x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"ის მაინც ბრუნავს" - მითები, რომელთა სიმართლის ბევრ თქვენგანს დღემდე სჯერა
არსებობს მითების ისეთი კატეგორია, რომლებიც, გაჩნდა რა ერთხელ, ისე ჩაეჭედა ადამიანებს გონებაში, რომ იქ დარჩა მრავალი თაობის განმავლობაში, არადა ბევრი მათგანი აბსოლუტური სიცრუეა და სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს და რამდენიც არ უმტკიცო ადამიანებს, რომ ლიმონში ცე ვიტამინის რაოდენობა ძალიან მცირეა, ხოლო სირაქლემები თავს არასოდეს არ მალავენ ქვიშაში, მაინც აღმოჩნდებიან ისეთები, ვისაც ასეთი ფაქტების ჯიუტად სჯერა.

მოდით ერთხელ და სამუდამოდ დავანგრიოთ ზოგიერთი საყოველთაოდ გავრცელებული მითი, რომლებიც დღემდე სიმართლე გეგონათ.


1. მუსტანგი - ეს ლამაზი და გრაციოზული ცხენია



image

დავიწყოთ იქედან, რომ კოლუმბამდე ამერიკის კონტინენტზე საერთოდ არ იცოდნენ რა იყო ცხენი. მუსტანგები - ესაა ესპანელების მიერ შეყვანილი ცხენების გაველურებული შთამომავლები. ცხენები ეს ჯიში მოშინურებულიც კი არ გამოირჩეოდა სილამაზით და ლამაზი გარეგნული იერით, ხოლო გაველურების შემდეგ სულ მთლად დაჩიავდნენ და უხეშები და მოუქნელები გახდნენ. ზუსტად ასეთი თვისებებით გამოირჩეოდნენ მუსტანგებზე ამხედრებული კოვბოებიც - გაუნათლებელი და უხეში, გაუთლელი მწყემსები, რომლებიც დღე და ღამე საქონლის გადარეკვით იყვნენ დაკავებულნი. ასე რომ, უდარდელი მომხიბვლელი ვაჟკაცები, ამაყად რომ დააქროლებდნენ თავიანთ რაშებს სალუნების წინ, ეს მხოლოდ მწერლების და რეჟისორების გამონაგონია და სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება ინდიელებს, ისინი მუსტანგებზე საერთოდ არ ჯდებოდნენ, ისინი მათ მხოლოდ და მხოლოდ ...ჭამდნენ.



2. სირაქლემები თავს ქვიშაში მალავენ


image

სწორედ ასე მოეჩვენა რომაელ სწავლულს პლინიუს უფროსს და მან ეს ფაქტი ენციკლოპედიაში შეიტანა. ზოგადად ამ მეცნიერის ნაშრომები დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, მაგრამ ამ მითმა საუკუნეებს გაუძლო. სინამდვილეში სირაქლემები სულაც არ მალავენ თავს ქვიშაში, მათ ეს აზრადაც არასოდეს მოსვლიათ. უბრალოდ ეს ფრინველები ხშირად წვებიან მიწაზე და თავს ძირს დებენ, რომ გრძელი კისერი დაასვენონ.



3. შვედურ ოჯახებში მრავალქმრიანობა და მრავალცოლიანობაა


image


საიდან წამოვიდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცნობილი ეს მითი - არავინ იცის, თუმცა დააახლოებით 60 წლის წინ ევროპაში არსებობდა ასეთი გამოთქმა: "ქორწინება შვედურად", რომელიც აღნიშნავდა არარეგისტრირებულ ქორწინებას, მაგრამ როგორ გახდა ეს გაგება ჯგუფური სექსის სიმბოლო, ეს ცნობილი არაა. თავად შვედები ძალიან მოწესრიგებული და ერთგული ხალხია და ისინი შოკში ვარდებიან კითხვაზე, მართლაც უყვართ თუ არა მათ ჯგუფური სექსი და ამ საქმით პირდაპირ შვედურ მაგიდებზე კავდებიან თუ არა.



