x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
6 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, სანამ "6pm"-ზე შოპინგს გადავწყვეტთ
image6pm - ბრენდული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ეს ონლაინ მაღაზია მთელ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, განსაკუთრებით პოპულარულია. ამიტომ გთავაზობთ 6 ფაქტს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ამ მაღაზიაში სასურველ პროდუქტს შეუკვეთავთ.









image
1. 6pm არის შვილობილი კომპანია ცნობილი ონლაინ მაღაზიის Zappos-ის, რომელიც თავის მხრივ Amazon-ის მფლობელობაშია. როგორც Zappos, ასევე Amazon ცნობილია კლიენტთა მაღალი ხარისხის მომსახურეობით, შესაბამისად, ამ მხრივ მათ არც 6pm-ი ჩამოუვარდება.


თუმცა, დანარჩენი ორისგან განსხვავებით, 6pm არის უფრო დაბალ ფასებზე და არა სერვისზე ორიენტირებული. პროდუქცია თითქმის იგივეა და გამოდის იმავე საწყობებიდან, მაგრამ პარტნიორი კომპანიებისგან განსხვავებით, აქ საკმაოდ დიდი ფასდაკლებებია.


2. 6pm-ზე შეძენილი პროდუქციის გამოცვლა არ ხდება. თუ შენაძენი არ მოგეწონათ ან თქვენი ზომა არ არის, მას სხვა ზომაში ან სხვა პროდუქტში ვერ გადაცვლით. სამაგიეროთ შეგიძლიათ დააბრუნოთ - მაღაზია უპრობლემოდ აგინაზღაურებთ თანხას. შემდეგ კი შეგიძლიათ ხელახალი შენაძენი გააკეთოთ. და მაინც, რატომ არ ხდება გადაცვლა? პასუხი მარტივია: აქ შემოთავაზებული პროდუქციის უმეტესობა ფასდაკლებულია, რომელიც შედარებით მცირე რაოდენობით არის საწყობში დარჩენილი და შესაბამისად, სასურველი ზომა ხშირად აღარ არის ხოლმე.



3. 6pm ყოველდღე ძალიან დიდ დღიურ ფასდაკლებებს გვთავაზობს. მაგრამ საკვანძო სიტყვა ამ შემთხვევაში არის "დღიური", ანუ კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლება შეიძლება მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდეს. ამიტომ, თუ რამე მოგეწონათ, სწრაფად გადაწყვიტეთ ყიდულობთ თუ არა, რადგან მეორე დღეს შესაძლოა ფასდაკლებაში აღარ მოხვდეს.


4. 6pm, ისევე, როგორც Zappos არ გვთავაზობს ფასების შედარებას. ბევრი სხვა საიტებისგან განსხვავებით, აქ თქვენ ვერ ნახავთ კონკრეტულ პროდუქტზე სხვა ონლაინ მარკეტებში არსებული ფასების შედარებას.


5. 6pm-ზე შესაძლოა იყიდებოდეს სალიკვიდაციო ან მოძველებული სტილის პროდუქცია, მაგრამ აქ ვერ ნახავთ გაყალბებულ ბრენდებს, დეფექტიან ან შეკეთებულ პროდუქტს. 6pm-ზე გამოტანილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი იგივე ბრენდული პროდუქტია, რაც დევს Zappos-ზე, უბრალოდ, მნიშვნელოვანი ფასდაკლების შემთხვევაში, ისინი გადაინაცვლებს ხოლმე 6pm-ზე.


6. 6pm-ზე არ არის პროდუქტის მიმოხილვა. ეს, რა თქმა უნდა მომხმარებლისთვის არაკომფორტულია, მაგრამ მაინც ადვილად გადაჭრადია: შეგიძლიათ სასურველი პროდუქტის მიმოხილვა Zappos-ზე ან Amazon-ზე იხილოთ.

2
116
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
116
  
2015, 26 თებერვალი, 23:48
დიდი მადლობა. :)
2015, 26 თებერვალი, 23:44
ძალიან სასარგებლო სტატიაა.
0 1 2