x
სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმართველობების ურთიერთობა და თვითმართველობის უფლება–მოსილებები
სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშორმლობის პრინციპს. მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები) და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მართალია, სახელმწიფოსა (რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება წარმოადგენს) და მუნიციპალიტეტების ურთიერთობა დამყარებულია ურთიერთთანამშრომლობაზე, თუმცა მათ შორის სერიოზული კონტროლი მიმდინარეობს, რომელიც გარკვეული ვალდებულებებითაც კი განისაზღვრება. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი, საფინანსო-ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობები.[2] ამგვარად ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმართველობების მუშაობისათვის საჭირო გარემო პირობების შექმნა და ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტების გამართულ მუშაობას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ-სტუდენტური ფორუმის“ მიერ ორგანიზებული პროექტის („სტუდენტები რეგიონალური მმართველობის განვითარებისთვის“) ფარგლებში ვეწვიეთ სამ თვითმართველ ქალაქს. ქუთაისის თვითმართველობაში განაცხადეს, რომ სახელმწიფოსგან არის გარკვეული ხელშეწყობები, თუმცა მათ მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც სურს რომ მოაგვაროს ქუთაისის საკრებულოს. ამასთანავე დასძინეს, რომ გზების რეაბილიტაცია არ შედის მათ კონპეტენციაში, რაც გულისხმობს იმას, რომ საკრებულო საჭიროებს უფლება–მოსილებების გაზრდას. ახალციხის მუნიციპალიტეტში კი განაცხადეს, რომ მათ მუშაობისთვის გამოყოფილი ფართი არ იყო საკმარისი ორგანოს სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის. ამდენად აშკარაა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ, არ ხდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი, საფინანსო-ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების შექმნა. ამდენად შეიძლება ისიც კი დავუშვათ რომ ხდება კანონის არასრულფასოვნად შესრულება. საინტერესოა ამ შემთხვევაში რა სახით შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს მოითხოვონ საკუთარი უფლებების შესრულების დაცვა? საქართველოს ორგანული კანონში ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ქმედებების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.[3] ამ კანონის არსებობის მიუხედავად ნაკლებადაა ცნობილი იმ ფაქტის შესახებ, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტის გამგეობას სარჩელი შეეტანოს სასამართლოში ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ამის საჭიროება ჯერ არ გამხდარა და როგორც ზემოთ ითქვა, ხელისუფლება და მუნიციპალიტეტის ორგანოები მჭიდრო ურთიეთთანამშორმლობის პრინციპს იცავენ და სასამართლოს გარეშე აგვარებენ მსგავს პრობლემებს.


მუნიციპალიტეტების უფლება–მოსილებები

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ რა ფუნქცია ეკისრებათ ადგილობრივ თვითმართველობებს, ვფიქრობ საჭიროა ჩამოვთვალოთ და განვმაროთ მუნიციპალიტეტების უფლება–მოსილებები.


მუნიციპალიტეტი მთლიანად განკარგავს მართული ტერიტორიის ბიუჯეტს, ამზადებს, განიხილავს და ამტკიცებს მას. ასევე აწარმოებს სახაზინო ფინანსურ ოპერაციებსა და საბანკო ტრანზაქციებს. ასევე მართავსა და განკარგავს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას საქართველოს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით. ამასთანავე მუნიციპლაიტეტი განკარგავს ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივ რესურსებს, კულტურული ძეგლების მოვლა–პარტონობას და მათ გამოყენებას ტურიზმისა და რეკრეაციის მნიშვნელობით. ადგილობრივი თვითმართველობის მოვალეობაში შედის ადგილობრივი გადასახედების აკრეფა, შესწორება და გაქუმქმება, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარება, გასართობი და დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა, ტერიტორიის გამწვანება, ინფრასტურქტურისა და საკომუნიკაციო თუ სხვა სახის საცხოვრებელი სისტემების შექმნა–განვითრაება და სხვა.[4] თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა სახის უფლება–მოვალეობები რაც მუნიციპალიტეტში არსებულ ორგანოებს გააჩნიათ, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის აქტებით. მოკლედ, რომ ვთქვათ, მუნიციპალიტეტებს საკუთარ ტერიტორიაზე გააჩნიათ თითქმის ყველა სახის ის უფლება–მოსილებები, რაც ხელისუფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამგვარად თვითმართველი ქალაქი, თუ ადმინისტრაციული ერთეული, წარმოგივიდგება ავტონომიურ ერთეულად, რომელიც თავად განკარგავს მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას და საკუთრებას, თუმცა კი ექვემდებარება ცენტრალურ ხელისუფლებას და ანგარიშვალდებულია მასთან და ხალხთან. ზემოთ ჩამოთვლილ და კანონით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების გარდა, მუნიციპალიტეტს შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე ორგანომ გადასცეს ექსკლუზიური უფლებები, რომელიც რეგულირდება საქართველოს საკანონმდებლოა აქტებით.