4. ლუდი საუკეთესო ძილისმომგვრელი საშუალებაა


image

დიახ, ლუდი მართლაც ბინდავს გონებას და იწვევს წამოწოლის სურვილს, მაგრამ ლუდის დალევის შედეგ თქვენ დაძინებას იოლად როდი შეძლებთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ლუდის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება პურტრესცინი ანადგურებს ძილის ნერვულ ცენტრს. მეორეც, თუ შეძელით და მართლაც მოახერხეთ დაძინება, ნახევარი საათის შემდეგ ტუალეტში შესვლის სურვილი სულ ერთია, მაინც გაგაღვიძებთ.



5. მაგნიტური ქარიშხლების წინასწარმეტყველება შესაძლებელია


image


დაიმახსოვრეთ, რომ ეს შეუძლებელია. რუსეთის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ამას წინათ განაცხადეს, რომ უკანასკნელი მოწყობილობა, რომელსაც ამ სიგნალის გადმოცემა შეეძლო, ორბიტალურ სადგურ «Мир» - თან ერთად დაიღუპა. ასე რომ, გაზეთებსა და ინტერნეტსივრცეში გადმოცემული პროგნოზები მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლების შესახებ-მხოლოდ და მხოლოდ ჰოროსკოპების სხვადასხვაობაა და მათი ავტორების მიერაა შეთხზული.



6. ბელკა და სტრელკა-პირველი ძაღლები იყვნენ კოსმოსში


image

უამრავი ძაღლი იქნა გაშვებული კოსმოსში. ზოგიერთი მათგანი ავარიებში იღუპებოდა, ზოგს კი შედარებით გაუმართლა. სულ კოსმოსში დაახლოებით 30-მდე ძაღლი გაუშვეს, მათგან პირველები იყვნენ ეზოს ძაღლები დეზიკი და ციგანი, რომლებიც 1951 წლის ივლისში აფრინდნენ 100 კმ-ის სიმაღლეზე (ეს ითვლება კოსმოსის ფორმალურ საზღვრად). აი ნამდვილ კოსმოსურ ორბიტაზე კი პირველი გავიდა ლაიკა 1957 წლის 3 ნოემბერს. მაშინდელი კოსმოსური ხომალდების უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, ასე რომ ლაიკა თავის კაფსულაში დაიწვა, სწორედ ამიტომ ამჯობინებენ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ დუმილს.



7. თაგვებს სიგიჟემდე უყვართ ყველი


image

თაგვები ჭამენ ყველაფერს, რაც იჭმება. კარაქი, მარცვლეული, ლორი, ძეხვი-ნებისმიერ ამ პროდუქტს ისინი თვალის დახამხამებაში გახრავენ. უბრალოდ ძველ დროში, როცა მაცივრები არ იყო, ყველს ხშირად ინახავდნენ საკუჭნაოში და სავარაუდოდ, თაგვები ამით სარგებლობდნენ. სწორედ აქედან წამოვიდა მითი. ზოგადად, თუ ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება ძეხვსა და ყველს შორის, თაგვების 99% პირველ მათგანს აირჩევდა.



8. ღვიძლის ცეროზი-ალკოჰოლიკების დაავადებაა


image


და არამარტო..საერთოდ, ცეროზის უმეტესი შემთხვევა გამოწვეულია ინტოქსიკაციით, მაგალითად, თუ ორგანიზმში ბევრი სპილენძი ხვდება. ასევე ცეროზი ხშირად ჩნდება ნებისმიერი ფორმის ჰეპატიტის შემთხვევაში და კვების რაციონში ცილების ნაკლებობის დროს.

სხვათაშორის, უნდა იცოდეთ., რომ დელიკატესი ფუა-გრა - ცეროზით დაავადებული ბატების ღვიძლისაგან მზადდება. ბატებს კი არც თუ ისე უყვართ ალკოჰოლი.




