x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სალომე ბაკურაძე ნინი შერმადინს: "შე არაადამიანო .... მძულხარ!"
image
"შე არაადამიანო, შენი ნომრენის რაოდენობა ნახე ჩემს ტელეფონში, მძულხარ"-წერს სალომე ბაკურაძე ნინი შერმადინს და თან მოწმედ ფოტოც მოაქვს საკუთარი ტელეფონიდან. "ვერ ჩამოყალიბდი რომელ ნომერზე დამირეკო და მომიკთხო ხო?"-ეხმიანება მეგობარსა და კოლეგას ნინი შერმადინი. ერთი შეხედვით სამკვდრო-სასიცოცხოდ ერთმანეთს გადაკიდებულ მომღერლებს უკან თურმე მეგობრობა იმალება. ყვითელი პრესა კი იმედგაცრუებულია, მორიგი სკანდალი ქართულ შოუბიზნესში რაღაც აგვიანებს.image

შეგახსენებთ რომ, მომღერალი ნინი შერმადინი საქართელომ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მიზანმა, გამხდარიყო შემდგარი და ძლიერი მომღერალი ამერიკაში წაიყვანა. უცხო ქვეყანაში თავის დამკიდრება მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ მომღერალმა ახალ ცხოვრებას უკვე აუწყო ფეხი. ყველაზე მეტად რაც საქართველოში ენატრება ეს მისი ქალიშვილია. გოგონა დედის მსგავსად კარგად მღერის. ნინი საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს.

image

მომღერალი სალომე ბაკურაძეს კი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მომღერლის რჩეული 29 წლის ლაშიკო ბასლანძე გახლავთ. ის პროფესიით იურისტია და "GDS"-ში მუშაობს. წყვილმა ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა და უკვე ერთობლივი ცხოვრებასაც დაიწყეს. სალომემ სულ ცოტა ხნის წინ პროექტ "ერთი-ერთში" გამარჯვება მოიპოვა. პრიზიც საკმაოდ სოლიდური გახლავთ, ბინა. რა ბედი ელის საჩუქარს ჯერ უცნობია, რადგან სალომეს და ლაშიკოს საკუთარი ბინა უკვე აქვთ. მომღერლის მტკიცებით ლაშიკო ძალიან კარგი ქმარია და მეუღლეს შეზღუდვებსაც არ უწესებს.image


ვუსურვოთ სალომეს და ნინის წარმატებები, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში. image

1
1450
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1450
  
2015, 5 მარტი, 10:52
რომ წავიკითხე სათაიური ეგრევე გამიჭირდა დაჯერება,სალოში ასეთი დამოკიდებულება ვინმესადმი დაუჯერებელია,კეთილ გულიანი გოოოოგოოოოაააა ეგ
0 1 1