკლამა ასე ღაღადებს, “გარდასილი და ცერვარიქსი – ერთადერთი ვაქცინებია, რომლებიც იცავენ ადამიანს პაპილომის ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სხვადასხვა მძიმე დაავადებისგან: საშვილოსნოს ყელის დისპლაზია გენიტალური მეჭეჭები და სხვ. ვაქცინები მოწონებულია FDA (Food and Drug Administration) და ოფიციალურად
დარეგისტრირებულია აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიასა და ევროკავშირის ქვეყნებში”.
განვარგრძოთ კითხვა:
გარდასილი შემუშავებული იყო აშშ-ში 90-იანი წლების დასაწყისში. 15 წლის განმავლობაში მიმდინარე ექსპერიმენტები დასრულდა კლინიკური გამოცდით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 21000 ქალბატონმა”.
საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალური მეჭეჭების განვითარების საწინააღმდეგო ვაქცინა უფრო მეტ ეფექტს მოიტანს იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაცია ჩაუტარდებათ არა მარტო გოგონებს, როგორც ახლაა დაგეგმილი, არამედ ბიჭებსაც. ამ დასკვნამდე მივიდა ვაქცინის შემქმნელი კომპანიის Merk&Co ლაბორატორიების მკვლევართა ჯგუფი.
Merk&Co მიერ შემუშავებული ოთხვალენტიანი ვაქცინა “გარდასილი” რეკომენდებულია 9-26 წლამდე ასაკის ქალებისა და გოგონებისათვის და თავიდან აცილებს ადამიანის პაპილომის 6, 11, 16, 18 ტიპის ვირუსების მიერ საშვილოსნოს ყელის პოტენციურად ავთვისებიან წარმონაქმნების განვითარებას (“16 და 18 პასუხისმგებელია საშვილოსნოს ყელის 70% შემთხვევაზე, 6 და 11 ტიპები კი – 90% გენიტალიების მეჭეჭების შემთხვევებზე” – ჩემი შენიშვნა).
მეცნიერთა გაანგარიშებით, 12 წლამდე ასაკის გოგონების ვაქცინაციას, გოგონებისა და უფროსი ასაკის ქალებისთვის დამატებითი პროგრამების შემოტანას შეუძლია 30-40 წელიწადში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 78%-მდე შემცირება. თუმცა, თუ ვაქციანცია 11-12 წლის ასაკის ბიჭებსაც ჩაუტარდებათ, ახალი შემთხვევების რიცხვი 90%-ზე მეტად შემცირდება.
ეს პრეპარატები მართლა ასეთი ეფექტური, და რაც მთავარია, უსაფრთხოა? 2007 წელს გამოჩნდა დამოუკიდებელი გამოკვლევები ამ თემის ირგვლივ.
ისე, მსხვილი ამერიკული საინფორმაციო ჟურნალმა “ნიუს ტაგიტ”- მა ყურადღებით შეისწავლა “ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში” (American Medical Association, JAMA, August 15, 2007-vol 298, No.7) გამოქვეყნებული გამოკვლევა და დასახელება ”ადამიანის პაპილომის 16/18 L1 ვირუსის მსგავსი ნაწილაკის მქონე ვაქცინის გავლენა წინამორბედი ინფექციის მქონე ქალებზე”. გამოკვლევის მიზანი იყო ადამიანის პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების სარგებლიანობა ადამიანის პაპილომის ვირუსის მტარებელი ქალების შემთხვევაში (რომელთაც ფაქტიურად მიეკუთვნება ყველა სექსუალურად აქტიური ქალბატონი ასაკის მიუხედავად). ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალიდან გადმობეჭდილი ეს სტატია შეიძლება იპოვოთ ლუისვილის უნივერსიტეტის დოკუმენტების
არქივში მისამართზე: http://louisville.edu/medschool/med-peds/residents/journal-club/11-07%20Article.pdf.
ეს დოკუმენტი შეიცავს გამაოგნებელ ცნობებს ვაქცინის არაეფექტურობის შესახებ. მასში ნათქვამია, რომ ადამიანის პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხშირად იწვევდა ვირუსის რაოდენობის გაზრდას და ქალის ორგანიზმის ვირუსისგან გათავისუფლების უნარი საერთოდ არ გააჩნდა. ასე ანგარიშის პირველივე გვერდზე აბზაცში სახელწოდებით “შედეგები” ვკითხულობთ:

არ ყოფილა ვირუსის მომატებული კლირენსის არანაირი ნიშანი (ვირუსული ინფექციისგან ორგანიზმის გაწმენდა - ჩემი შენიშვნა) 6 ან 12 თვის გავლის შემდეგ ჯგუფში, რომელმაც მიიღო პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ინფიცირების აღმოჩენის დონე HPV – 16/18 (ადამიანის პაპილომის ვირუსი - ჩემი შენიშვნა) ინფექციისთვის 6 თვის შემდეგ შეადგენდა 33, 4% (82 / 248) ჯგუფში, რომელსაც უკეთდებოდა ვაქცინა და 31, 6% (95 / 298) საკონტროლო ჯგუფში (ანუ მათ, ვისაც ვაქცინა არ უკეთდებოდა - ჩემი შენიშვნა) (ვაქცინის ეფექტურობა ვირუსული კლირენსისთვის, 2, 5%: 95%-იანი სანდოობის ინტერვალი, - 9, 8%-ია 13, 5%-თან). 12 თვის შემდეგ ადამიანის პაპილომის ვირუსით ინფიცირების აღმოჩენის დონე 16/18 შეადგენდა 48, 8% (86 / 117) პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინირებულთა ჯგუფში, HPV-16/18 და 49, 8% (110 / 220) საკონტროლო ჯგუფში (ვირუსული კლირენსისთვის ფაქცინის ეფექტურობა – 2, 0%; 95%-იანი სარწმუნოობის ინტერვალი - 24, 3%-ია 16, 3%-თან).
არ შეიმჩნეოდა თერაპიული ეფექტის არავითარი ნიშანი ადამიანის პაპილომის ვირუსის
სხვა სიმსივნისწარმომქმნელი და არასიმსივნისწარმომქმნელი კატეგორიებისთვის ქალებში,
ვინც მთელი დოზა მიიღო, ერთი ინექციის მიმღებ ქალებსა და იმ ქალებში, რომლებიც სტრატიფიცირებულნი იყვნენ შემდეგი ნიშნების მიხედვით: HPV-16/18 სეროლოგია (სეროლოგია - იმუნოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის სისხლის შრატის ანტისხეულების ურთიერთქმედებას ანტიგენებთან - ჩემი შენიშვნა), ციტოლოგიური შედეგები დნმ-ადამიანის პაპილომის ვირუსის მტარებლები, დაწყებული სქესობრივი მომწიფებიდან, chlamydia trachomatis ან ინფექცია Neiseeria gonorrhoeae, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების ჰორმონალური გამოყენება ან სიგარეტის მოწევა.“
აბზაცში სახელწოდებით “დასკვნა” ნათქვამია:
ვირუსის დნმ-დმი მგრძნობიარე ქალებისთვის HPV–16/18 საწინააღმდეგო აცრა არ აჩქარებს ვირუსულ კლირენსს (ორგანიზმის გაწმენდა ვირუსული ინფექციისგან –ჩემი შენიშვნა) და არ უნდა იქნეს გამოყენებული გავრცელებული ინფექციების სამკურნალოდ.
ამ შოკისმომგვრელმა შედეგებმა გამოკვლევების ავტორები მიიყვანა შემდეგ საღ დასკვნამდე,
რომელიც დაბეჭდილია “ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში”:
არ აღინიშნებოდა ვაქცინის თერაპიული ეფექტის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ქალების ანალიზებში, რომლებიც იღებდნენ ვაქცინის ყველა დოზას, იმ ქალებთან შედარებით რომელთაც მხოლოდ ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია ჰქონდათ. ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ვაქცინის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ვაქცინაცია ზეგავლენას არ ახდენს, ვაქცინაცია არ მოქმედებს ვირუსის ელიმინაციის დონეზე 12-თვიანი პერიოდისთვის. ეფექტურობის შემდგომმა გამოკვლევებმა BLA (biologics license application) გამოავლინეს, რომ გარკვეული ადამიანების გარკვეულ ჯგუფში გარდასილმა შეიძლება გაზარდოს დაავადების რისკი 44, 6% სწორედ მათთან ვინც უკვე არის ადამიანის პაპილომის იმ ვირუსის მტარებელი, რომელიც ვაქცინაშია გამოყენებული”.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დადგენილია, რომ პაპილომის ვირუსის “უვნებელ” მდგომარეობაში მყოფი ვირუსის მტარებელი ახალგაზრდა ქალისთვის შეყვანილმა ვაქცინამ შეიძლება გაააქტიუროს ინფექცია და უშუალოდ კიბოს წინარე ცვლილებებამდე მიიყვანოს. ანუ, ვაქცინას შეუძლია ქალებში დააჩქაროს კიბოს წინარე ცვლილებების განვითარება.
ეს ინფორმაცია უბრალოდ დაფარული იყო. ანგარიშის გაცნობის შემდეგ როგორ უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ვაქცინა საერთოდ მუშაობს?
ამრიგად, ახლა, იმედია, გასაგებია, რას ნიშნავს სანდრა რულოვსის და Ko. (საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრი, სანდრა რულოვსის პატრონაჟით, თბილისის მუნიციპალიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტრო) სარეკლამო აქცია?
ვაქცინაციის მთელი კამპანია სხვა არაფერია, თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული გენოციდი. საქართველოს დღევანდელი მოსახლეობა საცდელი თეთრი ვირთაგვები არიან, რომლებიც მსოფლიოს კულისებსმიღმა სივრციდან იმართებიან
და რომლებზეც მისი პერიფერიის წარმომადგენლები ატარებენ თავიანთ კაცთმოძულე ექსპერიმენტებს. რამდენიც უნდა გვიძახონ ცისფერი ეკრანებიდან ლაქიებმა და მეტროპოლიის ზედამხედველებმა დემოგრაფიული ზრდისა და უბრალო მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესახებ – ეს განა მარტო არ ხდება, არამედ პირიქით - ადამიანებში სიმართლისა და ტყუილის საშუალებით ცდილობენ შეიყვანონ დაავადება, რომელიც მათ არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც მოწამლავს.
ამიტომ მინდა დავიცვა მომავალი დედები ვაქცინაციის მცდარი ნაბიჯისგან, თუ მათ სურთ, რომ იყვნენ არა მარტო ჯანმრთელები, არამედ, საერთოდ შვილები შეეძინოთ.