9. მოლოტოვის კოქტეილი მოლოტოვმა გამოიგონა


image


სინამდვილეში ფეთქებადი სითხით სავსე ბოთლების გამოყენება პირველად დაიწყეს ფინელებმა 1939 წელს და მას უწოდეს "კოქტეილი მოლოტოვისათვის", რადგან სჯეროდათ, რომ რუსეთ-ფინეთის ომი სწორედ ამ მკაცრმა და სასტიკმა რუსმა გენერალმა წამოიწყო. ინგლისელებს ძალიან მოეწონათ ეს ბოთლები და მათ უბრალოდ შეამოკლეს მისი სახელი. ასე გაჩნდა ცნება : "მოლოტივის კოქტეილი "




10. სარეკლამო რგოლებში ნაჩვენები საჭმელი ძალიან გემრიელია


image


დავიწყოთ იქედან, რომ ის, რასაც თქვენ ტელევიზორის ეკრანებზე ხედავთ, სულაც არაა საჭმელი. სარეკლამო რგოლებს ხომ რეჟისორები აკეთებენ და არა მზარეულები. მათ არ უყვართ პროდუქტებთან მუშაობა: კარამელი თეთრ ფონს ეწებება და აფუჭებს, შოკოლადი განათებების სითბოზე ლღვება, ნაყინი კი რეკლამის გადაღების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ფორმას ვერ ინარჩუნებს, ამიტომ ამ პროდუქტების მაგივრად რეკლამაში მონაწილებას იღებენ პროფესიონალი "მსახიობები": ყავისფერი საღებავი, პარაფინი და კარტოფილის პიურე. ყველაფერ ამას ემატება კომპიუტერული გრაფიკის ელემენტები, რათა გაყალბება ნაკლებადშესამჩნევი იყოს. ეს რა თქმა უნდა, სწორი მიდგომააა: ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს: საღებავმა ეკრანზე უნდა იბრწყინოს, ხოლო შოკოლადი მხოლოდ პირში გადნეს და არა გადასაღებ მოედანზე.



11. ოტელოს სულაც არ დაუხრჩვია დეზდემონა, არამედ ხანჯლით მოკლა ის


image

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ამ პიესის განსხვავებული თარგმანები, ზოგ მათგანში ოტელო ახრჩობს ცოლს, ზოგში კი ხანჯლით კლავს. რა თქმა უნდა, ორიგინალში ფიგურირებს სიტყვა stifles, რაც დახრჩობას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს მითი გავრცელდა იქედან, რომ თეატრების სცენებზე გაცილებით იოლი იყო დახრჩობის იმიტირება, ვიდრე ხანჯლით ყელის გამოჭრისა.



12. გაზიანი სასმელები წყურვილს კლავს


image


ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, რომ ამ სასმელების შემადგენლობაში არ შედიოდეს მისი მთავარი კომპონენტი-ორთოფოსფორმჟავა. ის აღიზიანებს ენაზე არსებულ გემოს შემაგრძნობელ ხაოს და ახდენს ნერწყვის გამოყოფის სტიმულირებას, ამიტომ ადამიანს წყურვილის მოკვლის შეგრძნება აქვს, თუმცა ცოტაოდენი ხნის შემდეგ ხდება ამ ხაოს გამოშრობა და დალევა კიდევ და კიდევ გინდებათ. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ წყურვილის მოსაკლავად ჩვეულებრივ წყალს დალევთ.




13. ლიმონში ძალიან ბევრია ვიტამინი ცე


image

ლოგიკა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს დაბნევას იწვევს, ძალიან მარტივია: ვიტამინი ცე მჟავეაა, მჟავეა ლიმონიც, ამიტომ გვგონია, რომ მეორე მათგანი უხვად შეიცავს პირველს. სინამდვილეში ლიმონში უფრო ნაკლები ვიტამინია, ვიდრე კომბოსტოში და ათჯერ ნაკლები, ვიდრე კივში, ხოლო რაც შეეხება ამ ვიტამინით ყველაზე მდიდარ მცენარეს-ეს ასკილია. ლიმონის მჟავე არომატი განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით ლიმონმჟავას არსებობით.