როგორც ვხედავთ, მუნიციპალიტეტებს სერიოზული უფლება–მოსილებები გააჩნიათ, რამაც ზოგს შესაძლოა აფიქრებინოს, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტი ავტონომიას მოითხოვს, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად არაქართველია. ამგვარი ავტონომიის მოთხოვნა კი თავისთავად გულისხმობს სეპარატიზმის პოტენციურ გამოვლინებას. თუმცა აღვნიშნავ, რომ ეს შიში ნაკლებად საფუძვლიანია, რადგან სახელმწიფოს მიერ ხდება მუნიციპლაიტეტების საქმიანობის კონტროლი, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ ენიჭებათ სრული თავისუფლება.

სახელმწიფო ზედამხევდელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტებზე, რომლის მიზანია
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კანონიერების და დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველყოფა.[5] სახელმწიფო მუნიციპალიტეტებზე ორი სახის ზედამხედველობას ახორციელებს: სამართლებრივსა და დარგობრივს. სამართლებრივი ზედამხედველობა არეგულირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ახორციელებს. დარგობრივი ზედამხედველობა კი, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების (ექსკლუზიურად გადაცემული უფლებების) კანონიერ და ჯეროვან შესრულებას, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი სამინისტრო, რომლის უფლებამოსილების დელეგირებაც განხორციელდა კანონის შესაბამისად.



ამას გარდა, მუნიციპალიტეტებში ხორციელდება სამი სახის აუდიტი (სახელმწიფო, დამოუკიდებელი და შიდა). თუმცა მათზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს და გავცდებით თემის შინაარს. ამგვარად მუნიციპალიტეტებში ზედამხედველობა თითქმის ყოველი მხრიდან ხორციელდება, გარდა ერთისა. საკრებულოები და თვითმართველობის სხვა ორგანოები ყველაზე ნაკლებად ხალხის მიერ კონტროლდება, მაშინ როდესაც ამომრჩეველი დემოკრატიულ ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვანი მაკონტროლებელია მთელ სახელმწიფოში.

ამგვარად იმის ალბათობა, რომ რომელიმე მინიციპალიტეტმა ავტონომია მოითხოვოს საკმაოდ მცირეა ზემოთ ნახსენები ზედამხედველობებისა და აუდიტის ფონზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსახლეობისჩართულობის საჭიროებას, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტების საქმიანობის პირბელი მაკონტროლებელი.


[1] (საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,
თავი I, მუხლი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება. ქუთაისი, 2014

[2] (საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,
თავი I, მუხლი 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები. ქუთაისი, 2014

[3] საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,
თავი I, მუხლი 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები. ქუთაისი, 2014

[4] საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,
თავი I, მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები. ქუთაისი,
2014

[5] საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კარი IV, თავი XVI, მუხლი 129. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები. ქუთაისი, 2014




ავტორები: მერი ქაჯაია, ნიკა ჩერქეზია


0
176
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა ჩერქეზია
ნიკა ჩერქეზია
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0