P.S. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კომპანიამ Merck
Sharp & Dohme გარდასილით 1 წელიწადში 1, 5 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.


დამატებითი ინფორმაცია:
http://www.naturalnews.com/Report_HPV_Vaccine_1.html
http://www.1796kotok.com/pdfs/HPVcancervaccine2007.pdf
VAERS-ის (ვაქცინის გვერდითი მოქმედების რეგისტრაციის ამერიკული სისტემა) წყაროები საშვილოსნოს ყელის კიბოსსაწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოქმედების შესახებ 2010 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით
http://sanevax.org/pdf/SV%20Vaers%20Analysis%20HPV%20vaccines.01.pdf
და ვაქცინაციის შემდგომ განვითარებული აუტოიმუნური დაავადებების შესახებ 2010 წლის ივნისის მდგომარეობით
http://sanevax.org/pdf/SV%20Vaers%20Analysis%20HPV%20vaccines.06.autoimmune%20disorders.pdf.
ინგლისში 14 წლის გოგონა გარდაიცვალა „საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო“ აცრის მერე
http://www.telegraph.co.uk/health/healthnews/6236699/14-year-old-dies-after-being-given-cervical-cancer-jab.html

ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ედუარდ ფეროიანი

0
264
შეფასება არ არის
ავტორი:ედუარდფ
ედუარდფ
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0