14. გალილეი კოცონზე დაწვეს ფრაზისათვის: "ის მაინც ბრუნავს"


image

მოდით დავიწყოთ სულ თავიდან: პირველი ადამიანი, ვინც სერიოზული წვლილი შეიტანა ასტრონომიის განვითარებაში, იყო ნიკალაი კოპერნიკი. ის ცხოვრობდა XVI საუკუნეში, უყვარდა ცაში ყურება და ერთხელაც მიხვდა, რომ დედამიწა მოძრაობდა მზის გარშემო. კოპერნიკი სრულიად მშვიდად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 70 წლის ასაკში იმიტომ, რომ მოედნებზე კი არ ყვიროდა - დედამიწა ბრუნავსო, არამედ თავის უბის წიგნაკში აკეთებდა ყველასათვის გაუგებარ სქემებსა და ჩანაწერებს. აი მისი მიმდევარი პოეტი და მისტიკოსი ჯორდანო ბრუნო კი ნამდვილად დაწვეს კოცონზე. კოპერნიკის ნაშრომების წაკითხვისას ის მიხვდა, რომ დედამიწა პაწაწინა პლანეტაა და ასეთები უამრავია სამყაროში. ეს იდეა კარგად ეთანხმებოდა ჯორდანოს მიერ გამოგონებულ რელიგიურ სწავლებას. 1584 წელს ბრუნომ მოგზაურობა დაიწყო ქალაქიდან ქალაქში, ქადაგებდა რა ყველასათვის უცნობ ახალ რელიგიას. ის სწორედ რომ ერეტიკოსობისათვის დაწვეს კოცონზე 16 წლის შემდეგ.

შემდეგი იყო გალილეი - დიდი სწავლული და მეცნიერი. გალილეიმ აღმოაჩინა მთები მთვარეზე და ლაქები მზეზე. 1632 წელს მან დაწერა წიგნი, რომელშიც განავითარა კოპერნიკის მოძღვრებანი. ერთი წლის შემდეგ ის დაიჭირეს და საეკლესიო სასამართლოს გადასცეს. გალიელიმ კარგად იცოდა, რო თავისი მოძღვრებისათვის ჯორდანო ბრუნოს ბედი ერგებოდა, ამიტომ მორჩილად უარყო თავისი მსოფლმხედველობა და აღიარა, რომ ცდებოდა. ამიტომ ის გამოუშვეს და მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

"და ის მაინც ბრუნავს" - მოხუცს ეს ფრაზა არ უთქვამს, თორემ ნამდვილად ვერ დაბრუნდებოდა ფლორენციაში მდებარე თავის ვილაში. ეს ცნობილი ფრაზა XVII საუკუნეში გალილეის პორტრეტს მიაწერა მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ. სწორედ აქედან წამოვიდა მითიც.

13
912
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
912
  
2016, 2 იანვარი, 22:07
გმადლობთ :)
2016, 2 იანვარი, 22:05
მაგარი სტატიაა ძაან, მე მუსტანგზე მომეწონა
2015, 14 მაისი, 2:48
Wyurvilis mosaklavad ki sauketeso sashualeba wyalgareuli gvinoa, ufro swored, gvino gareuli wyali )
2015, 14 მაისი, 2:47
Siraqlema martlac rgavs tavs qvishashi. :) amas shishis gamo kiara, ufro praqtikuli mizezit aketebs, cxeli qvisha advilad klavs im mwerebs, romelic awuxebs tavis patrons :) faqti mecnierulad dadasturebulia, ubralod ishviatia da mizezic damaxinjebuli :) kargi statiaa
2015, 6 მარტი, 23:56
ღმერთმა ქნას, კიდევ ბევრი წელი ებრუნოს:)
ის მაინც ბრუნავს.....
2015, 2 მარტი, 18:05
ძალიან კარგიაა :)) :*
2015, 2 მარტი, 15:57
მადლობა, არაჩანდა:)
2015, 2 მარტი, 15:56
საინტერსო იყო
2015, 2 მარტი, 0:08
გაიხარე, ნათი :*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10