x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და მდიდარი სახელმწიფოს მეთაური.რომლის სახელი უფრო შემორჩება ისტორიას?
პრეზიდენტობის ვადა ეწურება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახელმწიფოს ლიდერს მსოფლიოს ისტორიაში.ეს გახლავთ ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე პეპე მუხიკა.


იგი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მეთაური თანამედროვე ისტორიაში.მისი მმართველობის პერიოდში მოხდა მარიხუანის, აბორტის და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება.

ამასთანავე მუხიკა იყო დაჯგუფება Tupamaros-ის წევრი, რომელიც ებრძოდა ისეთ მეთოდებს, როგორებიცა ტერორიზმი, ბანკების ძარცვა და მძევლად აყვანა.მებრძოლებთან შეტაკებისას მუხიკა 6 ტყვიით დაიჭრა, დააკავეს, აწამეს.მთლიანად 14 წელი გაატარა ციხეში.


ხოსე მუხიკა კიდევ იმით შევიდა ისტორიაში, რომ თავის ხელფასის 90% პროცენტს, ანუ 12, 500 დოლარს ქველმოქმედებისთვის იყენებდა, ეცვა სადა სამოსი და ცხოვრობდა ქალაქგარეთ უბრალო სახლში.დადის უბრალო Volkswagen Beetle-თი.


imageimage


ახლა კი უმდიდრეს ადამიანს გავეცნოთ-ბრუნეის სულთანი ჰაჯი ჰასანალ ბოლკიაჰი.მისი ქონება 22 მლრ.დოლარად არის შეფასებული.იგი არის ერთდროულად ქვეყნის მეთაური, თავდაცვის და ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე რელიგიური წინამძღოლი..

მის ფუფუნებით ცხოვრებაზე ლეგენდები დადის, იგი მსოფლიოში ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციონერია, მის გარაჟში 3000-ზე მეტი ავტომობილია,


მათ შორის 600 "Rolls-Royce", 500 "Ferrari" და 100 "Koenigsegg"-ი.მას მსოფლიოში უდიდესი ჰარამხანა აქვს, სადაც 600 ქალი ცხოვრობს.ხოლო მარტო მისი საკუთარი თვითმფრინავის Airbus А340 შიდა ინტერიერის მოწყობაში 120 მილიონი $ გადაიხადა.

image
imageimage

0
659
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0